კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018 10:09

საქართველოს ელჩი კანადაშიკონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა საერთაშორისოანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯს, რომელთანაც განიხილასაქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეულიმნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყანაში შექმნილიმიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, საქართველოს წინაშე არსებულიუსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზეარსებული ვითარება, საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე, კანადისადა საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობისპერსპექტივები.
 
შეხვედრაზე აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და GOPAC მზად არის საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს  საელჩოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას. აკაას მაჰარაჯი მომხსენებლად არის მიწვეული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. 
 
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში კორუფციის დაბალ  მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში. ამასთან, მისი განცხადებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია და ეფექტური მმართველობის კუთხითაც ლიდერია, რისი დასტურიც არის  ის ფაქტი, რომ უკვე ერთი წელია საქართველო დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაა და უახლოეს მომავალში თავმჯდომარეობას კანადას გადააბარებს.
 
GOPAC  2002 წელს კანადის დედაქალაქ ოტავაში დაფუძნდა, როგორც პარლამენტარების გლობალური ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობების ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე და გაზარდოს პარლამენტების როლი შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, წაახალისოს ერთობლივი ბრძოლა ფულის გათეთრებისა და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების წინააღმდეგ. GOPAC-ის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს 62 ქვეყანაში მოქმედებს. ეს ორგანიზაცია გაეროსა და ევროპის საბჭოს ასოცირებული წევრია. 
 

წაკითხულია 65 ჯერ

Related items

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარებენ სემინარს რეგიონში ბიზნეს ეთიკის საკითხებზე

    მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპერტებისთვის გამართულ ორდღიან სემინარზე განისაზღვრება ძირითადი სტიმულები ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად

    თბილისი – 13 მარტი, 2018 წელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 13-14 მარტს  თბილისში ჩაატარებენ სემინარს „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და  კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“.   

    სემინარის მიზანია მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების ცნობიერების ამაღლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის  მნიშვნელობაზე  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და განიხილავენ იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება მათ ქვეყანაში კორპორატიული ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოსა და ესტონეთის მთავრობის, ევროპის ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა ინსტიტუტების საერთაშორისო მომხსენებლები მიმოიხილავენ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს  და ისაუბრებენ ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რისკების შეფასების, ეფექტური შესაბამისობის პროგრამების შემუშავებისა და ბიზნეს ეთიკის რისკების დაძლევის შესახებ.

    "კერძო სექტორი წარმოადგენს კარგად მომუშავე ეკონომიკის ხერხემალს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სემინარი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს ეთიკის  და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გაძლიერებას რეგიონში.  ყველა დაინტერესებული პირის  მხარდაჭერა, როგორიცაა მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და კომპანიები, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და მდგრადი შედეგების მისაღწევად ბიზნესის ხელშეწყობისა  და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით", განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში.

    ***

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  შესახებ

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაარსდა 1991 წელს ევროპის ისტორიის განსაკუთრებული მოვლენის, მის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიზმის დაშლასთან დაკავშირებული გამოწვევის საპასუხოდ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ყველაზე დიდი ინვესტორია თავის რეგიონში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, აქვს  30-მილიარდიანი  კაპიტალი და AAA რეიტინგი სამი  ძირითადი სარეიტინგო სააგენტოდან (S&P, Moody’s and Fitch),  ბანკის ინვესტიციები ასევე იზიდავს  მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს იმ ქვეყნებში, სადაც ის ახორციელებს საქმიანობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძირითადად კერძო საწარმოებში ახორციელებს ინვესტირებას, როგორც წესი, კომერციულ პარტნიორებთან ერთად. იგი აფინანსებს პროექტებს ფინანსურ და ეკონომიკის სექტორში, ახორციელებს ინვესტიციებს როგორც  ახალ, ასევე არსებულ კომპანიებში. იგი ასევე მუშაობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებებთან  პრივატიზაციის მხარდაჭერის,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რესტრუქტურიზაციისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქციონერია 68 ქვეყანა ხუთ კონტინენტზე, მათ შორის ჩინეთი და ორი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია (ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკი). ის აწარმოებს მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს მთავრობებთან, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს თავისი მიზნების განხორციელებას. ბანკი ასევე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს  37 ქვეყანაში- ცენტრალური აზიიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და აქვს 40 ადგილობრივი ოფისი.

    ძლიერი კორპორატიული მართვის პრაქტიკა უშუალოდ უკავშირდება "ჯანსაღ საბანკო პრინციპებს", რომელსაც  ბანკი იცავს მის საინვესტიციო ოპერაციებში. http://www.ebrd.com/home

    ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და მისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  ანტიკორუფციული ქსელის შესახებ 

    ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია არის ფორუმი, რომელშიც მთავრობები ადარებენ და უზიარებენ ერთმანეთს პოლიტიკურ გამოცდილებას, ავლენენ საუკეთესო პრაქტიკას გამოწვევების ფონზე და ხელს უწყობენ ისეთი გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღებას, რომელიც  კეთილდღეობის საწინდარია.   ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც გააუმჯობესებს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.oecd.org.

    1998 წელს დაფუძნებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი დახმარებას უწევს მის წევრ ქვეყნებს კორუფციის აღკვეთაში და მასთან ბრძოლაში. იგი უზრუნველყოფს რეგიონალურ ფორუმს ანტიკორუფციული საქმიანობის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დონორთა კოორდინაციის მიზნით რეგიონალური შეხვედრებისა და სემინარების, სწავლების პროგრამებისა და თემატური პროექტების მეშვეობით. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი ასევე წარმოადგენს სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის კერას. მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ვებგვერდზე www.oecd.org/corruption/acn/.

    გაეროს განვითარების პროგრამის შესახებ

    გაეროსგანვითარების პროგრამა საქმიანობას ეწევა დაახლოებით 170 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევასა და უთანასწორობის შემცირებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს პოლიტიკის, ლიდერობის უნარების, პარტნიორობის შესაძლებლობების და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაში შედეგების შენარჩუნების მიზნით.  მდგრადი განვითარების 2030 წლის პროგრამა შეიცავს საყოველთაოდ შეთანხმებულ მიზანს მშვიდობიანი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი საზოგადოებისთვის: მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 16. მდგრადი განვითარების მიზანი 16 და მისი მიზნები კორუფციის შემცირების, ინსტიტუტების განმტკიცებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არ არის  მხოლოდ იმთავითვე ღირებული მისწრაფებები. ისინი ყველა 17 SDG-ს მისაღწევად სასიცოცხლო მნიშვნელობის წინაპირობებია. გაეროს განვითარების პროგრამის მიზანია ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სისტემების გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დანერგვის ხელშეწყობა, ძირითად დარგებში კორუფციის რისკების შემცირება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მოქმედებების გაფართოება. 

  • სუს-ის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. 
    ანგარიშის მოსმენა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართება და დოკუმენტს კომიტეტის წევრებს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს.
    წინასწარი ინფორმაციით, მოსმენა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, უშუალოდ პარლამენტის პლენარულ სხდ

  • ანტიკორუფციულმა სააგენტომ ერთი პირი დააკავა

    დაკავებული ქალბატონი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგეა.

    გამოძიების ინფომრაციით, ბრალდებული მის ნაცნობს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჩქარებული წესით ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩასმას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 500 ლარი მიიღო. 

  • ნაციონალური მოძრაობა ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

    საპარლამენტო ოპოზიცია ანტიკორუფციული კომისიის შემქნას მოითხოვს. დადგენილების პროექტს ამ თემაზე ნაციონალები ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.

    საკუთარი იდეა და კონკრეტული კორუფციის მაგალითები დღეს ოპოზიციამ არასამთავრობო სექტორს და ჟურნალისტებს გააცნო.

    მათ მოხსენებაში ძირითადად საუბარი იყო ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლაზე. ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მაგალითად საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასახელდა.

     

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური