მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:47

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს არჩევანზე ევროპაში მიმდინარე პროცესები, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ევროპა აღარ არის ის, რაც იყო უწინ. ამ კონტექსტში დისკუსიის მოდერატორმა მაგალითებად პოლონეთსა თუ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა დაასახელა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი ცვალებადია, თუმცა ღირებულებები უცვლელი რჩება.

„დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს. დიახ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცვალებადი პროცესი, მაგრამ ღირებულებები იგივე რჩება. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ევროკავშირის ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

წაკითხულია 279 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრემიერი დღეს მეღვინეებს და მევენახეობის წარმომადგენლებს შეხვდება.

    როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე ბაზრებზე წვდომას და ექსპორტს.

    „ჩვენ დავიწყეთ ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს შეხვედრა, რამეთუ რთველი დასრულების ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საბოლოო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, რა თქმა უნდა, იქნება მისასალმებელი. ჩვენ გვინდა დარგს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეობის, ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • სპეციალური შემოთავაზება: კომბო-ბილეთი ორ კონფერენციაზე აფილიატ-მარკეტინგის შესახებ

    ბილეთi გლობალურ არბიტრაჟზე: 1 ფასი 2 ივენთზე

    BizDev აფილიატებისთვის: კონფერენცია თბილისსა და მინსკში

    სპეციალური შემოთავაზება მათთვის, ვინც დაინტერესებულია შემოსავლის მიღებით სათამაშო ბიზნესიდან და სხვა პოპულარული თეთრი ნიშიდან.

    შეიძინეთ ერთი კომბობილეთი და ეწვიეთ ორ ღონისძიებას - Georgia iGaming Affiliate Conference-ს თბილისში და Affiliate Marketing Conference Belarus-ს მინსკში.

    რა იქნება მინსკში?

    კონფერენციის თემები: არბიტრაჟი ისეთ ნიშებში, როგორებიცაა საქონელი, ფინანსები, ფარმაცევტიკა, დეითინგი და მობილური აპლიკაციები. სპიკერები წარმოადგენენ რეალურ ქეისებს და მოყვებიან თუ როგორ უნდა შექმნათ სარეკლამო შეთავაზებები და მოახდინოთ ტრაფიკის მონეტიზაცია.

    ივენთი გათვლილია ვებმასტერებზე, აფილიატებზე, არბიტრაჟელებზე, CPA-ქსელებისა და პარტნიორული პროგრამების წარმომადგენლებზა და ყველასთვის, ვისი მოღვაწეობაც დაკავშირებულია ინტერნეტ-მარკეტინგთან.

    რა იქნება თბილისში?

     

    ექსპერტები ისაუბრებენ გადასახადებსა და რეგულაციებზე საქართველოს სათამაშო ბიზნესში, ადგილობრივი ბაზრის უპირატესობებზე, ონლაინ და ოფლაინ კაზინოში კლიენტების მოზიდვისთვის აქტუალურ ინსტრუმენტებზე.

     

    კონფერენცია სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც უკვე აქვს შემოსავალი სათამაშო ბიზნესიდან, ან ვისაც სურს საკუთარი საქმის დაწყება და მისით სარგებლობა.

     

    პირობები

     

    ცალკე 2 ღონისძიება afterparty-ს გარეშე ეღირება დაახლოებით 200 EUR. კომბობილეთის ღირებულება კი შეადგენს 150 EUR-ოს. პირველი 10 ბილეთი გაიყიდება მაქსიმალურად დაბალ ფასად - მხოლოდ 100 EUR-ოდ.

     

    კომბობილეთის ღირებულებაში შედის:

    • „ბიზნეს“ კატეგორიაზე წვდომა ორივე კონფერენციაზე;
    • დემოზონებზე წვდომა;
    • ორივე ღონისძიების სპიკერების პრეზენტაციები;
    • ფასდაკლება სასტუმროში დარჩენაზე;
    • თბილისში წვეყლებაზე დასწრება.

     

    შემოთავაზება ძალაშია 17 ოქტომბრამდე.

     

    გამოიყენეთ უნიკალური შანსი და მოასწარით ბილეთის ყიდვა ყველაზე ხელსაყრელ ფასად.

     

    პროგრამა და დეტალები Georgia iGaming Affiliate Conference>>>

  • ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

    2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

  • პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორია-გიორგი გახარია

    საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

    შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო, ისე - რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. გიორგი გახარიამ გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.  

    საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა  გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის. 

     პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები მიმოიხილეს.

    ამერიკულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და პრაქტიკული დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური