11 სექტემბრის ტერაქტში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 11:05
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის მონაწილე 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას.
 
სწავლების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების თანახელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან მაიერსმა ტერაქტში დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
 
საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება “Agile Spirit 2018” სენაკის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად გუშინ დაიხურა.
წაკითხულია 172 ჯერ

Related items

  • ლონდონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

    ლონდონის სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში 50 ადამიანია გადაყვანილი. 

    ლონდონში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

    ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელის თქმით კი, არიან დაღუპულები.

    „სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძრის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია“, - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

  • თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
    დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

    პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

    ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

  • მანჩესტერის ტერაქტი - უსახლკარო , რომელიც თავგანწირვისა და გმირობის სიმბოლოდ იქცა

    მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტი უკვე შეფასდა ახალგაზრდების, მომავალი თაობის წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ ქმედებად.

    სოციალურ ქსელში ბევრი შემზარავი ფოტო თუ ისტორია გავრცელდა. გავიგეთ, როგორ დაკარგა დედამ 8 წლის გოგონა აფეთქების შედეგად გამოწვეული პანიკის შემდეგ, მოგვიანებით კი გარდაცვლილი იპოვეს... როგორ დაიღუპა სამი შვილის დედა... 

    თუმცა, დღეს , გიყვებით ადამიანზე რომელმაც სხვების გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეეში ჩააგდო და გმირობის მაგალითად იქცა.

    33 წლის კრის პარკერი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უსახლკაროა და მანჩესტერის ქუჩებში ცხოვრობს, თავგანწირვისა და გამბედაობის სიმბოლო გახდა.

    მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული აქტისას, კრისი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, რადგან „ ხალხმრავლობის გამო მოწყალების სათხოვნელად კარგი ადგილი იყო.“

     

    მაშინ, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა, არენიდან კი შეშინებული და დასისხლიანებული ხალხი გამორბოდა, ნაცვლად იმისა, რომ მას საკუთარ უსაფრთხოებაზე ეზრუნა და შემთხვევის ადგილს გარიდებოდა, დაშავებულთა დასახმარებლად გაემართა.

    აფეთქების ძალამ კრისი წააქცია, თუმცა მალევე წამოდგა.

    დაჭრილ გოგონას ფეხიდან ლურსმანი ამოაცალა, მეორე ბავშვი ხელში აიტაცა და ხალხის მასას მოაშორა. შემდეგ გოგონას დამშვიდება სცადა, რომელმაც აფეთქებისას ფეხი დაკარგა, მაისური გაიხადა და ფეხი შეუხვია. ქალის გადარჩენა სცადა, თუმცა მკლავებში ჩააკვდა. გარდაცვლილი ქალი დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული.

    მას შემდეგ, რაც თვითერის მომხარებლები "უსახლკარო ბიჭის გმირობაზე" წერდნენ, მედია მისით დაინტერესდა და მალევე იპოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, კრისმა განაცხადა, რომ ძალიან აკვირვებს, რატომ გახდა მისი საქციელი ამგავრი ყურადღების ღირსი.

    „რადგან უსახლკარო ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ გული არ მაქვს , რომ ადამიანი არ ვარ. მჯერა, მე რომ დამხმარება დამჭორვებოდა, ვიღაც აუცილებლად მოვიდა და დამეხმარებოდა... იქ ბავშვები იყვნენ... ძალიან ბევრი ბავშვი, დასისხლიანებულები... ტიროდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გარბოდნენ“ - განუცხადა კრისმა Press Association-ს.

    მას შემდეგ რა უსახლკარო კრისის გმირობის შესახებ მედიამ დაწერა, მის დასახმარებლად ონლაინ გვერდი შეიქმნა. ამ დროისთვის კრისისთვის 40 000 დოლარამდე შეგროვდა.

    მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119-ს შეადგენს. კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობას სწორედ ბავშვები შეადგენდნენ.

    თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.

    აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

  • სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებში აფეთქება მოხდა

    აფეთქება რუსეთში. აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

    რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

     წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

     
     
  • ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გკიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    ლონდონში მომხდარი  ტერაქტის შედეგად გკიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით საავადმყოფოში 75 წლის დაჭრილი მამაკაცი დაიღუპა. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური