დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 12:26

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. 
ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.
1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  აშენდა.
დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. 
გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში - 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.

წაკითხულია 213 ჯერ

Related items

  • გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი შეზღუდვა დაწესდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 მაისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) სარემონტო სამუშაოების გამო.

    ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

  • ბათუმი-ჩაქვის გვირაბში ტრაილერი იწვის

    3 საათია ცალმხრივად დაკეტილია ბათუმი-ჩაქვის გვირაბი. შეფერხების მიზეზი, ხანძარია.  ტრაილერს ცეცხლი გვირაბში გადაადგილებისას გაუჩნდა. მძღოლმა  ავტომობილი დატოვება დროულად მოახერხა. ამ დოისთვის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

  • რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა ამას ვცეთ პატივი, - ზაქარია ქუცნაშვილი

    "საქართველოს დედაქალაქი თბილისია თუ ქუთაისი? კონსტიტუციაში არ წერია, რომ დედაქალაქი არის სხვა ქალაქი. პატივი ვცეთ ათეულობით და მილიონობით იმ ადამიანს, ვინც დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა. რისთვისაც დავით აღმაშენებელი  იბრძოდა ამას ვცეთ პატივი ბოლოს და ბოლოს. ვფიქრობ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს,“-  განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა,  ზაქარია ქუცნაშვილმა.

  • ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი ინციდენტის განმარტება

    შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება სოფელ ზვარეში ჩინელ და ქართველ მუშებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

    "2016 წლის 2 ნოემბერს ღამით, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო ობიექტზე ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეებსა და სოფელ ზვარეში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შორის ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ორმხრივი მოლაპარაკებები ინციდენტში მონაწილე მხარეებს შორის და არსებული საკითხი ძირითადად გადაწყვეტილია.
    მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და ღრმა მწუხარება ჩხუბის დროს დაშავებული ჩვენი კომპანიის ქართველი და ჩინელი თანამშრომლებისა და ასევე სოფელ ზვარეს მოსახლეობის მიმართ, ამავდროულად მომხდარი ინციდენტის შემდგომ აქტიური მოლაპარაკებებისა და გაწეული დახმარებისათვის, გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ჩვენი დამკვეთის საქართველოს რკინიგზის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზესტაფონისა და ხარაგაულის პოლიციის მიმართ.
    მომხდარი ინციდენტი ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ არაერთგვაროვნად გააშუქა, რამაც გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება. ინციდენტის წამოჭრის მიზეზის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა ახალ ამბებში გაკეთდა საკითხის არასწორი ფორმულირება, საზოგადოებისათვის საზიანო და არაობიექტური კუთხით.
    როგორც უშუალოდ ჩართული მხარე ვფიქრობთ რომ, ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია მომხდარი ფაქტის მიზეზის გამოვლენა, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას უკეთ გაერკვეს მომხდარში.
    ინციდენტის მიზეზი და პროცესი
    პირველი ინციდენტი:
    2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 21:00 საათზე, ჩვენი კომპანიის ჩინელი თანამშრომლები ჟენიუენ ჩენი, შანიუნ ჭანი და იუმინ შ, სულ 3 ადამიანი აწარმოებდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის შესასვლელის სანაყაროს რეგულარულ შემოწმებას, შემოწმების დროს შენიშნეს, რომ 3 ქართველი (ადგილობრივი) ბენზოხერხით ჭრიდა სანაყაროზე დაწყობილ ხეებს. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხეების მოჭრა განხორციელდა ჩვენი კომპანიის მიერ სანაყაროს მოწყობის დროს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი ხეები წარმოადგენს საქართველოს სატყეო სააგენტოს საკუთრებას. მოჭრილი ხეები დროებით ინახება ჩვენი კომპანიის მიერ და შემდგომ უპირობოდ გადაეცემა სატყეო სააგეტოს.
    თუმცა იმ მომენტში ხეების მჭრელი ქართველები ჩვენი კომპანიის ჩინელ თანამშრომლებს ესაუბრებოდნენ ქართულ ენაზე, ენის ბარიერის გამო და ასევე იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ ხის მჭრელ ქართველებს ასდიოდათ მძაფრი ალკოჰოლის სუნი, მხარეებს შორის ვერ მოხერხდა კომუნიკაციის დამყარება. სანაყაროს შემოწმების დასრულების შემდეგ, ჟენიუენ ჩენმა და დანარჩენებმა ბანაკისაკენ მიმავალ გზაზე შენიშნეს ავტომანქანა, რომელიც სამი ხის მჭრელს განზრახ ჰყავდა გაჩერებული ჩვენი კომპანიის ბანაკისაკენ მიმავალი გზის გადაკვეთაზე. ხსენებულ ავტომანქანას დაკეტილი ჰქონდა ბანაკის გზის ბოლო. ჩვენი კომპანიის ჩინელი თანამშრომლები გადმოვიდნენ მანქანიდან და მოთხოვეს ქართველებს მათი ავტომანქანის გზიდან გაყვანა, ქართველების მხრიდან იგნორირების შემდეგ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთმა ჩინელმა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახებისა და მტკიცებულების გადაღების მიზნით ამოიღო მობილური ტელეფონი.
    მტკიცებულების გადაღების დროს, ერთ-ერთმა ხის მჭრელმა ქართველმა მტკიცებულების გადამღებ ჩინელს ხელი ჰკრა და გამოსტაცა მობილური ტელეფონი, ამ დროს დანარჩენი ორი ჩინელი თანამშრომელი წინ წამოიწია მის შესაჩერებლად, რასაც მოჰყვა შეტაკება. შეტაკების შედეგად ჩვენი კომპანიის ორმა ჩინელმა თანამშრომელმა მიიღო დაზიანებები სახისა და თავის არეში, ხოლო ერთმა ქართველმა მიიღო დაზიანება თავის არეში.
    შეტაკების დროს, ერთ-ერთი ქართველი გაიქცა ადგილიდან და უკან დაბრუნებული ნაჯახით ხელში თავს დაესხა ჩვენი კომპანიის სამ ჩინელ თანამშრომელს. მათ გაქცევის დროს ქართველებმა ნაჯახი ჩაარტყეს უსაფრთხოების ჩაფხუტში, რის გამოც მიიღეს მსუბუქი დაზიანებები.
    მას შემდეგ რაც ჩვენი კომპანიის ბანაკში მყოფმა ჩინელმა თანამშრომლებმა შეიტყვეს მომხდარის შესახებ, მათი ნაწილი პიკაპის სატვირთო მანქანითა და მტვირთავებით მივიდნენ ინციდენტის ადგილას პოლიციის მოსვლამდე ობიექტის დაცვის მიზნით. პოლიციის მოსვლამდე, ინციდენტის ადგილას შეგროვდა დიდი რაოდენობით სოფლის მაცხოვრებელი ქართველი მოსახლეობა და ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ქართველები. მაშინ როდესაც ორი ჩინელი თანამშრომელი პიკაპის სატვირთო მანქანით ბანაკში დაბრუნებას აპირებდა, მათ გზა გადაუკეტეს ქართველებმა და ერთ-ერთმა მათგანმა ჩინელ მძღოლს მუშტი ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც მას დაეწყო სისხლდენა სახიდან და საბოლოოდ გამოიწვია ორმხრივი ჩხუბი. ჩხუბის შედეგად დაზიანება მიიღო 1 საქართველოსა და 1 ჩინეთის მოქალაქემ.
    ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, ინციდენტის ადგილზე ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარებისა და მტკიცებულებების შეგროვების დროს, ქართველი ვაგონეტის მძღოლები გაიფიცნენ, რომლებიც ობიექტის ზედამხედველის მხრიდან ორი გაფრთხილების მიუხედავად დღემდე არ გამოცხადებულან სამუშაოდ.
    სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიის ქართველი თანამშრომლების ნაწილი შეგროვდა საკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან, სადაც ჩვენი კომპანიის სამშენებლო ობიექტის ზედამხედველთან მოლაპარაკებების წარმოების შემდეგ დაიშალნენ.
    მეორე ინციდენტი:
    2016 წლის 3 ნოემბერს დაახლოებით დილის 10 საათზე, ჩვენი კომპანიის სამშენებლო ობიექტის ჩინელი ხელმძღვანელი გვირაბიდან მანქანით ბრუნდებოდა ბანაკში, მანქანიდან გადმოსულს მოულოდნელად თავს დაესხა სამი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის ორი ჩვენი კომპანიის ქართველი თანამშრომელი და ერთი უცნობი პირი). რის შემდეგაც ბანაკიდან ერთი მეორის მიყოლებით გამოსულმა არმატურითა და ჯოხებით შეიარაღებულმა ქართველებმა სასტიკად სცემეს სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი. ამ ფაქტის შემსწრე რამდენიმე ჩინელი მივარდა საშველად, რომლებსაც ასევე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მრავალმა მათგანმა მიიღო დაზიანებები.
    ბანაკსა და გვირაბში მყოფი სხვა ჩინელი თანამშრომლები ყვირილის გაგონებაზე მივიდნენ დაშავებულების დასახმარებლად, რის შემდეგაც მათსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ყველა მათგანმა მიიღო დაზიანებები. ინციდენტის ადგილას პოლიციის მისვლის შემდეგ, ორ მხარეს შორის ისევ მოხდა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტი გაგრძელდა 3 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე. ჩვენი კომპანიის ბანაკი გარშემორტყმული იყო საქართველოს მოქალაქეებისა და სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
    3 ნოემბერს დაახლოებით 14:00 საათზე, ადგილზე მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და დაშავებული 5 ჩინეთის მოქალაქე გადაიყვანა ზესტაფონის საავადმყოფოში, მთლიანობაში პოლიციის მიერ დაკავებული და დაკითხულ იყვნენ 7 ჩინეთის მოქალაქე.
    მომხდარი ინციდენტის შესახებ ჩვენი კომპანია აკეთებს შემდეგ განმარტებას:
    ჩვენ ვგმობთ მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგად დაშავდა ორივე მხარე. დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარე იქცეოდა არაგონივრულად, მათ მიიღეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. პოლიციის მიერ პირველ რიგში დაკითხვაზე დაბარებულ იქნენ ჩხუბში მონაწილე პირები. ამჟამად, დაპირისპირების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
    ინციდენტის შემდეგ, ჩვენი კომპანიის მხრიდან განხორციელდა აქტიური მოლაპარაკებები სოფელ ზვარეს გამგებელსა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს დამკვეთ - საქართველოს რკინიგზას შორის, 7 ნოემბრის საღამოს მოვინახულეთ ჩვენი კომპანიის დაშავებული ქართველი თანამშრომლები და სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო 8 ნოემბერს ჩვენი კომპანიის ხაშურის ოფისში გაიმართა შეხვედრა სავაჭრო პალატას, საქართველოს რკინიგზას, ქართველ მუშახელსა და სოფლის წარმომადგენლებს შორის, ინციდენტი გადაწყვეტილ იქნა წინასწარი კონსესუსის საფუძველზე.
    ჩვენი კომპანიის მიერ ინციდენტის სათანადოდ და გონივრულად გადაჭრის მიზნით, ქართველი მუშახელისა და სოფლის ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
    1.ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მრავალეროვნული კომპანია, კეთილგანწყობითა და მეგობრული სულისკვეთებით, თანახმა ვართ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს როგორც ჩვეულებრივ გადავუხადოთ დაპირისპირების მიზეზით შეფერხებული სამუშაოების დროს გასაცემი ხელფასები. ჩვენი კომპანიის მხრიდან წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ, 2016 წლის 9 ნოემბერს პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები განაგრძობენ სამუშაოებს.
    2.ინციდენტში დაშავებული ჩვენი კომპანიის ქართველი თანამშრომლები და სოფელ ზვარეს მაცხოვრებლები გაივლიან მკურნალობას და მკურნალობის პერიოდში უზრუნველყოფილ იქნებიან ჰუმანიტარული დახმარებით.
    3. დაპირისპირებს პროვოცირებაში დამნაშავე და ჩხუბში მონაწილე ქართველი თანამშრომლები, პოლიციის მიერ გამოძიების საბოლოო შედეგების გამოვლენამდე, არ იქნებიან დათხოვილნი სამუშაოდან, იმ პირობით, თუ უზრუნველყოფენ კომპანიის წესების დაცვას და შემდგომში აღარ მიიღებენ მონაწილეობას მსგავს დაპირისპირებებსა თუ ინციდენტებში.
    4. ინციდენტის შემდეგ, ისეთი აღმაშფოთებელი და პროვოკაციული ქმედებებისათვის რომელსაც მზაკვრული მიზნების მქონე თანამშრომლებმა არაერთხელ მიმართეს, გაავრცელეს კომპანიის შეურაცხმყოფელი განცხადება, უფრო მეტიც, სამშენებლო მოედანზე გაფიცვისკენ მოუწოდეს ქართველ თანამშრომლებს და განახორციელეს უარყოფითი მოქმედებები ჩვენი კომაპნიის წინააღმდეგ, ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას მათ წინააღმდეგ გამოიყენოს სამართლებრივი ზომები.
    მიუხედავად იმისა, რომ ამ საწუხარო ინციდენტზე ჩვენი მხარე არ არის პასუხისმგებელი, თუმცა მთლიანობაში ჩინურ-ქართული მეგობრობის შენარჩუნების მიზნით, ამ ინციდენტში მონაწილე ჩვენი კომპანიის ჩინელი თანამშრომლების მიმართ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
    1. #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი დათხოვილ იქნას თანამდებობიდან და დანიშნულ იქნას ობიექტის ახალი დროებითი ხელმძღვანელი და ორი თანაშემწე, ასევე დანიშნულ იქნას ქართველი კოორდინატორი. ახალი სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი, მისი თანაშემწეები და კოორდინატორი სამშენებლო ობიექტის სპეციფიკური გარემოებების მიხედვით შეიმუშავებენ მართვის ახალ სისტემას, სათანადოდ დაარეგულირებენ ურთიერთობებს ჩინეთის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
    2. სამსახურიდან დათხოვილ იქნან მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული, ჩხუბში მონაწილე ჩინეთის მოქალაქეები.
    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტის შემდეგ, ჩვენი კომპანიისათვის მიყენებული ზარალი, ყოველდღიურად შეადგენს 60 000 ლარს.
    საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმოადგენს ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროექტს, აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. მხოლოდ #9 გვირაბის სამუშაოების ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყო ასობით სამუშაო ადგილით, შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის ინტერესს, არამედ მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს.
    ამ სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, არაერთმა ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების დამცველმა მედიასაშუალებამ თუ საზოგადოების ნაწილმა გამოხატა გულისტკივილი და მწუხარება, რითაც ზიანი მიადგა არამარტო ჩვენი კომპანიის ინტერესებს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტი დროულად და სათანადოდ იქნება დარეგულირებული.
    ჩინეთისა და საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენი კომპანია მზადაა გაწიოს აქტიური ძალისხმევა, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზის, სავაჭრო პალატის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა შესაბამისი ორგანოების დახმარებით ამ ფაქტის სათანადოდ დარეგულირება, სამშენებლო სამუშაოების დროული განახლება შეამცირებს ინციდენტით მხარეებისათვის მიყენებული ზარალს.
    ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობისა და ურთიერთგაგების გზით, ჩვენი სამშენებლო ობიექტის ახალი ხელმძღვანელი გუნდი აუცილებლად შეძლებს საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებასა და გაღრმავებას. ერთიანი ძალისხმევით მოდერნიზაციის პროექტის დროული დასრულება, კეთილდღეობის მომტანი იქება ქართველი ხალხისთვის.
    და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით იმ მედიასაშუალებებსა და პრესას, რომელთაც ყურადღება დაუთმეს აღნიშნულ ფაქტს".

    შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“

  • "ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა, საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის"

    დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია იმ ბარიერის დაძლევამდე, რა ბარიერიც   საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად შეიქმნა, ასე უპასუხა "ქართული ოცნების"  წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა  რუსეთის სათათბიროში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის აღსადგენად კონსულტაციები გრძელდება.

    „ მეოთხე საუკუნეში მირიან მეფემ ზოროასტრებს ევროპული რელიგია ამჯობინა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, მართმადიდებლური რელიგიის სახით, მაშინ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ, ასე რომ ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა, საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის...

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამო...

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური