12-14 სექტემბერს საქართველოში გაიმართება ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი
მიმდინარე წლის 12-14 სექტემბერს საქართველოში გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მარტა ნოვაკოვას ოფიციალური ვიზიტი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მ.წ. 13 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა სს „ელმავალმშენებელს“, როგორც ერთერთ კომპანიას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩეხურ კომპანიებთან და აქვს საერთო პროექტები.
სს „ელმავალმშენებელი“ (საქართველო, ქ.თბილისი) და კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ (ქ. პლზენი, ჩეხეთი) ერთობლივად ახდენენ ასინქრონულ ამძრავიანი ორსექციანი რვაღერძიანი მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავლის ახალი მოდელის (8E1A) შექმნის პროექტის რეალიზაციას. პროექტი ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში 45 ერთეული ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო მაგისტრალური ელმავლის შეძენაზე. დღეისათვის ყველა საპროექტო და საორგანიზაციო სამუშაოები დასრულებულია და სს „ელმავალმშენებელი“ თავის ძირითად თანაშემსრულებელთან „შკოდა ელექტრიკთან“ ერთად ელოდება აღნიშნული კონკურსის დასრულებას და აქვთ გამარჯვებულის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი.
2016 წლის 20 ოქტომბერს სს „ელმავალმშენებელში“ (საქართველო, ქ.თბილისი) გაიმართა სს „ელმავალმშენებელის“ და „შკოდა ელექტრიკის“ ერთობლივი ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8E1A ელმავლის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გამართეს სს „ელმავალმშენებელის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა ნიკოლოზ მანჯავიძემ და „შკოდა ელექტრიკის“ ტექნიკური განვითარების დირექტორმა ლადისლავსობოტკამ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშპერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირიპრეცლიკ, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზაგაბუნია, სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსდანდრექორელი, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს სს „ელმავალმშენებელში“ ვიზიტისას ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დაათვალიერებს საზოგადოების საწარმოო ფართებს, ქარხნის მუზეუმს, სადაც გაეცნობა მის ისტორიას, გაიცნობს კომპანიის ხელმძღვანელებს.