„ჩემი სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩემი მეორე სამშობლო საქართველოა“ - აცხადებს „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 31 აგვისტო 2018 11:04

დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MÜSİAD), რომელიც 1990 წლიდან ფუნქციონირებს თურქეთში,  2018 წლის 22 აპრილს თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტიამუსტაფა ოზგურ იუჯელი, რომელიც  დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. „მუსიად თბილისის“ მთავარ მიზანს საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.

„მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“. დუტუ მეგრელის ამ ლექსით დაიწყო „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ საუბარი. „რაღა თქმა უნდა ჩვენი დედა-სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩვენი მეორე დედა-სამშობლო საქართველოა. ზუსტად ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როდესაც თურქეთში მივემგზავრებით, რამოდენიმე კვირის შემდეგ საქართველოში დაბრუნების სურვილი გვიჩნდება“-ამაყად აცხადებს მუსტაფა ოზგურ იუჯელი და ამბობს, რომ ზუსტად ასევე ემართება ყველა თურქს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

რაც შეეხება „მუსიად თბილისისს“ და მის საქმიანობას, მუსტაფა ოზგურ იუჯელის თქმით, „მუსიად თბილისის“ მთავარ მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. „ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზად არის ეს პროექტები წარუდგინოს „მუსიადის“ ასოციაციის წევრებს, რომლებიც 74 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მათ ინვესტირება განახორციელონ საქართველოში“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით,  „MÜSİAD“-ის საქართველოში შემოსვლის მიზეზიპირველ რიგში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, ძმობის, ურთიერთპარტნიორობის და ბიზნესში თანამშრომლობის ამაღლება და გაღრმავებაა. „ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანია და საქართველოს ყველა კუთხეში ინვესტიციების მოსაზიდად ვიმუშავებთ, ამავდროულად ბიზნესმენებთან ვაპირებთ ვიყოთ მჭიდრო კავშირში, რათა მოხდეს პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სამთავრობო დაწესებულებებთან, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოების ამუშავება. მსოფლიო მასშტაბით, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან ასოციაცია „MÜSİAD“-ის წევრები ხელს შევუწყობთ, რათა საქართველოში მოახდინონ ინვესტიციების ჩადება და ფულის დაბანდება“, - ხაზი გაუსვა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.

„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ იქ ხაზგასმით ითქვა, რომ „მუსიადი“ უნდა გახდეს ერთგვარი „კარები“ საქართველოსთვის მსოფლიოში გასასვლელად. „ჩვენ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, ამ იდეის განხორციელებისათვის“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბოლში დაგეგმილი „MÜSİAD“-ის დიდი საერთაშორისო გამოფენის თაობაზე, სადაც „მუსიად თბილისის“ სრული დაფინანსებით, რამოდენიმე ქართველი ბიზნესმენიც შეძლებს  მონაწილეობის მიღებას. „აღნიშნულ ღონისძიებაში 7500 კაცს ველოდებით მსოფლიოს 124  ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა სექტორი და ეს არის ბიზნესმენებისათვის უნიკალური შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ იგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს“, - დასძინა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.

რაც შეეხება საქართველოსთან ერთობლივი პროექტების შემუსავების საკითხს, „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტი ძალიან ოპტიმალურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება. „უახლოესი პროექტი, რომლის ორგანიზებასაც ვაპირებთ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში თბილისში, ბიზნეს-ფორუმის გამართვას გულისხმობს. ბიზნეს-ფორუმში არა მარტო ქართველი და თურქი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმატებული ბიზნესმენებიც იქნებიან“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ „მუსიად თბილისი“ არა მარტო ეკონომიკური კუთხით ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან, არამედ ეს თანამშრომლობა  კულტურის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებსაც მოიცავს. „ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვსურს დავეხმაროთ მათ ცხოვრების დონის ამაღლებასა და პირობების გაუმჯობესებაში. თურქეთი დიდი ქვეყანაა და მეტი შესაძლებლობები გააჩნია, რათა დაეხმაროს პატარა საქართველოს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს თანამეგობრობის რიგებში“, - ამბობს „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტი და საქართველოს დიდი მეგობარი მუსტაფა ოზგურ იუჯელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთი არის გლობალური მოთამაშე, რაზეც ზეგავლენას ახდენს მისი კარგი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით მსოფლიოსთვის სამაგალითო მეგობრული ურთიერთობა თურქეთს  მის მოძმე ქვეყანასთან - საქართველოსთან აქვს. დღეისათვის თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იგი პირველ ადგილზეა ყველაზე დიდ ინვესტიციების მქონე ქვეყნებს შორის.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 1806 ჯერ

Related items

  • 19 მაისი, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაული!

    19 მაისი, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, დღეს თურქეთში თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, დიდი ლიდერის „ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულს“ აღნიშნავენ. განმანთავისუფლებელი ომის გამარჯვებით დასრულების და რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ათათურქი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა.

    თანამედროვე ერად ჩამოყალიბების გზაზე ახალგაზრდების ჯანსაღად და სპორტულად აღსაზრდელად 19 მაისი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს მთელს ქვეყანასა და საზღვარგარეთულ წარმომადგენლობებში გამართულ ღონისძიებებზე პატივს მიაგებენ ათათურქის ხსოვნას და აღნიშნავენ 19 მაისის დღესასწაულს.

  • აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტარები ქ. შუშაში შეიკრიბებიან

    მომავალ კვირას, აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში, გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა.
    როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყება, სამი ქვეყნის პარლამენტარების შეხვედრა 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.
    რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს და განსახილველ საკითხებს, იგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

  • თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენ აპარატებს ერთობლივად აწარმოებენ

    თურქეთის მხრიდან წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი (İHA) Anka, რომელის ექსპორტი ყაზახეთშიც ხორციელდება, აწი ამ ქვეყანაში შექმნილ ობიექტზე ერთობლივად იწარმოება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, კომპანიამ ყაზახეთთან ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი (İHA) Anka-ს, წარმოება, ყაზახეთში შექმნილ ობიექტზე ერთობლივად მოხდება.

    ასე, რომ ყაზახეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ხსენებული უპილოტო საფრენი აპარატი, თურქეთის გარეთ იწარმოება.  

  • 14 მაისს საზეიმოდ გაიხსნება რიზე-ართვინის აეროპორტი

    თურქეთის მხრიდან ღია ზღავში აშენებული მეორე, რიზე-ართვინის აეროპორტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით 14 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ აზერბაიჯანული წყაროები იტყობინებიან.

    14 მაისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის თვითმფრინავები პირველ დაშვებას განახორციელებენ თურქეთის ფაზარის რაიონში მდებარე აეროპორტში, რომელიც ქ. რიზედან 34 კილომეტრშია, ქ. ხოფადან 54 კილომეტრში და ქ. ართვინიდან 125 კილომეტრში.

     

  • ადანას სახელმწიფო თეატრის სცენაზე შ.რუსთაველის სახელობის თეატრმა სპექტაკლი “თამაშის დასასრული” წარადგინა
    თურქეთში, ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ადანას სახელმწიფო თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი “თამაშის დასასრული”. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თურქეთში, საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    აღსანიშნავია, რომ ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 22 თეატრალურმა დასმა. ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 30 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დაიხურა.
    ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და დიდ მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური