საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 12:33

თბილისში, დედა ენის ბაღში საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა ქართული მედიისა დასაზოგადოების წინაშე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა. პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პუბლიცისტმა ზაურ ნაჭყებიამ ჟურნალისტებს გააცნო თეიმურაზ შაშიაშვილის წინასაარჩევნო სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი გახლდათ ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პირადად არ ესწრებოდა საინიციატივო ჯგუფის შეკრებას. ზაურ ნაჭყებიამ ისაუბრა წარდგენილი კანდიდატის მოტივაციებზე და სამოქმედო პროგრამის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანებასა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, თეიმურაზ შაშიაშვილი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პრინციპული პიროვნება და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას გააჩნია ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის.
საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: პროფესორმა კობა კობალაძემ, ცნობილმა მუსიკოსმა გელა ფარჩუკიძემ, პროფესორმა ნინო ჟვანიამ, ახალგაზრდული გუნდის ლიდერმა კრისტინე ჩაჩხიანმა, ჟურნალისტმა ლელა ებრალიძემ ისაუბრეს კანდიდატის უპირატესობებზე, თეიმურაზ შაშიაშვილის პიროვნებაზე, მის საპრეზიდენტო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაიმსხვრეს საარჩევნო ტექნოლოგიებად ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლის უანგარო მხარდაჭერის მიღებაზე. მათი აზრით, ასეთი ელექტორატის დეფიციტს ქართული საარჩევნო სივრცე არ განიცდის, მთავარია მათთან დროული, სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია.
პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი უახლოეს დღეებში უკვე თავად წარსდგება საზოგადოების წინაშე და ისაუბრებს ახალი სტანდარტის საარჩევნო სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებასაც თითოეულ მხარდამჭერთან ერთად აპირებს.

წაკითხულია 600 ჯერ

Related items

  • ხალხი ქუჩაში არ გამოვა

    ბოლოს ხომ ყველა სწორედ იმ იარაღის მსხვერპლი ხდება, რომელიც თავის დროს სხვათა წინააღმდეგ იშიშვლა. ოცნების მაჟორიტარები ამ ქუჩაში გასულ ოცნების წევრთა ლობირებულია. რეკომენდატორები თავად იყვნენ, ხელსაც ითბობდნენ ამგვარ ლობირებებზე და ა. შ. ყოფილი ოცნებელები დღეს ქუჩაში საკუთარი გავლენების დაკარგვას აპროტესტებენ. გავლენებს იმ ხალხზე, რომლებმაც მათ გადაამეტეს (превзашли) და ლობისტად უფრო გავლენიანი ფიგურა არჩიეს. ასე რომ ყველაფერი თავის რიგით მიდის. ხოლო თუ ვინმე საკუთარი მაჟორიტარის ქმედებით შეურაცხყოფილია, ქუჩა და კარავი არ უნდა ამ ამბავს, შეაგროვეთ ამომრჩევლების ხელმოწერები და გამოიწვიეთ პარლამენტიდან, ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ ცივილური მეთოდებით გზის გაგრძელება. ვერა?!. საქმეც ეგაა, ხალხის ლეგიტიმაცია არც იმათ არა აქთ, ვინც ახლა ხალხის სახელით ქუჩაში გაჰყვირის. ხალხს სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ყველა მხარის დამსახურებით შექმნილი.

    ოცნების დამფუძნებელი ლელა ებრალიძე

  • პერსონალის გაცვლის პროგრამა ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ეხმარება

    ქუთაისი, საქართველო, 2019 წლის 21 აგვისტო- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტიდან კოლეგას უმასპინძლა. იგი საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და მისი ვიზიტის მიზანი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის - ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.

    პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, ბატონი გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.

     „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

    ქუთაისის მერის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონი გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო“.

    თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, ბატონმა გიდო ტენ დოლემ აღნიშნა: „შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.

    აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას.“

    პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში თავიანთი ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.

    ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

    ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) განხორციელება 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის სტიმულირების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივას უკვე შეუერთდა 300 ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მეტი. მათი უმრავლესობა „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მათ შეიმუშავეს და დაიწყეს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ განხორციელება. მოქმედი წევრების დასახმარებლად, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ დანერგა „პერსონალის გაცვლის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების გამოცდილი თანამშრომლები ერთკვირიანი მისიით სტუმრობენ შერჩეულ მოქმედ წევრებს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო

    2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

    ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული. 

    ჟურნალისტიკის პროგრამა “პრაქტიკოსი ჟურნალისტის მომზადებაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკად მიგვაჩნია, რომ საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში... რაც ხელს უწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას რეალურ ჟურნალისტურ გარემოში პროფესიონალი ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვებით”, ვკითხულობთ დასკვნაში. 

    პროგრამა სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ელოდება. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროგრამამ 2018 წლის ივნისში გამოუშვა.

  • თემურ შაშიაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს

    პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა  კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა ხმა ქუთაისში 96-ე საარჩევნო უბანში მისცა. ხმის მიცემის შემდეგ, მან მოკლე კომენტარი გააკეთა. მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და თქვა,რომ დღევანდელმა დღემ ოპტიმისტურად იგი განაწყო.

    "მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია საარჩევნო შტაბები, არ გვყოლია კოორდინატორები და აგიტატორები, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა. 
    თბილისიდან, აჭარიდან, ქუთაისდან და იმერეთის რეგიონებიდან, დუშეთიდან, ქართლიდან, კახეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, სრულიად საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან, ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, რაიონებიდან ასევე უცხოეთიდან, მთელი დღის განმავლობაში არ წყდება მხარდამჭერების სატელეფონო ზარები, შეტყობინებები, ადამიანები მიკავშირდებიან და გულწრფელ მხარდაჭერას მიცხადებენ.
    დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრია ადამიანი, ვისაც ჩემსავით მიაჩნია, რომ სიყალბე უნდა დავამარცხოთ რათა ქვეყანას ჰქონდეს მომავალი! დიდი მადლობა ამ გულანთებულ ადამიანებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!", - აცხადებს თეიმურაზ შაშიაშვილი.

  • თეიმურაზ შაშიაშვილის პრეს სპიკერი თხოვს კონკურენტებს, არჩევნების დღეს მაინც შეიკავონ თავი უკანონო ქმედებებისგან

    პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის პრეს სპიკერის ლელა ებრალიძის განცხადებით, მას მომხრეებთან სატელეფონო კომუნიკაციაზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია რომ მასიურად, იმ უბნებზე, სადაც ოცნება ვერ ხედავს საკუთარი ამომრჩევლის აქტიურობას, თეიმურაზ შაშიაშვილის და სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების მომხრეებს თხოვენ დახმარებას. ცდილობენ , დააბნიონ ამომრჩეველი, რომ შაშიაშვილი მაინც ვერ გავა და ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. ებრალიძის განცხადებით, თეიმურაზ შაშიაშვილის მომხრეთა სეგმენტის ძირითადი ნაწილი ამ წუთამდე აქტიურად მიდის არჩევანის დასაფიქსირებლად და შაშიაშვილის თბილისის შტაბის მონაცემებით, 65 ნომერი ამ წუთამდე, მეორე ტურის პრეტენდენტია. თეიმურაზ შაშიაშვილის პრეს სპიკერი თხოვს კონკურენტებს და მათ შტაბებს, არჩევნების დღეს მაინც შეიკავონ თავი უკანონო ქმედებებისგან და მისცენ ამომრჩეველს ნებაყოფლობითი არჩევანის გაკეთების საშუალება. "ჩვენი მომხრეები მსგავსი დიალოგების შემსწრე რამდენიმე უბანზე გახდნენ და არა მხოლოდ გაასაჯაროებენ პრეცედენტებს, არამედ კანონის თანახმად გაასაჩივრებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში" - აცხადებს ებრალიძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური