საქართველოს ეროვნულ გვარდიას 17 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 11:03

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულის პირად შემადგენლობას ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ასევე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ. ღონისძიების დასასრულს ჯარისკაცები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ისეთივე კურსი გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. 

დღეიდან 9 თვის განმავლობაში ისინი საქართველოს ეროვნულ გვარდიაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

წაკითხულია 325 ჯერ

Related items

  • „ჯორჯიან თაიმსის“ XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება

    27 ნოემბერს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი ჯორჯიანთაიმსიდა გორბი“ ბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, შერატონგრანდთბილისიმეტეხიპალასშიგამართავენ. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.  რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ, ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური  ჟიური გამოავლენს.

    ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდება.  

    წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად  მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდება. რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებს. 

    წელს,  XX  საიუბილეო ბიზნეს რეიტინგისსპონსორები არიან:

    1. პეტროკას ენერჯი ჯგუფი - პლატინის სპონსორი - ივანე ნაკაიძე
    2. არემჯი - ოქროს სპონსორი - თორნიკე ლიპარტია
    3. ზარაფხანა - ალმასის სპონსორი - ნიკოლოზ ნაყოფია
    4. სოკარ ენერჯი ჯორჯიას ჰოლდინგი - გენერალური სპონსორი - მაირ მამედოვი
    5. სენა აუტო ჯგუფი - ვერცხლის სპონსორი - გია ალიხანაშვილი
    1. ჯორჯიან პროდაქტსი - სპონსორი   - დავით ბარდაველიძე      

     წლის ბიზნეს რეიტინგის რჩეული კომპანიებია

     ავერსი - პაატა კურტანიძე

    1. ასკანელი ძმები - ირაკლი უგლავა
    2. გეოპლანტი/გურიელი მიხეილ ჭკუასელი
    3. MMT  ჰოსპიტალი - ლევან ქარაზანაშვილი
    4. ენ სი სი - გეგი ქელბაქიანი
    5. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი - ბადრი წილოსანი
    6. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე
    7. კავკასიის ავტოიმპორტი - გიორგი სურგულაძე
    8. მენეჯმენტის სისტემები - ელგუჯა მელაძე
    9. ორბი ჯგუფი - ირაკლი კვერღელიძე
    10. PSP ჯგუფი  - გოჩა გოგილაშვილი
    11. სანო სტუდია - მერაბ სანოძე
    12. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  - ოლექსი ვილხოვოი
    13. ტოიოტა ცენტრი თბილისი - ირაკლი გურჩიანი
    14. თელიანი ველი ქინძმარაულის მარანი - ირაკლი ბოკუჩავა
    15. შუხმან ვაინს ჯორჯია  - ნუცა აბრამიშვილი
    16. ჯორჯიან მანგანეზი - მერაბ ლომინაძე
    17. ჯორჯიან ექსპრესი DHL - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - ეკატერინე არველაძე

     წლის რჩეული ინვესტორებია

    1. აი გრუპი -  კახაბერ გულედანი
    2. კარდანახის ღვინის ქარხანა N1 - ივანე გაგუა
    3. ეკატერინეს სასახლე ლისზე - თეონა ზაქრაძე 
    4. სევსამორა რეზორტი და სპა - გიორგი გაგუა
    5. გეოპროვიჟენ  -  ლევან ვაჩნაძე

     პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

    ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ოქროს ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

     

    წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგშიგამარჯვებულიკომპანიებიდაბიზნესმენები იყვნენ:

     

    1. TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე
    2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია
    3. ყაზბეგი - გოგი თოფაძე
    4. ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე
    5. GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე
    6. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი
    7. თბილავიამშენი - პანტიკო თორდია
    8. TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე
    9. გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი
    10. შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი
    11. ჯეოსელი -  ოსმან თურანი
    12. ჯეოსელი - ოსმან თურანი
    13. ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
    14. სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი
    15. საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური
    16. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე
    17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია - დავით ზუბიტაშვილი
    18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - ზურაბ გელენიძე
    19. კომპანია ავერსი - პაატა კურტანიძე

    საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, ბიზნესმრჩეველები, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

     

    კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

     

    მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

    ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეოთხედ დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები.  Investment Award  - კვლავ წლის საუკეთესო ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს გამოავლენს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

    გასული წლების Investment Award - ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

    1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
    2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი
    3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

     

    ბიზნეს  რეიტინგის მხარდამჭერებია:

     

    • ქალაქ თბილისის მერია
    • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
    • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
    • ფინანსთა სამინისტრო
    • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
    • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
    • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
    • საპარტნიორო ფონდი
    • ამერიკის სავაჭრო  პალატა

     

    ღონისძიების მედიამხარდამჭერია ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრი: 

     

    1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
    2. იმედი
    3. რუსთვი 2
    4. ფორმულა
    5. ტვ პირველი
    6. პალიტრა ნიუსი
    7. ობიექტივი
    8. სტარვიზია
    9. მუზიკბოქსი
    10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
    11. თბილისელები
    12. ჯორჯიან თაიმსი
    13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
    14. რეზონანასი
    15. პრაიმთაიმი
    16. ბანკები და ფინანსები
    17. სვობოდნაია გრუზია
    18. ვერსია
    19. ქართული აზრი
    20. საქართველოს რესპუბლიკა
    21. BM.ge
    22. Geotimes.ge
    23. Award.com.ge
    24. Kvira.ge
    25. Georgianpress.ge
    26. For.ge
    27. Liderinfo.ge
    28. Newsday.ge
    29. Reportiori.ge
    30. Faxinternews.ge
    31. Metronome.ge
    32. Timer.ge
    33. Fact2.ge
    34. Firstnews.ge

    დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

    ტრადიციისამებრ დაჯილდოვდება მედია. ასევე გამოვლინდება მედიის რჩეული ბიზნესმენი და ბიზნესმენების რჩეული მედია.

    ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

    ღონისძიებას ასევე მუდმივად ესწრება უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი, საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, ქართული კინოს, თეატრისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები.

     

    ვიდეო-რგოლის ნახვა შეგიძლიათ აქ: https://www.youtube.com/watch?v=HRJ364siI-Q&feature=youtu.be&fbclid=IwAR2aYn2UlGJaY-EC2BSa4LdKI3qy9EzY0CTP7bVTAS7aFyWePBWWOu2JOJ4 

     

  • ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
     
    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
     
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

    საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

    28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

    ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

  • სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

    დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

  • სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი DIBS-ში

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი  დაიწყო.

    ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო პოლიციის 21-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გლენ შმიკი და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) პირველი რანგის სამხედრო პოლიციის მეთაური, პოლკოვნიკი დენიელ ნორტი უძღვებიან.

    ტრენინგის მიზანია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში სამხედრო პოლიციის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მონაწილეები ნატოს სამხედრო პოლიციის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ, ნატოს სამხედრო პოლიციის სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის საკითხებს გაეცნობიან და ნატოს დოქტრინებსა და პროცედურებს შეისწავლიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიღებულ ცოდნას პირად შემადგენლობას გააცნობენ.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური