„აპაჩების“ საბრძოლო სროლები „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 14 აგვისტო 2018 16:56
მრავალეროვნულ წვრთნაში „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული შემტევი ავიაცია საბრძოლო სროლებში წელს პირველად ჩაერთო. ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლები“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები. პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი ყველა სახის შეიარაღებიდან გაიხსნა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.
წაკითხულია 309 ჯერ

Related items

  • PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

    PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ ესენსს (Essence) შესთავაზებს. ესენსი ცნობილი გერმანული ჯგუფი „კოსნოვას“ წევრია, რომელიც გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში გაყიდვებით (რაოდენობრივად) ნომერი პირველი კოსმეტიკური ბრენდია. ესენსი დეკორატიული კოსმეტიკის თითქმის სრული სპექტრით არის წარმოდგენილი ბაზარზე: ტონალური კრემი, ფრჩხილის ლაქი, ტუში, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილი, ჰაილაითერი, კორექტორი, წარბის მოვლა და ა.შ.

    ესსენსი მსოფლიოს 40 000-ზე მეტ ობიექტში იყიდება. მისი წარმატების საიდუმლო, ხელმისაწვდომი ფასისა და გერმანული ხარისხის კომბინაციაა. ესენსის დეკორატიული კოსმეტიკა ყველაზე დიდი მოთხოვნა ცენტრალურ ევროპაშია.

    „PSP მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ ინტერესს. როცა დეკორატიული კოსმეტიკის მიმართულების განვითარება გადავწყვიტეთ არჩევანი Essence-ზე შევაჩერეთ. კომპანიას საქართველოში პარტნიორის შერჩევის რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა ჰქონდა და მოხარული ვართ, რომ არჩევანი PSP-ზე, როგორც ლიდერ კომპანიაზე, გაკეთდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს ევროპის ნომერ პირველ კოსმეტიკის ბრენდს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზებთ,“ - აცხადებენ PSP-ში.  

    ესენსის ვეგანურია ბრენდია და ის  უარს ამბობს ცხოველებზე ტესტირებაზე.

    ესენსს სხვადასხვა ქვეყანაში „წლის პროდუქტის“ ჯილდო აქვს მიღებული. 2017 წელს ესენსი იტალიის ნომერი პირველი კოსმეტიკური ბრენდი გახდა.

  • კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა

    კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ

    „ატლანტიკ ექსპრესი“ მიხვდა, რომ საზღვაო ხაზებს ვალს ვერ უხდიდა, ამიტომ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი დაახლოებით 500 ავტომობილი ქართულ პორტებში გააჩერა და კლიენტებს აღარ გაატანა. ავტომობილთა კლიენტები კი ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ფიზიკური პირები და დილერები იყვნენ, რომლებსაც თანხა კომპანიისთვის ბოლო კაპიკამდე ჰქონდათ გადახდილი. ,,ატლანტიკ ექსპრესი“ მალე იმასაც მიხვდა, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით, აღნიშნულ თანხებს ვერ შეაგროვებდა ამიტომაც, გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ,,ატლანტიკ ექსპრესმა“, კანონის გვერდის ავლით და კლიენტთა დაზარალებით, ,,ფორვარდერთან საიდუმლო გარიგება დადო, რომლის მიზანი შეჭმული თანხების კლიენტებისგან ამოღება და ამ გზით დანაკლისის დაფარვა იყო. ამასობაში ,,ფორვარდერმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ და ოფისი დაკეტა, მალე, ქართულ-ამერიკული კომპანიების მაქინაციური გეგმა ამოქმედდა, რომლის შედეგებიც, საკუთარ ტყავზე, მწარედ იგემეს ,,ფორვარდერის“ და „ატლანტიკის“ კლიენტებმა.

    როგორც აღმოჩნდა, პორტში მისულ კეთილსინდისიერ მყიდველებს ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დამატებით დიდ თანხებს სთხოვდა (500 – 3000 დოლარიდან ზემოთ, მანქანის მათ მიერვე განსაზღვრული ღირებულებიდან გამომდინარე). იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მფლობელი ,,შეწერილ“ თანხას არ ან ვერ იხდიდა, რუსულ-ამერიკული კომპანია Atlantic Express-ი ასეთ ავტომობილებს ხელმეორედ ყიდდა, თაღლითურად ამოღებული თანხებით კი კომპანიის დაგროვილ ვალებს იხდიდა.

    იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც მთლიანი თანხის დაკარგვის შიშით, სოლიდური თანხები გადაიხადეს, საკამოდ დიდია. თუ მანქანის შესაძენი ღირებულება 8 000 -10 000 დოლარს აჭარბებდა, შემძენი, იძულების წესით, კიდევ დაახლოებით 2 000 დოლარს იხდიდა, რომ ამერიკიდან გამოგზავნილი, ქართულ პორტში ,,დაპატიმრებული“ მანქანა, ბოლოს და ბოლოს, სახლში წაეყვანა. ,,ფორვარდერის“ კლიენტთა დიდ უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ ქართული და ამერიკული რუსული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ კეთილსინდისიერ შემძენთა ხარჯზე, რომლებსაც ავტომობილები იპოთეკური თუ სალომბარდე კრედიტებით აქვთ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა კომპანიების კრიმინალური გარიგების შედეგად უკვე 30-50 000 დოლარზე მეტი დაკარგა.

    “ჯორჯიან თაიმსი“ ზოგიერთ დაზარალებულ კლიენტს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი, ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ ,,ფორვარდერს“ ავტომობილი ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეუკვეთა და კარგა ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა.

    - ავტომობილთა ტრანსპორტირებისათვის დამატებით თანხას ამერიკული კომპანია გვთხოვს. მეუბნებიან, რომ ქართულ კომპანიას ტრანპორტირების თანხები ,,შეუჭამია.“ მეგონა, ფული ჩავრიცხე, ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ ჩემი ავტომობილი ჯერ კიდევ „ატლანტიკის“ ამერიკის საწყობში დგას. ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ფორვარდერს“ 250 000 დოლარი აქვს მათი ვალი და სანამ არ გადაიხდის, მანქანას ვერ გამოგიგზავნითო. არიან კლიენტები, რომელთა მანანები საერთოდ დაკარგულია. გავიგეთ, რომ ,,ფორვარდერის“ კრიმინალურ საქმიანობას ფინანსურ პოლიცია იძიებს, თუმცა სიტუაცია ძალიან გაუგებარია. ,,ფორვარდერი“ ამბობს, ამერიკელების ვალი არ გვაქვსო, ,,ატლანტიკ ექსპრესი“ კი - პირიქით. მე 3 000 დოლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20-50 000 დოლარი აქვს გადარიცხული. ზოგს ამ ბიზნესში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები, მათი ფინანსური მაქინაციების გამო, გამო, ხვალ ქუჩში აღმოჩნდებიან! - აცხადებს ლადო გურგენიძე.

    „ჯორჯიან თაიმსი“ სხვა დაზარალებულებსაც დაუკავშირდა, რომელმაც, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს:

    -კომპანიაში მივდივარ და დაკეტილია, ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ყველა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. შუამდგომლები, რომელთა მეშვეობითც შევისყიდეთ მანქანები, ფინანსურ კრახამდე ორი თვით ადრე წავიდნენ კომპანიიდან. პასუხის გამცემი არავინაა, დირექტორი კი გვემალება!..

    -ორი მანქანა შევიძინე, ერთი დაახლოებით სამი თვის და მეორე - სამთვენახევრის წინ. ორივე დაახლოებით 5 000 დოლარამდე დაჯდა. როცა ვუკავშირდებოდი მპასუხობდნენ, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდათ და მალე ჩაიტვირთებოდა მანქანები. ბოლოს გავიგე, რომ კომპანიას მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თუ არ ვცდები, მათ დავალიანება ჰქონდათ ამერიკაში და მანქანები იმიტომ დაიტოვეს, რომ ამით თანხა გადაახდევინონ. ერთი ავტომობილი საქართველოშია შემოსული და ვერ გამომყავს მაგის გამო, რომ თანხაა ზედმეტად გადასახდელი, სადღაც 400-500 დოლარამდე,

    კომპანიის დირექტორს ველოდები, ვესაუბრე და მითხრა, რომ სარჩელი ,,ატლანტიკ ექსპრესზე“ პროკურატურაში შეიტანა. არ შეუძლიათ მანქანები გააჩერონ ამერიკაშიო, მე სხვა ვალი მაქვს მაგათიო... ვერაფერი გავიგე, თუმცა მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან ეს მანქანები კლიენტებისთვის შევიძინე. ისინი კი ან თანხას მთხოვენ, ან - მანქანებს.“- აცხადებს ჩვენთან საუბარში დაზარალებული.

    -კარგა ხანია დაზარალებულები დამნაშავეს ვეძებთ. ოფიციალურ პასუხს არც პროკურატურა გვაძლევს და არც კომპანიები. ყველა ისე ვაგროვებთ ინფორმაციას, როგორც შეგვიძლია. ამ ძიება-ძიებაში ერთ დასკვნამდე მივედით: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ გარიგებულები არიან კლიენტების ხარჯზე და ჩვენგან წაგლეჯილ ფულს შუაზე იყოფენ. სხვა დასკვნის გამოტანა ძნელია. თუ ეს ორი კომპანია ერთმანეთში ვერ შეთანხმდა და ბიზნესში პრობლემები გაუჩნდათ, რა შუაშია კლიენტები, რომლებსაც ავტომანქანის შესაძენი ფული კეთილსინდისიერად ჰქონდათ გადახდილი? - კითხულიბს ,,ჯორჯიან თაიმსთნ“ საუბრისას კიდევ ერთი დაზარალებული.

    - ამდენი კლიენტის დაზარალება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: ეს არის ,,ფორვარდერის“ და ,,ატლანტიკ ექსპრესის“ ძალზე კარგად გააზრებული და დახვეწილი სქემა, რომლის მიხედვითაც ზარალდება მხოლოდ უდანაშაულო კლიენტი, მოგებას კი, სრულიად უკანონო გზით იღებენ კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ამ მექანიზმის მომფიქრებელი კომპანიის ხელმძღვანელები ისხდნენ ციხეში უკანონოდ გამდიდრების მუხლით, ისინი დღემდე გადასარევად გრძნობენ თავს და აგრძელებენ კლიენტთა გაკოტრებას. როგორც ქართული ,,ფორვარდერის“, ისე ამერიკული ,,ამერიკან ექსპრესის“ (იგივე „ატლანტიკ ექსპრესი“) საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ სამართლდამცავი ორგანოები საქართველოშიც და ამერიკაშიც. ამას მოვითხოვთ ორივე კომპანიისგან დაზარალებული უამრავი კლიენტი.

    „ჯორჯიან თაიმის“ შეეცადა კომპანია "ფორვარდერს“ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით კომპანია “ატლანტიკ ექსპრესს“. დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვიძიეთ კომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი, თუმცა, არ გვიპასუხა. ბოლოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ვთხოვეთ ,,ჯორჯიან თიმსისთვის“ განემარტა, როგორ აპირებდნენ კომპანიები შემნილი პრობლემების გადაჭრას:

    -ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც ჭორებს ავყვები. ნებისმიერი კითხვით მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, კონკრეტულად კი - ფინანსურ პოლიციას.

    დღეისათვის კომპანია ,,ფორვარდერის“ ოფისი დაკეტილია. სასოწარკვეთილ ბიზნესმენებსა და კლიენტებს ვერც კომპანიაში და ვერ ფინანსურ პოლიციაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ სცემთ, როდის დაუბრუნდებათ, ან დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე ნაყიდი მანქანები ან გადახდილი ფული.

    ავტორი : geotimes.ge

  • „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დასკვნითი საჩვენებელი სწავლება

    „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. სწავლების ამოცანა ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება იყო, რათა ბრძოლაში ჩართვის არეალში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიისთვის კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

    საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი დაესწრნენ. მე-11 პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითდი ჯგუფის ექსპერტები.

    წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩი“. საჩვენებელი საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.

  • „ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო

    „ძალა პარტნიორობაშია“  - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები - აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი  ჯონ გრონსკი.

    სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი.

    „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება - ბუნკერის გაწმენდაა. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.   

    გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე  სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც დაესწრებიან.   

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

    „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

  • ამერიკამ არასწორი პარტნიორი შეარჩია

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს სტატია, რომელიც 2018 წლის 28 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“.

    შეერთებულ შტატებს შუა აღმოსავლეთში გააჩნია საკუთარი ინტერესები, მაგრამ თურქეთს აქვს დაახლოვებით 800 მილის საერთო საზღვარი სირიასთან და ერაყთან. ამ გეოგრაფიულ არეალში და მის მიღმა, თურქეთი და შეერთებულუ შტატები ერთ მიზანს ემსახურებიან: დაამარცხონ ტერორისტული ორგანიზაციები, რომელბიც ემუქრებიან ჩვენს ხალხებს. DAESH-ი (ან ე. წ. ისლამური სახელმწიფო) იყო ჩვენი საერთო მტერი, და ამ დაჯგუფებაზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა თურქეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე.

    მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა სამხედრო დამარცხება განიცადა ერაყსა და სირიაში, თურქეთი კვლავ აგრძელებს თვისი წვლილის შეტანას. თურქეთის სამხედრო მოქმედებები იყო გადამწყვეტი სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯარაბულუს DAESH-იგან განთავისუფლების საკითხში, 2016 წელს. თურქეთმა დააკავა 10.000-ზე მეტი DAESH-ის ეწვრი და ალ ქაიდასთან აფილირებული პირი, დეპორტაცია გაუკეთა 5.800 ტერორისტს და უარი უთხრა 4.000 საეჭვო მოგზაურს ქვეყანაში შეშვებაზე.       

    DAESH-მა დაკარგა სირიაში და ერაყში ტერიტორებზე კონტროლი, მაგრამ მას კვლავ შესწევს ძალა რომ ჩაიდინოს საშინელებები. თურქეთის ხელისუფლებამ ახლახანს ჩაატარა ოპერაცია DAESH-ის ქსელის წინააღმდეგ, რითიც აღკვეთ მისი რეორგანიზაციის მცდელობები.

    ამერიკულმა უწყებებმა გვითხრეს, რომ შეერთებული შტატებს სურს ჰყავდეს საკუთარი სამხედრო ძალა სირიის ტერიტორიაზე, რათა აღკვეთოს DAESH-ის  გადმონაშთების გადაჯგუფება. ამასთანავე, DAESH-ის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ და არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევებრძოლებით სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჩვენს რეგიონში, რომლებიც ემუქრებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

    ამ ომში, შეერთებული შტატების მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა პარტნოიორმა  ჩვენს შორის შექმნა ჩიხი. ესაა ჯგუფი, რომელიც ამერიკის მთავრობამ თვითონ აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. ე. წ. „სახალხო დაცვის შენაერთები“ ანუ, Y.P.G. არის უბრალოდ სხვა სახელით მოქმედი, კანონგარეშედ გამოცხადებული, ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთ მუშათა პარტია“.

    ჯგუფებმა დაირქვეს სხვადასხვა სახელები და განავითარეს ჩახლართული სტრუქტურები,  მაგრამ ეს ვერ ნიღბავს სინამდვილეს. ისინი იმართებიან ერთიდაიმავე კადრებით, იწვრთნებიან ერთიდაიგივე ბანაკებში, იყენებენ საერთო საორგანიზაციო და სამხედრო სტრუქრტურებს, პროპაგანდის საშუალებებსა და ფინანსურ რესურსებს. „ქურთ მუშათა პარტია“ ე.ი. P.K.K. ხელმძღვანელობს   Y.P.G.-ს და  P.K.K-ს თვითმკვლელი მებრძოლები იწვრთნებიან Y.P.G.-ის ბანაკებში სირიაში.

    ჩვენ შეშფორებულები ვართ იმის გამო, რომ Y.P.G. / P.K.K. ტერორისტები ჩვენი საზღვრის გასწვრივ ერაყსა და სირიაში იწვრთნებიან და იარაღდებიან შეერთებული შტატების მიერ. ჩვენ უსაფრთხოების ძალებს ხელში უვარდებათ P.K.K.-ს ტერორისტების შეიარაღება, რომელიც თანდათან იზრდება, როგორც რაოდენობრივად ასევე, თვისობრივად და ხდება მისი მოდერნიზება.  

    ის ფაქტი, რომ ნატოს მოკავშირე აიარაღებს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც თავს ესხმის ასევე, ნატოს სხვა მოკავშირეს, არის ნატო-ს მიერ გაცხადებული ყველა ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. ესაა, პოლიტიკური ანომალია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.

    ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები გააცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკა საზიანოა ნატო-ს საიმედოობის თვალსაზრისით, იგი შეცვლის მას და კვლავ პრიორიტეტს მიანიჭებს თავის მეკავშირეებისა და  გრძელვადიან ინეტერსებს.  ამერიკელების ნდობა „სახალხო დაცვის შენაერთებისადმი“ წარმოადგენს საკუთარი თავისადმი მიყენებულ სავალალო შეცდომას, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს აღიარებული პარტნიორი თურქეთში.

    მაგრამ, თურქეთს, არ შეუძლია დაელოდოს კურსის საბოლოო და გარდაუვალ  ცვლილებას. ფუჭი საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა გასაგებია თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების პრობლემებით, დღის წესრიგიდან ვერ ხსნის არსებულ საფრთხეებსა და მუქარას. 

    ბოლო კვირების განმავლობაში, თურქეთის მთავრობამ  დოკუმენტურად დაასაბუთა ის საფრთხეები, რომლებსაც იწვევენ Y.P.G-ისა და DAESH-ის ბანაკები სირიაში. სირიის აფრინის რეგიონში ტერორისტები ემუქრებიან როგორც რეგიონის მოსახლეობის, ასევე საზღვრისპირა მცხოვრები თურქების სიცოცხლესა და ქონებას.

    ჩვენ უნდა გვემოქმედა, და ამგვარად თურქეთმა აფრინში დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია „ზეთის ხილის რტო“.

    ოპერაციას აქვს ნათელი  მიზანი: ჩვენს საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აფრინში ტერორისტების ნეიტრალიზება; ოპერაცია ტარდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების შესაბამისად; მის სამიზნეს წარმოადგენენ ტერორისტები, მათი თავშესაფრები, მათი შეიარაღება და  შესაბამისი ინფრასტრუქტურა.  თურქეთის არმია მოქმედებს სიფრთხილის უმაღლესი ზომების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო პირების დაზარალება.

    ჩვენ უკვე არსებითად გავაძლიერეთ ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევა, შევქმენით რა ბანაკები აფრინიდან გამოქცეული მშვიდობიანი მოასახლეობისათვის. ჩვენ უკვე მივიღეთ სამ მილიონ სირიელზე მეტი, ხოლო თურქეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციები ეხმარებიან ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.        

    თურქეთი გააგრძელებს ოპერაციას მანამ, სანამ ტერორისტები საბოლოოდ არ განადგურდებიან. თურქეთი ვერ შეურიგდება სეპარატისტული ანკლავების შექმნას ანდა ტერორისტების  თავშესაფრებს, რომლებიც ემუქრებიან მის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგებიან სირიელის ხალხის ნებას.

    თურქთმა უკვე მიიღო მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელებიც მიმართულია სირიაში პრობლემის გადასაჭრელად. სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება წარმოადგენს საკვანძო პოზიციას მშვიდობისთვის ძალისხმევის საკითხებში. ტერორისტებისგან გაწმენდა ნიშნავს მშვიდობისათვის სივრცის გახსნას.

    ჩვენ ისეთი მომავლისათვის ვიბრძვით, სადაც ადგილი არ ექნება: ტერორისტულ ორგანიზაციებს, მეზობლების აფეთქებებს, ომებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს ჩვენს რეგიონში. თურქეთი შეერთებული შტატებისაგან იმსახურებს პატივისცემასა და მხარდაჭერას მისთვის ამ ბრძოლაში. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური