საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება გადადგომის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 11:59

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.

ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს:

1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა  და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის - ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.

3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე.

4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების - დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას  და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან.

5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება.

აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით.

ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

წაკითხულია 112 ჯერ

Related items

  • უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმეს 2 მარტს განიხილავს
    "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში 2 მარტს ჩანიშნა. სხდომა რუსთავი 2-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩანიშნა.
  • უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ის" საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა

    უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა. კომპანიის ადვოკატის ინფორმაციით, საქმე, სამის ნაცვლად, 9 მოსამართლემ უნდა განიხილოს და, ასევე, გამორიცხული არაა, განხილვა კვლავ ზეპირი მოსმენით მოხდეს.  ”რუსთავი 2”-ის ადვოკატის განცხადებით, მათი მოთხოვნა ამით არ იცვლება და მათი სურვილია საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდეს. როგორც დიტო საძაგლიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ამ შემთხვევაშიც იმ 6-თვიან ვადაში უნდა ჩაჯდეს, რაც საკასაციო საჩივრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ის ვარაუდობს, რომ მოსამართლეებს საქმის გასაცნობად გარკვეული დრო დასჭირდებათ.

  • უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვას იწყებს

    დღეს უზენაესი სასამართლო  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

     

  • „მომწონს შემართება, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ სასამართლო ხელისუფლების დემურუსიზაცია“ - ანა დოლიძე (ვიდეო)

    “პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნობა ძალიან საპასუხისმგებლო მოვალეობაა. ამ პოზიციის ფუნქციაა, იყოს მოკავშირე პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის, ამ ორი სახელმწიფო ინსტიტუტის ურთიერთობის პროცესში. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო ფართო მნიშვნელობა მიენიჭება ამ პოზიციას ჩემი მანდ ყოფნის დროს. ჩემი საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება მოვიტანო ამ კონკრეტულ პოსტზე ის, რომ გადავაქციო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეპიცენტრად კანონის უზენაესობაზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, მომავალში ეს სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც დისკუსია, მოძრაობა, ადვოკატირება წარიმართება იმაზე, თუ რა არის კანონის უზენაესობა და როგორ უნდა დამყარდეს ის ქვეყანაში...მე მომწონს ეს შემართება, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ სასამართლო ხელისუფლების „დემურუსიზაცია“. აქ არ იგულისხმება მარტო ბატონი მურუსიძის გავლენისგან გათავისუფლება, აქ იგულისხმება ამ სისტემის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება, რომელიც ჩვენ შეგვრჩა ხელთ. აქ იგულისხმება ძალიან აქტიური რეფორმები, რომლებიც გასახორციელებელია სასამართლო სისტემაში და ახალი ხალხის მისვლის ხელშეწყობა“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ანა დოლიძე პასუხობს.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს დღესაც არ უყრის

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს დღესაც არ უყრის.ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი კიდევ ერთხელ გადაიდო და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი იურისტის კანდიდატურაზე დეპუტატები სავარაუდოდ პარასკევს იმსჯელებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური