საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 14:57

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა.  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
    „ათი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლებში. ეს იყო ოთხმოცდაათიანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ათი წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოებს ჩვენ ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც და ასე მოხდება მომავალშიც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
    ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი  იმყოფებოდნენ.

  • საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

    გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.

    შეხვედრა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში შემავალი "ქართული ოცნების" სამი ფრაქციის (ფრაქცია - "ქართული ოცნება", ფრაქცია - "ქართული ოცნება - აჭარა", ფრაქცია - „ქართული ოცნება - მაჟორიტარები“) წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ფრაქცია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და საბჭოში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

    "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

    პრეზიდენტთან ერთად შეხვედრებს უმაღლეს საბჭოში ესწრებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.

  • საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

    საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

    პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

    საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

    საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

  • გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს

    საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს
    სასტუმრო "ხუალინგ თბილისში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაფართოებაზე ისაუბრეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

  • გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს. 

    "ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა, რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენი სახით ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს საერთაშორისო ასპარეზზე.

    ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

    ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

    ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა”, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური