თავდაცვის მინისტრმა ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 23 ივლისი 2018 14:29
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს - თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნორიოში მომხდარ ინციდენტზე.
 
თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებას სამხედრო პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით -სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა: „რაც შეეხება ფაქტებს, სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის მიღმა ხდება, აქ ყველაზე კომპეტენტური, ბუნებრივია, სამოქალაქო პოლიციაა პროკურატურის ჩართულობით“.
 
ლევან იზორიას თქმით, სამხედრო პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და ჰქონდა მყისიერი რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. სამხედრო პოლიციამ დაადგინა ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო პოლიციას სამედიცინო პერსონალისგან შეტყობინება უკვე ჰქონდა მიღებული. ეს შეტყობინება კი, ეფუძნებოდა სამხედრო მოსამსახურეების პირველად ინფორმაციას, რომ სერგო ჯიმშერაშვილი შეუძლოდ გახდა და დაზიანებები დაცემის დროს მიიღო.
 
აღნიშნული პირველადი ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები მალავდნენ დანაშაულს. სწორედ ამ საფუძვლით, ოთხი პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო ერთი პიროვნება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით არის ბრალდებული. ეს უკვე იმ გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომელიც სამოქალაქო პოლიციამ განახორციელა. ასე რომ, ის ბრალდება, თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა - არასწორია. ამას კანონი უკრძალავს და ის ქმედებებში შეზღუდულია“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
 
„სამხედრო პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო მოსამსახურე სუფრასთან შეუძლოდ გახდა, წაიქცა და დაზიანებები მიიღო. სწორედ იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისგან დანაშაული იმალებოდა, ისინი ახლა პასუხისმგებაში არიან მიცემული. აქედან გამომდინარე, ცალსახად ვამბობ, რომ პირველადი ინფორმაციით, სწორედ ასეთი შეტყობინება შევიდა სამოქალაქო პოლიციაში. შემდგომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მართალია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თუმცა, იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც ექსპერტიზისგან მიიღო, ის გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დღეს, სწორედ ერთ-ერთი პირი მიცემულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პასუხისმგებაში.
 
ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არა მხოლოდ მინისტრს, არამედ მთლიანად შეიარაღებულ ძალებს ეხება - რომ უდისციპლინობას აქვს ადგილი, მეთაურებისგან უპასუხისმგებლო ქმედებებს აქვს ადგილი. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი ძალიან დაკვირვებული ანალიზის საგანი უნდა იყოს, მით უფრო, როდესაც შეიარაღებულ ძალებს ვეხებით,“ - აცხადებს ლევან იზორია.
წაკითხულია 276 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.

    ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
    ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნების დეტალები გააცნეს.

    გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

  • „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი და ეროვნული დონის პრიორიტეტია.

    საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიბერინციდენტებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობენ.
    „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები მიმოიხილეს.

    ამერიკულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და პრაქტიკული დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა
    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს უმასპინძლა.
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

    თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
    შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

    თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
    შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური