საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 13:19

2018 წლის 6 ივლისს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა "ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და ახალი ნაკადის მონაწილეებს შორის. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის.
2018-2019 წლის სასწავლო კურსის მონაწილეები სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმოამდგენლები არიან.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საააგენტოს მხარდაჭერით.

წაკითხულია 125 ჯერ

Related items

  • შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა.

    არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თამარ ჟვანიამ დელეგაციებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს.

    დელეგაციების წარმომადგენლები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.

    * * *

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, იორდანიის , უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მალდივის, მექსიკის, მოლდოვას, პოლონეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კორეის, რუმინეთის, სლოვენიის, თურქეთისა და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და „დელიან პროექტის“ (The Delian Project) წარმომადგენლები.

  • მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის (ვატიკანი) საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    შეხვედრისას აღინიშნა, რომ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის, საუკუნოვანი პოლიტიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებზე.

    ითქვა, რომ საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და ისტორიის მქონე ქრისტიანულ ქვეყანას, რომელიც განვითარების მიმართულებით არაერთ წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

    თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მუდმივი  თანადგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შეხვედრისას, ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ განუხრელად დგას რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების გზაზე.

    აგრეთვე, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობას.

    წარმატებულად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თანამოქალაქეებისათვის გაზიარებას ითვალისწინებს.

    ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • ილიას ჩილოღლუმ სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის /იბსუ/ რექტორმა - ილიას ჩილოღლუმ, დღეს, სტუდენტებთან, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ იბსუ-ს გარშემო მიმდინარე უახლესი პროცესები გააცნო.

    შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკელი სტუმრები, რომელთაც თავის მხრივ სტუდენტებთან მათი აქტიურობის მნიშვნელობასა და განათლების უფლების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

    შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები უწყვეტად მიმდინარეობდა. იმ შემთხვევაში თუკი ავტორიზაციის საბჭო არ გააუქმებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

  • დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  2018 წლის 17-21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯორჯ კენტთან.

    შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული საკითხები, განსაკუთრებით თავდაცვის,  უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების  სამშვიდობო პოლიტიკა, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და სათავრობო პროგრამის პრიროტეტები.

    პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის  უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან.

    პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში (MCC), აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), მსოფლიო ბანკსა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF).

  • პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

    განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

    ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართულმა მხარემ გერმანიას მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც ქართველი სტუდენტების ცოდნისა და მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება.

    შეხვედრას გერმანიის მხრიდან სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი ესწრებოდნენ.

    საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის...

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამო...

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური