ნოდარ თათვიძე პრემიერს შეხვედრას სთხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 18:14

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა ნოდარ თათვიძემ დაიწყო პროექტი სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრს შეხვედრის სურვილით მიმართა.

''როგორც მოგეხსენებათ დავიწყე თანამოაზრეებთან ერთად სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს იმ სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატუსის აღდგენას რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ უსახსრობის გამო სწავლა ვერ განაგრძეს.

მივმართავ თხოვნით ბატონ მამუკა ბახტაძეს, გამოიჩინოს, ინიციატივა და დაგვეხმაროს ფონდის ჩამოყალიბებაში. როგორც მოგეხსენებათ ფონდის იურიდიულ დაკანონებას რამდენიმე თვე სჭირდება, დრო კი არ ითმენს მაშინ როდესაც დაახლოებით 15 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია საქართველოში თანხის გადაუხდელობის გამო. ეს ციფრი ნამდვილად საგანგაშოა და გამონაკლისის სახით აუცილებლებლობას წარმოადგენს ფონდის სწრაფად ჩამოყალიბება.

ბატონ მამუკას მივმართავთ რომ შეგვხვდეს, რადგან ერთად განვიხილოთ პროექტთან დაკავშირებული დეტალები და ჩვენთან ერთად დაიწყოს ახალმა პრემიერმა ახალგაზრდებისთვის კეთილი საქმის კეთება.

ვფიქრობთ რომ კომპანიების, საჯარო დაწესებულებებისა და თითოეული ადმიანის გაერთიანებით ფონდი წარმატებული იქნება და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ერთად აღვუდგენთ სტუდენტის სტატუსს. ველით პრემიერის პასუხს.'' - აცხადებს ნოდარ თათვიძე.

 

წაკითხულია 1861 ჯერ

Related items

  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

    2018 წლის 6 ივლისს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა "ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და ახალი ნაკადის მონაწილეებს შორის. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი.
    აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის.
    2018-2019 წლის სასწავლო კურსის მონაწილეები სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმოამდგენლები არიან.
    პროგრამა ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საააგენტოს მხარდაჭერით.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

    აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

  • საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს შეხვდა

    საქართველოს ვიცე-პრემირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურთან, გენერალ დენის მერსიესთან, რომელიც საქართველოში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP) 2018 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ნატო-ში გაწევრიანების მზადების კონტექსტში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე. აღინიშნა SNGP-ის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი და SNGP-ის წარმატებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური წვლილი.

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ნატო-საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

    გენერალმა მერსიემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა

    ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
    მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
    შეხვედრისას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და გამოითქვა მზადყოფნა, არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენაზე.
    გადაწყდა, რომ განახლდება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
    აგრეთვე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.
    გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა დელეგაციების წევრებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამ...

პოპულარული

« ივლისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური