თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2015 17:09

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ევროპის პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელშიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ავღანეთში მისიაა. მაგრამ ამას გარდა, დაგეგმილია 15-მდე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან. ეს ჩემი პირველი მინისტერიალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად ყველა ნატოს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან მექნება შეხვედრა, ვისაც ჯერ არ შევხვედრივარ. ბუნებრივია, გვექნება როგორც ორმხრივ ფორმატში საუბარი, ასევე, თავად ნატოში საქართველოს მოძრაობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ბრიუსელში გამგზავრებამდე.

 
წაკითხულია 434 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური