ახალგაზრდაევროპელელჩებთანერთად
15 ქართველმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა, 10 ივნისს, ჭიათურაში, დაგეგმა ყვავილების დარგვის ღონისძიება „ჩვენი მომავალი მწვანეა“. ისინი მე-5 საჯარო სკოლის ბაღში მოსწავლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირის“ პროექტის „მოსწავლეთა თვითმმართველობის“ წევრებთან ერთად დარგავენ ყვავილებს. მოცემული აქტივობა მიზნად ისახავს არსებული ეკოლოგიური პრობლემებისა და გარემოს დაცვის მსოფლიო დღის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ჩაატარებენ პრეზენტაციას ევროკავშირის ახალგაზრდულ ინიციატივებსა და შესაძლებლობებს ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში.
Mariam Bitsadze
რატომ ჭიათურა? ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იგი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქია საქართველოში, სადაც ჰაერის, წყლისა და საერთოდ ბუნების დაბინძურების დონე საგანგაშოდ მაღალია. როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, მიმაჩნია, რომ თითოეული ქმედება შეიძლება სამაგალითო აღმოჩნდეს სხვა ადამიანებსათვის და სწორედ ესაა ჩემი მიზანიც. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა და ჩვენება თუ რა ძალა აქვს ერთიანობას.
Mariam Avakova
დედამიწა ის განძია, რომლით დაჯილდოვდა კაცობრიობა. ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და ვიგრძნოთ ბუნებისა და ჯანსაღი ცხოვრების ურთიერთკავშირი, ამ კავშირის შეგრძნება ბუნებასთან მიმართებაში მთავარ საკვანძო ელემენტს წარმოადგენს ჩვენს ცნობიერების შეცვლაში. სურვილი არაა მხოლოდ საკმარისი, საჭირო ქმედებებია განსახორციელებელი, უნდა ვიმოქმედოთ, გავაანალიზოთ, შევიგრძნოთ და ვასწავლოთ. ეს ფიქრები შთამაგონებს და მოტივაციას მიზრდის ჩემი მცირე წვლილის შეტანაში ამ მნიშვნელოვან საკითხში, ეს არის რასაც ვგრძნობ, ჩემი ხმა და ჩართულობა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის.
Soso Dzamukashvili
გარემოს დაცვის ხელის შეწყობა განვთარებისათვის მდგრადი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გარემოში ვცხოვრობთ, მას ვსუნთქავთ და მისი ნაწილები ვართ. გარემოს განადგურება ჩვენს გარშემო ნიშნავს საკუთარი თავისთვის გარდაუვალი ზიანის მიყენებას. ადამიანები ხშირად გარემოზე არ ფიქრობენ და ვერ აცნობიერებენ რამდენად მყიფეა ის. აქედან გამომდინარე, მე როგორც ახალგაზრდა ელჩს მსურს წვლილი შევიტანო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში და ამგვარად ხელი შევუწყო საზოგადოებაში ეკოლოგურად მეგობრული დამოკიდებულებების გაზრდას, რაც შეიძლება გახდეს არსებული პრობლემის გადაჭრის გზა.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები გარემოს დაცვის მსოფლიო დღის (5 ივნისი) ფარგლებში, აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში გაუძღვებიან სამოქალაქო ჩართულობის აქტივობების სერიას. ღონისძიებები ჩატარდება 2018 წლის 2-დან 10 ივნისამდე და მოიცავს ხეების დარგვის აქტივობებს, რაც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გარემოს დაცვაში ევროკავშირის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ხელს შეუწყობს ეკოლოგიურ ცხოვრების წესს. ისინი ადგილობრივ საზოგადოებას დაუკავშირდებიან ადგილობრივ თემების (სკოლის მოსწავლეები, ორგანიზაციები, უნივერსიტეტის სტუდენტები) მეშვეობით.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ‘EU NEIGHBOURSeast’ -ის პროექტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას. ამ მიზნით პროექტმა 2016 წლის ივნისში წამოიწყო „ახალგაზრდა ევროპელ მეზობელთა“ ქსელი და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა).
ქსელი ძირითადად წარმოადგენს ონლაინ-პლატფორმას, რომელიც ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელოვან დაფასებას.