მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 ივნისი 2018 02:16

 

სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ ცნობა გურამ შეროზიას ბლოგზე გამოჩნდა.

მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა.
რამდენიმე კვირის წინ მას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

წაკითხულია 1538 ჯერ

Related items

  • ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
     
    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
     
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
  • რა გახდა ქარელის რაიონში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

    ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს კრუპი დაემართა და გაიგუდა.

    შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

    თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

    წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

    ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

    ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

    მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

  • "გიო მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს" - ბიძინა ივანიშვილი გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნაზე

    დღეს თბილისში ფილარმონიის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი იხსნება, ამასთან დაკავშირებით მომღერალი შემოქმედებით საღამოს მართავს. გიო ხუციშვილის კონცერტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება:


    "გიო უზომოდ მიყვარს, მთელ ჩემ ოჯახსაც, მისი ოჯახიც, მინდა ვუსურვო მას, რომ დიდხანს იყოს ჩვენთან, რამეთუ ძალიან მიყვარს, გიო კოლორიტია ჩვენი ქალაქის და ერთს ვისურვებდი კიდევ ერთჯერ, რომ ჩვენი დიდი სიყვარულის გამო, ძალიან დიდხანს იყოს ჩვენთან“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

    ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. 

    მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

    ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური