სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 10 ივნისი 2018 11:55

2018 წლის 9 ივნისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.

კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 250 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის დროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

წაკითხულია 156 ჯერ

Related items

  • მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

    დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

    Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს არჩევანზე ევროპაში მიმდინარე პროცესები, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ევროპა აღარ არის ის, რაც იყო უწინ. ამ კონტექსტში დისკუსიის მოდერატორმა მაგალითებად პოლონეთსა თუ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა დაასახელა.

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი ცვალებადია, თუმცა ღირებულებები უცვლელი რჩება.

    „დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს. დიახ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცვალებადი პროცესი, მაგრამ ღირებულებები იგივე რჩება. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ევროკავშირის ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრემიერმა.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • განათლების რეფორმის ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ერთვებიან

    განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების - „ჰიულეტ-პაკარდის“ (HP), “მაიკროსოფტის” (Microsoft) და “აიბიემის“ (IBM) - წარმომადგენლებს შეხვდა.

    მიხეილ ბატიაშვილმა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების ხედვასა და განათლების ყველა საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელა. განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება რეფორმის შემუშავებისა და მისი განხორციელების ეტაპზე.

    ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

    მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით განათლების რეფორმის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან.

  • ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში

    ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ფიციალური  განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. 

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რამაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩეხეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას „როგორც კონფლიქტის ხანგრძლივი და სამართლიანი მოგვარების ერთადერთ გზას, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით“.

    „ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის, განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების ხსოვნას. ასევე ვიხსენებთ ყველა დევნილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს. ამასთან, გვსურს დავადასტუროთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში“ - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

  • მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

    26-27 ივლისს ქალაქ ჟენევაში, გაეროს ოფისში, სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის (SPORT INTEGRITY GLOBAL ALLIANCE, SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სპორტული მოძრაობისა და უცხო ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. 

    ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე და პარლამენტის როლზე, ასევე ისაუბრა სპორტის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტებზე. 

    სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გამოვხატო ჩვენი ინტერესი დავამყაროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა SIGA-სთან. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ახალ იმპულსს მისცემს სპორტში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას არამარტო საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციაზე და 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, თბილისში „სპორტში კარგი მმართველობის და სპორტული მთლიანობის პარლამენტთაშორის ალიანს“ ჩაეყრება საფუძველი.
    ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი SIGA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემანუელ მასედო დე მედეიროსს შეხვდა.

    SIGA - დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მრავალი სუბიექტის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს სპორტული მოძრაობის, სახელმწიფო ინსტიტუციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცნობილ სპორტსმენებს. ალიანსის მისიას სპორტული ინდუსტრიის მრავალ ასპექტში კარგი მმართველობის უნივერსალური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადენს.

  • Blockchain Conference Georgia 2018 - ს შედეგები

    თბილისში 20 ივნისს პირველად გაიმართა Blockchain & Bitcoin Conference Georgia -  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტებსა და ICO­-ს. მან გააერთიანა მეწარმეები, ბლოკჩეინ-დეველოპერები, ინვესტორები, იურისტები, ბანკირები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. მისი მთავარი თემებია - მაინინგისა და ბლოკჩეინის პერსპექტივები საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში.

    ღონისძიების შედეგები

    კონფერენციას დაესწრო 357 ადამიანი საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინადან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, აშშდან, იაპონიიდან, ჰიბრალტარიდან, საუდის არაბეთიდან და მალტიდან.

    დაიდო მემორანდუმი Association Blockchain Georgia-სა და Blockchain Association of Ukraine-ს შორის.

    სპიკერები წარმოადგენდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: IBM, ZenCash, Aleinikov & Partners, Kuna Exchange, PwC.

    კონფერენციამ მიიღო საქართველოს ისეთი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, როგორებიცაა: იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტორები, ასევე საჯარო რეესტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

    პროექტებმა და სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება ინვესტორებისგან ჯამში $10 მლნ.

    კონფერენცია

    Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს საკვანძო თემები:

    1. 1.    მაინინგის თავისებურებები საქართველოში

    სპიკერები:

    • ალექსი სუდაძე (Bitcoin Embassy Georgia)
    • ვახტანგ გოგოხია (Golden Fleece)
    • შოთა სირაძე
    • თორნიკე დარჯანია

    Bitforx-ის, საქართველოში სიდიდით მეორე დატა-ცენტრის მუშაობის პრინციპებზე მოგვითხრო მისმა პროექტ-მენეჯერმა, გიორგი ავალიანმა.

     2.    ბლოკჩეინის მომავალი სახელმწიფო მმართველობაში

     Association Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელმა, ვანო ნარიმანიძემ, ისაუბრა საქართველო სახელმწიფო რეგულაციებზე კრიპტოვალუტების ინდურსტრიაში.

     პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ბლოკჩეინის პერსპექტივებს სახელმწიფო მმართველოში, მონაწილეობდნენ:

    • პროფესორი დავით კიზირია (Blockchain Systems Institute)
    • მარიამ ტურაშვილი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის-მენეჯმენტის დეპარტამენტი)
    • ნოდარ კაკრიაშვილი (საქართველოს შემოსავლების სამსახური)
    • დავით სისვსივაძე (საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი)
    • ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი)

     როგორ გავუზარდოთ ცნობადობა ქვეყანას IT-ბაზარზე, მოგვითრო რევოლუციური დეკრეტის „ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე“-ს ავტორმა, დენის ალეინიკოვმა (Aleinikov & Partners). მან მონაწილეებს გაუზიარა დოკუმენტის შემუშავების დეტალები, რომლის წყალობითაც, ბელარუსია იქცა პირველ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც თავის სამართლებრივ სისტემაში დაამატა ისეთი მცნება, როგორიცაა სმარტ-კონტრაქტი.

     აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ბაზრის სისტემის რეგულირებაზე ისაუბრა CKR LAW LLP-ის პარტნიორმა, გორდონ აინშტაინმა.

     3.    ICO-კამპანიების წარმატება: ინვესტიციები, მარკეტინგი, ტრენდები. მესამე ბლოკი შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემისგან - ICO-პროექტების წარმატებული პიარი და Shelf.Network-ის დამფუძნებლის, ლაშა ანთაძის, გამოსვლისგან.

     კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ:

     რობერტ ვიგლიონი, ZenCash-ის თანადამფუძნებელი;

    • მიხეილ ჩობანიანი, Blockchain Association of Ukraine-ს პრეზიდენტი;
    • ნატალია დრიკი, Blockchain Association of Ukraine-ს უფროსი;
    • იგორ პოროხი, iTuber-ის ანალიტიკოსი;
    • ენდრიუ ტორნხილი, Spotcoin-ის თანადამფუძნებელი;

     ღონისძიება გახსნეს Association Blockchain Georgia-ს პრეზიდენტმა, მიხეილ სანდაძემ და Bixtrim-ის დამფუძნებელმა, არტურ არაბიანმა.

     ღონისძიების წამყვანი იყო ნინო ეფხოშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტ-მენეჯერი.

    დემოზონა

     დემოზონაში თამაშდებოდა მაინერები და სხვადასხვა სუვენირები. პროექტების პრეზენტაციები გამართა 12-მა კომპანიამ:

             Bixtrim - პლატფორმა კრიპტოვალუტების გაცვლისთვის;

    • Bitforx - მსხვილი მაინერი, მოწყობილობების ექსპორტიორი;
    • Glorymine - კონსულტანტი მაინინგის სფეროში;
    • ZenCash - დეცენტრალიზაციის ანონიმური პლატფორმა, რომელიც დაკავებულია კონტენტის მართვით;
    • Bitferma - მაინინგისთვის მობილური ფერმების შემქმნელი და დეველოპერი;
    • Coinmania - ქართული ინტერფეისის მქონე სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყიდოს და გაცვალოს კტიპტოვალუტები (იღებს ლარსაც);
    • Keepmycoin- დეცენტრალიზებული მარკეტინგული პლატფორმა;
    • Powershare- პლატფორმა ქრაუდფანდინგისთვის;
    • Empleos– ბლოკჩეინზე აწყობილი  „დასაქმების პლატფორმა“, ვაკანსიების ინტელექტუალური ძიების შესაძლებლობით;
    • Safecoin- ანონიმური და დაცული კრიპტოვალუტა;
    • RPCM- ელექტროწყაროების დისტანციური მართვის სისტემები;
    • Gminer– asic-მაინერების მწარმოებელი;

     ორანიზატორები და სპონსორები

     ღონისძიება ჩატარდა შემდეგი სპონსორების მხარდაჭერით: Bixtrim, Bitforx, ZenCash, Glorymine და Cointraffic. ორგანიზატორი - კომპანია Smile-Expo, რომელიც ჩაატარებს საერთაშორიო B2B და B2C ღონისძიებებს.

    კონფერენციის პარტნიორები - ორგანიზაციები, რომლებიც იდგნენ საქართველოს ბლოკჩეინ-ინდურსტრიის სათავეში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.

    Blockchain & Bitcoin Conference Georgia შედის იმ ღონისძიებათა რიცხვში, რომლებსაც Smile-Expo ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს დაგეგმბილია 26 ბლოკჩეინ-ღონისძიება, მათ შორის კიევში - 19 სექტემბერს, ბაქოში - 27 სექტემბერს, ასტანაში - 17 ოქტომბერს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური