შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 09 ივნისი 2018 13:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

წაკითხულია 44 ჯერ

Related items

  • თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შსს-შია დაბარებული

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაციას  შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. 

    ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.

  • იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა - ზვიად კუპრავა შს მინისტრს მიმართავს

    თინა ხიდაშელის ძმამ, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია გვითხრა, რომ იგეგმება აქციაზე პროვოკაცია - ეს განცხადება აქციაზე ზვიად კუპრავამ გააკეთა.

    „მივმართავ გვახარიას, დაიბაროს ეს ადამიანი და დაკითხონ, ამავდროულად მოვუწოდებ, მოვიდეს აქ ჯგუფი შს სამინისტროსი და მე მივცემ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რას გეგმავს სუს-ის პროვოკატორთა ჯგუდი, საუბარია ზაზას დაჭრის მცდელობაზე და ა.შ. „ - განაცხადა კუპრავამ.

  • შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეცღონისძიებებს სთავაზობს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
    „არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტროზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • შსს-ს ინფორმაციით, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • რას ამბობს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მისი ძმის დაკავებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე

    ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, შს თანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილი მისი ძმის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.


    იაკობ გოგებაშვილის თქმით, დაკავებულის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას რომ კომუნიკაცია ჰქონდა იმ ბინის მფლობელებთან, რომელიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ბრალდებით დაკავებულ წყვილ, 24 წლის გიორგი გოგებაშვილსა და 27 წლის ნინო გეგელაშვილს კონსპირაციულად ჰქონდათ ნაქირავები.

    "არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, ბინა მე არ მიქირავებია, არაფერი ვიცი"- ამბობს ყოფილი პოლიციელი, რელსაც უფლებამოსილება დროებით საკუთარი განცხადების საფუძველზე ამჟამად უკვე შეჩერებული აქვს.

    მისიცე თქმით, დაკავებულებს შვილი არ ჰყოლიათ. საქმის მასალების მიხედვით კი ბრალდებულებმა ბინის

    ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათთვის აღკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური