ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ივნისი 2018 14:50

2018 წლის 18-დან 21 ივნისამდე შედგება სამედიცინო ტექნიკის წარმოებით დაკავებულ ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში. ამ ფირმების წარმომადგენლები ეწვევიან საქართველოს ქალაქ ბათუმსა და თბილისს, სადაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე წარმოადგენენ სამედიცინო აღჭურვილობის თავიანთ ნიმუშებს. ვიზიტის მთავარი მიზანია კავშირების დამყარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ოფიციალური ქართული წრეების წარმომადგენლებთან და სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო პრეზენტაციაზე ეპატიჟება ყველა მსურველს (პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დიპლომატიური მიღება).

პრეზენტაციები ჩატარდება:

ბათუმში: 2018 წლის 19 ივნისს 10:30 დან 12:30 საათამდე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში (რევაზ კომახიძის ქ. 119)

თბილისში: 2018 წლის 21 ივნისს 15:30 დან 17:30 საათამდე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამ. 37, კორპ. VI).  

მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები შეძლებენ საელჩოს თანამშრომელთან დაკავშირებას ნომერზე: 577 79 70 92

წაკითხულია 283 ჯერ

Related items

  • ბათუმის უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია ეწვია

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ბსუ) კორეის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებთან თამარ სირაძესთან და ნათია წიკლაშვილთან გამართულ შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიმ სე ვუგიმ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გეგმებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, ბსუ-ში კორეული ენის შემსწავლელი კურსის გახსნა, კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმის გაფორმება, სასწავლო-სამეცნიერო პროექტების შემუშავება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება დაიგეგმა. 

  • "ქართველებს და ოსებს ერთმანეთზე უკეთესი ახლობლები არ გვყავს", - თეიმურაზ შაშიაშვილი

    "ქართველებს და ოსებს ერთმანეთზე უკეთესი ახლობლები არ გვყავს" მეორე დღეა, თეიმურაზ შაშიაშვილი ვაჟიშვილთან, გიორგისთან ერთად ვლადიკავკაზში იმყოფება. ვიზიტის საფუძველი ოსებთან მისი ადამიანური ურთიერთობებიდან მოდის. თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს უკვე სტუმრობდა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლას, რომლის ფუნქციონირებაში მას, როგორც" ქართულ - ოსური მისიის" დამფუძნებელს, სერიოზული წვლილი მიუძღვის. ამ სკოლაში, მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობა - ჩვენი პატრიარქი სწავლობდა. თეიმურაზ შაშიაშვილმა, დღესვე, მოინახულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია, რომელიც ილია II-ის მშობლების ღვაწლით 1947 წ-ს აშენდა ვლადიკავკაზში. ამ ეკლესიამ 1938 წ-ს გაუქმებული წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მაგივრობა გასწია. საღამოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიწვეულია ცნობილი მოჭიდავის ტადტაევის ოჯახში, რომელიც მსოფლიო დონის ტურნირებზე ქართული დროშით - საქართველოს სახელით გამოდის. თეიმურაზ შაშიაშვილი ხშირად საუბრობს სახალხო დიპლომატიაზე, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების მიერ გაფუჭებული ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, სწორედ სახალხო დიპლომატიის საშუალებით მოწესრიგდება. ოსეთში თეიმურაზ საშიაშვილმა გაიყოლა რეზო ამაშუკელის ცნობილი სულისშემძვრელი მიმართვა - ძმებო ოსებო" , რომელიც ოსური და ქართული მხარისთვის დღემდე თანაბრად ამაღელვებელია: “ჩვენ - ისევ ხალხს, ისევ ქართველებს, ისევ აფხაზებს, ისევ ოსებს, ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც უყვარს საქართველო – შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ეროვნებაც - ეროვნული თვითმყოფადობაც შევინარჩუნოთ და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც კავკასიაში მშვიდობის დიდი საყრდენი იქნება”.

    ვლადიკავკაზიდან თეიმურაზ შაშიაშვილი დღესვე დაბრუნდება.

  • ​საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით 25 სექტემბერს ნიუ იორკს ეწვევა.
    გიორგი მარგველაშვილი მე-14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.
    საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
    გიორგი მარგველაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
    ქვეყნის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატებში „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიის ქართველ კადეტებსაც შეხვდება.
    ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას 2018 Annual Awards Dinner დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.
    წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი“ თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო გამოცემებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.

  • გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

    გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან.

    „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება - მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ  ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“- აღნიშნა მინისტრმა.

  • ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში სს „ელმავალმშენებელს“ ეწვია

    მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სს „ელმავალმშენებელს“ ეწვია, როგორც ერთერთ კომპანიას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩეხურ კომპანიებთან და აქვს საერთო პროექტები.
    ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დაათვალიერა საწარმო და გაესაუბრა ქარხანაში დასაქმებულ მუშებს. აღინიშნა, რომ ჩეხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე ქვეყნისთვის. მარტა ნოვაკოვამ ასევე მოინახულა საზოგადოების საწარმოო ფართი, ქარხნის მუზეუმი, სადაც გაეცნო მის ისტორიას. აქვე გაიმართა ოფიციალური შეხვედრა სს „ელმავალმშენებელი“ კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
    სს „ელმავალმშენებელი“ (საქართველო, ქ.თბილისი) და კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ (ქ. პლზენი, ჩეხეთი) ერთობლივად ახდენენ ასინქრონულ ამძრავიანი ორსექციანი რვაღერძიანი მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავლის ახალი მოდელის (8E1A) შექმნის პროექტის რეალიზაციას. პროექტი ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში 45 ერთეული ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო მაგისტრალური ელმავლის შეძენაზე. დღეისათვის ყველა საპროექტო და საორგანიზაციო სამუშაოები დასრულებულია და სს „ელმავალმშენებელი“ თავის ძირითად თანაშემსრულებელთან „შკოდა ელექტრიკთან“ ერთად ელოდება აღნიშნული კონკურსის დასრულებას და აქვთ გამარჯვებულის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი.
    2016 წლის 20 ოქტომბერს სს „ელმავალმშენებელში“ (საქართველო, ქ.თბილისი) გაიმართა სს „ელმავალმშენებელის“ და „შკოდა ელექტრიკის“ ერთობლივი ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8E1A ელმავლის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გამართეს სს „ელმავალმშენებელის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა ნიკოლოზ მანჯავიძემ და „შკოდა ელექტრიკის“ ტექნიკური განვითარების დირექტორმა ლადისლავსობოტკამ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშპერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირიპრეცლიკ, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზაგაბუნია, სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსდანდრექორელი, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის...

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამო...

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური