კომპანია „ანდრიცის“ (ANDRITZ) პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 18:02

2018 წლის 7 ივნისს, სასტუმრო „რედისონში“, ჰიდროელექტროსადგურების ელექტრო-მექანიკური დანადგარების მწარმოებელმა მსოფლიოს წამყვანმა ავსტრიულმა კომპანიამ ANDRITZ („ანდრიცი“), არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ანდრიცის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ავსტრიის ელჩმა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, საჯარო, კერძო სექტორის და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.

პრეზენტაციის ფარგლებში „ანდრიცის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციური ინჟინრული გადაწყვეტილებები გააცნეს. ასევე მიმოიხილეს ენერგეტიკის გლობალური ბაზრის ტენდენციები და სფეროში არსებული გამოწვევები. „ანდრიცთან“ თანამშრომლობის გამოცდილებასა და კომპანიის ტექნოლოგიების უპირატესობებზე კლიენტი კომპანიების, „დარიალი ჰესის“ და „ხობი 2 ჰესის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კომპანია „ანდრიცი“ საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორში უკვე 70 წელია მოღვაწეობს. საქართველოში პირველი პროექტი 1950 წელს („სოხუმი ჰესი“) განახორციელეს.

2012 წელს კომპანიამ ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოში „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა 108 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესია“, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს გაეშვა და დღეს წარმატებით ოპერირებს.

ქვეყანაში 70 წლიანი მოღვაწეობის შედეგად „ანდრიცის“ მიერ სხვადასხვა პროექტში დამონტაჟებული ტურბინების ჯამური სიმძლავრე 349 მგვტ.-ს აღწევს. მიმდინარე პროექტებში კი დაგეგმილია ჯამურად 350 მგვტ სიმძლავრის ტურბინების ინსტალაცია.

ანდრიცის შესახებ:

„ანდრიცის“ სათავო ოფისი ავსტრიაში მდებარეობს, ხოლო მისი საწარმოო, სერვისის და გაყიდვების წარმომადგენლობები მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. კომპანია გამოირჩევა გლობალური მიღწევების კუთხით. „ანდრიცს“ გააჩნია 175 წლიანი გამოცდილება ჰესებისთვის ტურბინების დიზაინის შექმნის მიმართულებით. მსოფლიო მასშტაბით დამონტაჟებული და რეაბილიტირებული აქვს 31,600 ტურბინა - ჯამური სიმძლავრით 430,000 მგვტ. კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა კი 25,800-ს უტოლდება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოში კომპანია „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა (ჯამურად 349 მგვტ):

  • 1950 - 19 მგვტ სოხუმი ჰესი - სამი 6.3 მგვტ Francis ტურბინა
  • 1951 - 114 მგვტ ხრამი ჰესი - სამი 38 მგვტ Pelton ტურბინა
  • 1952 - 21 მგვტ ჩითახევი ჰესი - სამი 7 მგვტ Francis ტურბინა
  • 1960 - 46 მგვტ გუმათი ჰესი - ოთხი 11.5 მგვტ Kaplan ტურბინა
  • 1997 - 21 მგვტ ტყიბული/ძევრულა ჰესი - ერთი 21 მგვტ Francis ტურბინა
  • 2013 - 9.2 მგვტ ახმეტა ჰესი - ორი 4.6 მგვტ Francis ტურბინა
  • 2015 - 1.9 მგვტ სტორი ჰესი - ერთი 1.9 მგვტ Francis ტურბინა
  • 2015 - 146 მგვტ ვარდნილი ჰესი - ორი 73 მგვტ Kaplan ტურბინის მართვის სისტემის უზრუნველყოფა
    • 2016 - 4.6 მგვტ საგურამო ჰესი - ორი 2.3 მგვტ Francis ტურბინა
    • 2016 - 108 მგვტ დარიალი ჰესი - სამი 36 მგვტ Pelton ტურბინა

მიმდინარე პროექტებია (ჯამურად 350 მგვტ):

  • 3.7 მგვტ ავანი ჰესი - ორი 1.85 მგვტ Pelton ტურბინა
  • 2.2 მგვტ დაშბაში ჰესი - ერთი 2.2 მგვტ Francis ტურბინა
  • 1.3 მგვტ ოროზმანი ჰესი - ერთი 1.3 მგვტ Pelton ტურბინა
  • 5.4 მგვტ ხადორი 3 ჰესი - ორი 2.7 მგვტ Francis ტურბინა
  • 21.9 მგვტ ზოტი 1 ჰესი - ერთი 21.9 მგვტ Pelton ტურბინა
  • 25 მგვტ ზოტი 2 ჰესი - ორი 12.5 მგვტ Pelton ტურბინა
  • 288 მგვტ ნენსკრა ჰესი - სამი 96 მგვტ Pelton ტურბინა
წაკითხულია 268 ჯერ

Related items

  • სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

    2 ოქტომბერს 12სთ-ზე სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და ბროკერების გაერთიანებული კავშირის „დაზღვევის კავშირის“ პრეზენტაცია გაიმართა.

    „დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა.

    კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო და მნიშვნელოვნად ამოავსებს იმ ნიშას, რაც დღეს გვაქვს სექტორის ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. კავშირი არ მოიაზრება სადაზღვევო ასოციაციის ალტერნატივად.

    დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში; ბროკერების ჩართულობა, როგორც მომხმარებლის წარმომადგენლისა და უფლებების დაცველის პოზიციიდან გამოდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის წარმატებული საქმიანობისთვის.

    დაზღვევის კავშირის წევრი ორგანიზაციებისთვის დაზღვევა საქმიანობის ძირითადი სფეროა, რაც გარანტია იმისა, რომ კავშირის მიზნები სრულად მოემსახურება ინდუსტრიის ინტერესებს.

    „სადაზღვევო ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში მიმზიდველ და რენტაბელურ დარგად უნდა იქცეს, ეს არის კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანი, რისთვისაც კავშირი უახლოეს მომავალში კონკრეტულ პროექტებს და ინიციატივებს გააცნობს საზოგადოებას.  დღეს აქ წარმოდგენილმა სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა, გადავწყვიტეთ დროა უფრო აქტიურად, გაერთიანებული ძალებით ჩავერთოთ სადაზღვევო ინდუსტრიაში დაგვროვილი პრობლემების მოგვარებაში.“ - განაცხადა ვასილ ახრახაძემ, სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.

    „კავშირი საკუთარი საქმიანობის მიმდინარე მთავარ გამოწვვევებად განსაზღვრავს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა სავალდებულო დაზღვევის არსებული და სამომავლო პროგრამების დახვეწა.  კავშირი განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდება ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს და აქტიურად ჩაერთვება სამომავლო, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამის პროექტირება/დანერგვის პროცესში“ - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელმა.

    „ბროკერების ჩართვა სადაზღევო კომპანიებთან ერთად ამგვარ წამოყებაში ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე სადაზღვევო ბროკერები ამ ტიპის ორგანიზაციებში ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილები, თუმცა, ვფიქრობთ, ახლა მეტი აქტიურობის დროა. ჩვენი წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა სადაზღვევო ინდუსტრიაზე და საერთაშორისო კავშირები, დარგის განვითარებას აუცილებლად წაადგება. ბაზარზე შეიმჩნევა ტენდენციები კონკურენტული გარემოს შეზღუდვის და ჩვენი მომხმარებელიც უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევა. ამ კუთხით, ბროკერი მომხმარებლის უფლებების პირველი დამცველი უნდა იყოს და ამ მიმართულებით კავშირის საქმიანობაში აქტიურად ჩავერთვებით“ –განაცხადა დაზღვევის ბროკერმა ირაკლი კილასონიამ.

    „მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან - არის კავშირის ჩამოყალიბების მთავარი ამოცანა, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს დაზღვევის სფერო. კავშირი აქტიურ დისკუსიებს გამართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა მოხერხდეს და გადაწყვეტილებების ცვლილება აუცილებლად დაეფუძნება ჯანსაღ კონკურენციას, დაუშვებელია სადაზღვევო პროდუქტების კონსოლიდაცია ერთ ან რამდენიმე კომპანიაში და ასევე ხაზგასასმელია ფინანსური ეფექტურობის და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა“ - განაცხადა სოფიო ლებანიძემ, „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა.

    სადაზღვევო კავშირს უკვე გაწერილი და დამუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ინიცირებასაც უახლოვეს კვირებში განახორციელებს საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას.

  • მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

    მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

    ჰოსპიტალში არსებულ მრავალ მიმართულებას შორის ფუნქციონირებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურით და 24 საათიანი რეჟიმით ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს.

    ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სირთულის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები მუცლის ღრუსა და გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ანგიოქირურგიის, მიკროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და ყბასახის ქირურგიის მიმართულებებით. ფუნქციონირებს გადაუდებელი კარდიოლოგიის და გულის კათეტერიზაციის განყოფილება, ასევე კრიტიკული მედიცინის რამოდენიმე განყოფილება.

    გარდა ამისა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიურად ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ქირურგიული სერვისები სხვადასხვა მიმართულებით - ინტერვენციული რადიოლოგია, ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია, გასტროენტეროლოგია,  ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და  სხვ.

    ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო დანადგარებით. ლაბორატორიული ანალიზები სრულდება RIQAS აკრედიტებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 24 საათის მანძილზე ემსახურება პაციენტებს.

    გამორჩეული ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ყოველდღიურად ასეულობით პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

  • PSP ბრიტანული ინოვაციური მშრალი შამპუნების რეალიზაციას იწყებს

    PSP, როგორც ლიდერი კომპანია, რომელიც მუდმივი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს. ამჯერად PSP თანამედროვე ცხოვრების რიტმის კვალდაკვალ შექმნილ სიახლეს - მშრალ შამპუნებს წარმოადგენს. შამპუნის გამოყენებისათვის არაა საჭირო წყალი და სხვა სააბაზანო საშუალებები. მშრალი შამპუნის გამოყენა საოფისე სივრცეში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სპორტულ დარბაზში შეიძლება.

    Soft&Gentle-ს მშრალი შამპუნი თმის გამწმენდი კომფორტული საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სიმინდის და ბრინჯის სახამებლის მიკროკრისტალები სწრაფად იწოვს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს, უსიამოვნო სუნის შეგრძნებას და თმას სისიფთავეს, სასიამოვნეო სურნელს და მოცულობას ანიჭებს.

    მშრალი შამპუნი სპრეის ფორმით არის წარმოდგენილი და კომფორტულია მოხმარებისას. მისი შესხურება თმას ცხიმისგან ათავისუფლებს და წყალთან კონტაქტის გარეშე ანიჭებს ბზინვარებას და მოცულობას.

    „მშრალი შამპუნი  უალტერნატივოა, როდესაც უცბად გიწევს მოწესრიგება და ვერ ასწრებ სალონში სტუმრობას ან აბაზანაში შესვლას. მაშინ, როდესაც წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება, მშრალი შამპუნი უალტერნატივოა. ეფექტურად იყენებენ მშრალ შამპუნს მშობლებიც, რადგან სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება თმას სისუფთავე და მოცულობა მივანიჭოთ. ამ პროდუქტს აქტიურად იყენებენ ჰოსპიტალურ სექტორშიც მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი, მარტივი და კომფორტული გამოსავალია თმის სწრაფად მოსაწესრიგებლად,“- აცხადებენ PSP-ში.  

    Soft and Gentle-ს მშრალი შამპუნები სრულიად საქართველოში  PSP-ს 200-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 12 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. ერთი სპრეის გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ არის შესაძლებელი.

  • ინიციატივის „იტალიური ივნისი“ და თბილისი-ბოლონიის ავიარეისის პრეზენტაცია

    2018 წლის 4 ივნისს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე სასტუმროში Iota Hotel Tbilisi (მისამართი: ლერმონტოვის ქ. 10) ჩატარდება პრესკონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE), ქ. ბოლონიის ტურიზმის ორგანიზაციასთან Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტთან თანამშრომლობით.

    პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა „იტალიური ივნისი“ და ავიაკომპანია Georgian Airways-ის თბილისი-ბოლონიის ახალი, პირდაპირი რეისის შესაძლებლობები. პრესკონფერენციაში, რომელსაც გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მონაწილეობას მიიღებენ სააგენტო ICE-ს დირექტორი, ორგანიზაციის Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტის წარმომადგენლები.

    ინიციატივის „იტალიური ივნისი“ მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიაში წარმოებული პროდუქციის (Made in Italy) პოპულარიზაციას საქართველოში. Made in Italy, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზი და ხარისხის, კრეატიულობის, სილამაზისა და სანდოობის სინონიმია, იტალიური ცხოვრების წესის (Vivere ALL'italiana) მთავარი შემადგენელი ნაწილია. ინიციატივაში მონაწილეობენ სხვადასხვა სექტორებთან - პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, მოდასთან, ოპტიკასთან, აქსესუარებთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან და სხვ. - დაკავშირებული ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები და იმპორტიორები. ინიციატივაში ჩართული კომპანიები, რომლებიც საქართველოში იტალიური პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, მომხმარებელს შესთავაზებენ სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს მთელი ივნისის თვის განმავლობაში. სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე www.italiuriivnisi.ge შესაძლებელია ინიციატივაში მონაწილე მაღაზიების ჩამონათვალის ნახვა. 

  • გაიმართება 4 ახალი დისკის პრეზენტაცია

    ქართველ მორიკონედ შერაცხული კომპოზიტორი მათითა (ირაკლი მათითაშვილი) 31 მაისს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში თავის ნაწარმოებებს წარმოაჩენს - ოთხი ახალ დისკზე

ბიზნეს ნიუსი

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის...

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამო...

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური