გუშინდელმა მიწისძვრამ ომბუდსმენის ოფისი დააზიანა - ლომჯარია დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 12:34

გუშინ საღამოს თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ შენობა სადაც სახალხო დამცველის ოფისია განთავსებული სერიოზულად დააზიანა. ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს:
"მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით."- წერს ნინო ლომჯარია. 

წაკითხულია 53 ჯერ

Related items

  • რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს (ვიდეო)

    რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს.

  • მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი იყო - მისი სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა

    საქართველოს სესმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კილომტერში აზრებაიჯანში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგენის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა თბილისში.

  • მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ - ნინო ლომჯარია

    სახალხო დამცხველი ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ლაჩარი კაცების, ვინც ქალს საჯაროდ თუ ფეისბუქზე აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია მათ ვეტყოდი, რომ მათი პატიმრობის სურვილი და არც მოთხოვნა მე არ მაქვს, მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ. არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა. დანარჩენი შსს-მ გადაწყვიტოს... მადლობა ყველას, ამ დღეებში გამხნევებისა და თანადგომისთბის! - აცხადებს ნინო ლომჯარია 

  • ნინო ლომჯარია - მიმდინარე აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში

    მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენმა ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მის მდგომარეობას აკონტროლებს.


    „მთელი დღის განმავლობაში არა მხოლოდ კონტაქტზე ვარ, არამედ რამდენჯერმე ვინახულე ზაზა სარალიძე. მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იგი აპირებდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დატოვებას, მე, როგორც სახალხო დამცველმა შევთავაზე ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილება. ამ პრესკონფენციამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ შევხვდი მას და პირადად ვესაუბრე.

    ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა და ვმოქმედებ აბსოლუტურად მისი სურვილის შესაბამისად. თუ მას ექნება სურვილი თქვას სად იმყოფება, თავად განაცხადებს. მე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განცხადებას არ ვაკეთებ, თუმცა მუდმივად ვაკონტროლებ როგორ იმყოფება და რა მდგომარეობაშია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

    ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ზაზა სარალიძე აქციაზე მისვლას, ნინო ლომჯარიამ უპასუხა, რომ მისი ინტერესის საგანი გამოძების ეფექტურად წარმართვა და სარალიძის ინტერესების დაცვაა. „ჩემი ინტერესის საგანია გამოძების დროულად და ეფექტურად წარმოება, ასევე, მისი ინტერესების დაცვა. რაც შეეხება მის ქმედებებს - წავა რომელიმე აქციაზე თუ არ წავა, ეს არის აბსოლუტურად ბატონი ზაზას გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
  • „მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს“ - ნინო ლომჯარია

    პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. მომხდარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.

    “მინდა, გამოვეხმაურო სპეცოპერაციის დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუმსამძიმრებ მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ახალგაზრდის სიცოცხლე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური