PSP-ს ახალი აფთიაქი თბილისში, შარტავას ქუჩაზე გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 16:03

5 ივნისს თბილისში, ჟ. შარტავას N35/37-ში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა.
მხოლოდ 2018 წელს PSP-მ 27 ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა საქართველოს მასშტაბით. მათ შორის 10 რულიად ახალი აფთიაქია, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბოლნისში. ახალი, ბრიტანული კონცეფციის მიხედვით რებრენდინგი ჩაუტარდა 17 აფთიაქს, მათ შორის ლანჩხუთში, სამტრედიაში, თერჯოლაში, საგარეჯოსა და ახალციხეში.
პსპ-ს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი ჯანმრთელობის სააფთიაქო ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.
„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია, ამასთან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველა მედიკამენტზე სპეციალური ფასდაკლებაა; PSP-ს ბარათის მფლობელები კიდევ დამატებით ფასდაკლებას იღებენ ყველა შენაძენზე, მათ შორის მითითებულ ფასდაკლების დღეებში და ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებენ. წელს პსპ-ს გათამაშება იუბილარია, 10 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტი პრიზები თამაშდება: გარემონტებული ბინა საბურთალოზე, 25000 ლარი და 10 წლის განმავლობაში ყოველ თვე 1000 ლარიანი ხელფასი, რაც ნიშნავს რომ პსპ-ს იღბლიანი გამარჯვებული რომლის ბილეთიც ამ პრიზის გათამაშებისას ლოტოტრონიდაქნ ამოვა, 2028 წლამდე ყოველ თვეს 1000 ლარიან ხელფასს მიიღებს კომპანია პსპ-სგან.
ბავშვის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს ყოველ თვეში განსხვავებული სასარგებლო აქციებსა და ფასდაკლებას ვთავაზობთ. ფრანგული კოსმტიკის მოყვარულ ქალბატონებს ყოველი თვის 1-7 რიცხვებში ფრანგული დღეების აქციის ფარგლებში ფრანგული პრემიუმ კოსმეტიკის შეძენა 30%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ.
ჩვენ მომხამრებელს მუდმივად სასარგებლო და საინტერესო შეთავაზებებს, განსაკუთრებულად დაბალ ფასებს, უპრეცედენტო ფასდაკლებებსა და საჩუქრებს ვთავაზობთ,“ - აცხადებენ PSP-ში.
ქსელის გაფართოების და რებრენდინგის პროცესი გრძელდება. იგეგმება წლის ბოლოსთვის ყველა არსებული აფთიაქის რებრენდინგის პროცესის დასრულება. სულ მალე ახმეტაში PSP-ს პირველი აფთიაქი გაიხსნება.

წაკითხულია 468 ჯერ

Related items

  • HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა

    HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით 31 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდა.PSP დაზღვევა უკვე მეორე წელია სამიტის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია. წლევანდელი ბიზნეს სამიტის მთავარი თემა იყო ცვლილებები. ღონისძიება გახსნეს HR hub-ის დამფუძნებლებმა ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიახლის შესახებ ესაუბრა PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე. ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბდა პირველი ბილეთის შემძენი მონაწილის დასაჩუქრება, განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მონაწილისთვის PSP დაზღვევის მიერ მომზადებული სიურპრიზი -  ელექტრო სკუტერი.

    „პსპ დაზღვევა ყოველთვის ცდილობს იყოს მხარდამჭერი იმ საქმიანობის, რაც HR სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. Covid პანდემიამ დაადასტურა ის, რომ რისკების მართვა არის აუცილებელი და რისკების მართვა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ პსპ დაზღვევა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს HR hub-თან, რადგან ვთვლით HR-ები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რისკების განსაზღვრა და ამ რისკების მართვა დაზღვევის ინდუსტრიასთან ერთად; შესაბამისად უკვე მეორე წელია, პსპ დაზღვევა წლის მთავარი HR მოვლენის წარმდგენი და გენერალური სპონსორია“ - განაცხადა სიოფიო ლებანიძემ. 

    მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო თემატიკით მსმენელის წინაშე 10 სპიკერი წარსდა; ჩატარდა ვორქშოფები, განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეტვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, გატვირთვისა და შემოქმედებითი და საგამოფენო სივრცეები. სტუმრებს შესააძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინეტერესების მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელ ვორქშოფსა თუ აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ქოუჩინგის კუთხეში ინდივიდუალური ქოუჩს სესიები ჩაატარეს ICF-საქართველოს წევრებმა.

    ღონისძიების სივრცე მოიცავდა დასავენების, განტვირთის, ფოტოგადაღების, ხატვისად და თიხის მასტერკლასების კუთხეებს. ღონისძიების დასასარულს სტუმრებს საშაულება ჰქონდათ მოეგოთ მრავალფეროვანი პროზები გრანდიოზულ გათამაშებაში. (R)

  • „PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა

    წყნეთში, აღმაშენებლის 52-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. მედიკამენტების ფართო არჩევანის გარდა, მომხმახრებელს ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობს. ახლადგახსნილ აფთიაქში მოსულ მომხმარებელს საბავშვო და ფრანგული სამკურნალო და კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებასა და შეთავაზებებს სთავაზობს.

    2020 წელს PSP-ს აფთიაქები გაიხსნა რამდენიმე რეგიონში - ვანი, ყვარელი, ხონი, წყალტუბო, ზესტაფონი, ფოთი, თბილისის მიმდებარედ - შინდისში, წავკისის გადასახვევთან, ასევე თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის ჯიქიას ქუჩაზე, სადაც აქამდე PSP-ს აფთიაქი არ იყო.

    „PSP-ში ევროპული გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ამიტომ ქსელის განვითრებას მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ცოტა ხნის წინ ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი შინდისისა და წავკისის მოსახლეობისთვის გავხსენით. ახალ აფთიაქებში ისევე როგორც მთელ ქსელში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. ქსელის განვითარება PSP-ს 2020 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.“ - აცხადებენ PSP-ში. (R)

  • მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

    მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

    Missha, A’pieu და Swiss pure – 3 წამყვანი ბრნედია კორეული კოსმეტიკური კომპანიის Able C&C, რომელიც 2000 წელს დაარსდა და უკვე 2006 წელს იაპონია დაიპყრო.  Able C& C წარმატებით დამკვიდრდა გლობალური ბაზრის ლიდერად - ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. კომპანიას 53 ქვეყანაში 19 000 -ზე მეტი მაღაზია აქვს.

    Missha-ს პროდუქცია შემქნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს თავის ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას! დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და გამდიდრებულია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეების და ლოკოკინის ექსტრაქტით, ზღვის ღრმა წყლითა და  ჰიალურონით. არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. მომხმარებელს სთავაზობს სახის 10 ეტაპიანი წმენდისთვის საჭირო პროდუქტიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ნიღებების მრავალფეროვან არჩევანს.

     „PSP მომხამრებლებს მუდმივად სიახლეებსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კორეული პრემიუმ კლასის ბრენდი „მისშა“ არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი კორეაში, რომელიმაც ძალიან მაღალი ხარისხის BB კრემი აწარმოა, მაღალი ულტრაიისფერი დაცვითა და ყველაზე მაღალი, 42% SPF-ით; „მისშა“ ცნობილია როგორც სახის მოვლის სხვადასხვა ხაზის მაღალეფექტური პროდუქციით, ასევე მრავალფეროვანი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ნიღბებით, თვალის პაჩებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 3 ეტაპიან დამატენიანებელი ნიღაბი „ყველაფერი ერთში“ - ესენცია, ნიღაბი, კრემი.

    მოვლის საშუალებებთან ერთად „მისშა“ აწარმოებს პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც იდეალურია როგორც მაკიაჟის მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. შეთავაზების მრავალფეროვნება და კორეული პრემიუმ ხარისხი „მისშას“ ქართველი ქალბატონების საყვარელ ბრენდად მალე აქცევს“- აცხადებენ PSP-ში. (R)

  • PSP-ს დახმარებით ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო აპარატი გადაეცა

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx !

    ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის პრეზიდენტის, ქ-ნი ირინა ჭელიძის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით.

    “საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისათვის და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ!”- აცხადებენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.

  • PSP ონლაინ აფთიაქი უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს

    PSP ონლაინ აფთიაქი უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს - ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტ აფთიაქის მომსახურებით მისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინოს. პროცესი ბევრად მარტივია, ვიდრე თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წარმოიდგინოს. მიტანის სერვისს WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციების შესაბამისად აღჭურვილი პარტნიორი კურიერი უსწრაფესს დროში ახორციელებს.  

    "PSP-მ პირველმა დანერგა ინტერნეტ აფთიაქი https://psponline.ge 2007 წელს და მუდიმავად ვმუშაობთ მის გაუმჯობესებაზე; 2017 წლიდან განახლებული ინტერნეტ-აფთიაქი ემსახურება მომხმარებელს. ბოლო პერიოდის აქტუალობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დავხვეწეთ სააფთიაქო პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის დისტანციურად დაკმაყოფილების პროცესი. დღეს მომსახურება სრულად ფარავს დედაქალაქს; პარალელურად ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობას შევთავაზოთ იგივე სერვისი.“- აცხადებენ PSP-ში.        

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური