დეკანოზი შიო მენაბდე - ჩემთვის მიუღებელია საუბარი, რომ თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 10:39

ითქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია - ამის შესახებ დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. 

„ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული. 

ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.
კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს. 

უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლად შესვენებულთა დავითისა და ლევანისა“, -წერს დეკანოზი შიო მენაბდე. 

წაკითხულია 1338 ჯერ

Related items

  • რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს

    რუსთაველზე, პარლამენტის წინ , სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეები დააკავეს.

    როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კარავში მომხდარი ინციდენტის გამო აიყვანეს. 

    საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი. 

    თავად აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. მათივე თქმით, პოლიცია კარავში შევიდა, იქიდან 5 პირი გამოიყვანა და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება.

  • ზაზა სარალიძე - მოთხოვნები უცვლელია, ვითხოვ სისტემის დამარცხებას

    მე ყველგან მივალ, ვინც სოლიდარობას მიცხადებს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 
    მისი განმარტებით, მეუღლე შეუძლოდ ჰყავს და სწორედ ამიტომ ვერ მივიდა აქამდე აქციაზე. აქვე განმარტა, რომ თავადაც შეუძლოდ გრძნობს თავს და აქციაზე ცოტა ხნით დარჩება. 

    ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია. "მინდა ბოდიში მოგიხადოთ. მეუღლე ცუდად არის. გამოვიპარე ცოტა ხნით. რას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა?! მე შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე და ხელის დამფარებელი დაისჯება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

    ამასთან, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მისვლის მიზეზიც განმარტა. "რაც შეეხება მეორე აქციაზე მისვლას, იქ ჩემი შვილი და მისი მეგობრები იდგნენ. არ აქვს მნიშვნელობა, აქციაზე ვინ დგას. მე ყველგან მივალ, ვინც სოლიდარობას მiცხადებს", - აღნიშნა სარალიძემ.

    ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ყველა პოლიტიკურ პარტიას და თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "მე მოვუწოდე უკვე პოლიტიკურ პარტიებს და მხარდამჭერებს ამ სისტემის დასამარცხებლად. ყველას ერთად მოგიწოდებთ, გაერთიანდით და ერთად იბრძოლეთ", - აღნიშნა სარალოძემ.

  • მირზა სუბელიანი - თუ მტკიცებულებების გაყალბებაზე არის შეკითხვები, ამ მიმართულებით გამოძიებას ამომწურავ პასუხს გავცემ

    მირზა სუბელიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა, - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი საზოგადოებრივი მაუწყებელთან საუბრობს. 

    მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.

    „ამ შეკითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისად, გამოძიება მიდის და თუ რამე კითხვის ნიშნები იარსებებს ჩემს მიმართ, მზად ვარ პასუხი გავცე. ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს.

    ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და ამ მიმართულებით ამომწურავ პასუხს მე გავცემ გამოძიებას. ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი კალანდიების ოჯახში. მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე შვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. 

  • ზაზა სარალიძე - მოვუხმობ სრულიად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ჩამოიშალოს

    ახლა უკვე მოვუხმობ სრულიად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოიშალოს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მან აქციაზე მომხდარი მცირე ინციდენტის შემდეგ განცხადება გააკეთა და ყველა პარტიას გაერთიანების და გვერდში დგომისკენ მოუწოდა. 

    „დღეს კიდევ უკვე ნათლად დავინახე, რომ მთავრობა გადმოდის ზეწოლაზე და ყველა ღონეს ხმარობს. ნახეთ, როგორ უნდათ შემოიტანოს, სუს-ია თუ არ ვიცი ვისი წარმომადგენელი, მშვიდობიან აქციაში პროვოკაცია. მე მივიღე გადაწყვეტილება! დღემდე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას მოვუხმობდი, ახლა უკვე მოვუხმობ სრულიად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოიშალოს. მე ამათ არ მივცემ უფლებას, რომ სიმართლემ არ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ დამიდექით გვერდით, არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს, ყველა შვილმოკლულ მამას, ყველა შვილმოკლულ დედას. გავერთიანდეთ მთელი ძალებით, რადგან დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა მთავრობა, რომელიც სისტემას მფარველობს, რომ ჩააფურთხოს ჩვენი შვილების სულში. ეს სისტემა აუცილებლად უნდა ჩამოიშალოს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით, ფეისბუქის გვერდზე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

    „სარალიძეს ჯერ რუსეთიდან მოვლენილი გახარია დაემუქრა და შემდეგ სუსმა დაუპირა გატაცება.

    გახარია, ხელები შორს გამწარებული მამისგან,თორემ ამ შენ წერილს ქართველი ხალხი შენვე შეგაჭმევს“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური