კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 02 ივნისი 2018 14:18

იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 4 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ მრავალიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა გამოფენები, მოდის ჩვენება და უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. „Silk Factory Studio"-ს შთამბეჭდავ სივრცეში წარმოდგენილი იყო იტალიური კრეატიულობის ნამდვილი კალეიდოსკოპი: იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები CNAFedermoda-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მოდის ჩვენებაზე და იტალიური დიზაინის კონცეფციები გამოფენაზე „Italianism“; იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ გადაღებული მეცხრამეტე საუკუნის საქართველო და ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის დღევანდელი პეიზაჟებისა და ადამიანთა სახეების ფოტოექსპოზიცია; გასტრონომიასთან დაკავშირებული იტალიური ხელოვნების შედევრების ნამდვილი ფოტოგალერეა და კონკურსში „იტალიური არქიტექტურის ახალგაზრდა ტალანტები“ გამარჯვებული პროექტების ფოტოგამოფენა.

იტალიის ეროვნული დღესასწაული აღნიშვნა უკავშირდება ცნებას “Vivere all’italiana” („იტალიური ცხოვრების სტილი“), რომელიც ცხოვრების წესზე ბევრად მეტია: ეს არის ტრადიციების, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ელეგანტურობისა და ფუნქციონალობის შერწყმა. იტალიური ცხოვრების წესისა და ცნების „Made in Italy“ („დამზადებულია იტალიაში“) პოპულარიზაციას ემსახურება ახალი ინიციატივა „იტალიური ივნისი“ იმ ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოში იტალიური ნაწარმის შემოტანასა და რეალიზაციას ახორციელებენ და მთელი ივნისის თვის განმავლობაში მომხმარებელს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებენ.
იტალიისა და საქართველოს ჰიმნები და სხვადასხვა სიმღერები ანსამბლმა „რუსთავმა“ შეასრულა, წვეულების ბოლოს კი გაიმართა ავიაკომპანიების “Georgian Airways”-სა e “Wizz Air”-ს მიერ შეთავაზებული, ბოლონიის, რომისა და მილანის ავიარეისების ბილეთების გათამაშება.

იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით.

წყარო: იტალიის საელჩო

წაკითხულია 489 ჯერ

Related items

  • საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს

    21 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი- თბილისის მიმართულებით.

    მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

    აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

    საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან,  ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 

    21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
     
    შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

    აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • ჩინეთის მთავრობამ იტალიაში ექიმები გაგზავნა

    ჩინელი ექიმების 9–კაციანი ჯგუფი იტალიაში უკვე ჩავიდა. როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, მედიკოსებმა ქვეყანაში დაახლოებით ერთი ტონა სამედიცინო მასალა ჩაიტანეს, რათა იტალიელებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა მანამდე მსგავსი დახმარება ირანსა და ერაყს გაუგზავნა.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმები მზად არიან საკუთარი ცოდნა იტალიელებს გაუზიარონ.

    ამ დროისთვის ქვეყანა ინიფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ლიდერობს. ექიმების გარდა, ჩინეთმა იტალიას სპეციალური აღჭურვილობა და ნიღბები გაუგზავნა. საუბარია 2 მლნ ნიღაბსა და 200 ათას დამცავ აღჭურვილობაზე.

    ექიმებზე კომენტარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრამც გააკეთა და თქვა რომ ჩინეთიდან ის ექიმები ჩავლენ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის პირველი პიკის დროს მუშაობდნენ. “ჩვენს ექიმებს არ სჭირდებათ სწავლა როგორ გააკეთონ საკუთარი საქმე, თუმცა ჩინელი ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც ვირუსს გაუმკლავდნენ და გაგვიზიარებენ გამოცდილებას”.

    ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავიურით ინფიცირების 10 149 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 631-ია.

    12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

     

  • რომში გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. რომში ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში ქართველი კომპოზიტორის გია გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა. გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა: პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.

    წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ,რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.

    კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna', ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.
     

  • ქართველი ემიგრანტი გოგო, რომლის დედამაც იტალიაში თავი მოიკლა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის, თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი საქართველოში 26 მაისს ჩამოსვენეს და ის ჩოხატაურში დაკრძალეს. გარდაცვლილის ქალიშვილი იტალიაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

    ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში, სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა აქვეყნებს.

    "იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.

    აქვე მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია.

    დაკავებული გოგონა, , სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან დატოვა საპატიმრო. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის.

    უბრალოდ თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი მცდარი ვერსიებისგან და ინფორმაციისგან", _ წერს ნინა რურუა.

    ქართელმა ემიგრანტმა, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • იტალიაში ქართველი მამაკაცი მოკლეს

     

    იტალიაში ქართველი მოკლული იპოვეს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,   45 წლის მამაკაცის ცხედარი  ქალაქის ცენტრალურ პარკში, სკამზე აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ბეჭის არეში ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ცეცხლსასროლი ან ბასრი იარაღით არის მიყენებული.

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური