ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის საკითხზე დებატები დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2015 15:52

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის საკითხზე დებატები დაიწყო. დღეს გადაწყდება აღუდგება რუსეთს ხმის უფლება, თუ მის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები გატარდება. უკრაინის დელეგაციას სურს, რომ ევროსაბჭოდან რუსეთი გარიცხონ, თუმცა რეზოლუციაში ეს საკითხი ამ ეტაპზე არ ჩაიწერა. დებატების პირველი ეტაპი დასრულებულია. კენჭისყრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიას და „ალდეს“, ისინი სხვაგვარად ფიქრობენ და მხარს უჭერენ სანქციების გამკაცრებას.პლენარულ სხდომაზე საქართველოს და უკრაინის დელეგაციის წევრებიც გამოვიდნენ. მათ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. დღე გაირკვევა შეძლებს თუ არა ქართული დელეგაცია დაამატოს რეზოლუციაში ის შესწორება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ასევე იმყოფება რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი. ის დეპუტატებს წარუდგენს მოხსენებას „პუტინი - ომი“, რომელზე მუშაობაც თავდაპირველად გარდაცვლილმა რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა დაიწყო. 

 
წაკითხულია 315 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური