საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 21:11

2018 წლის 1 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს კარიტასი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით, ზრუნვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრას აწყობს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები,  რუსთავის, გორის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობები, შინმოვლის მომსახურების მიმწოდებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები. 

საქართველოს მთავრობის 02.11.2017 წლის #490 დადგენილების "საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე4.3.3 პუნქტისთანახმად, მუნიციპალიტეტებს  და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით,  ევალებათ შინმოვლის საპილოტე პროგრამების შემუშავება.

ვინაიდან რიგ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ასეთი პროექტების მართვის გამოცდილება, საქართველოს კარიტასი მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესის განვითარებას. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ იმ მუნიციპალიტეტების გამოცდილება, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია არასამთავრობო სექტორთან შინმოვლის პროექტების თანადაფინანსებასა და მართვაში თანამშრომლობენ.  ასეთი პროექტების მენეჯმენტის საინტერესო გამოცდილება  აქვთ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა მუნიციპალიტეტებს. ამ გამოცდილების გაზიარება  ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის ზრუნვის მუნიციპალური პროექტების განვითარებას მთავრობის ზემოთ მოყვანილი დადგენილების თანახმად.  

წაკითხულია 494 ჯერ

Related items

  • პერსონალის გაცვლის პროგრამა ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ეხმარება

    ქუთაისი, საქართველო, 2019 წლის 21 აგვისტო- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტიდან კოლეგას უმასპინძლა. იგი საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და მისი ვიზიტის მიზანი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის - ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.

    პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, ბატონი გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.

     „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

    ქუთაისის მერის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონი გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო“.

    თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, ბატონმა გიდო ტენ დოლემ აღნიშნა: „შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.

    აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას.“

    პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში თავიანთი ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.

    ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

    ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) განხორციელება 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის სტიმულირების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივას უკვე შეუერთდა 300 ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მეტი. მათი უმრავლესობა „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მათ შეიმუშავეს და დაიწყეს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ განხორციელება. მოქმედი წევრების დასახმარებლად, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ დანერგა „პერსონალის გაცვლის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების გამოცდილი თანამშრომლები ერთკვირიანი მისიით სტუმრობენ შერჩეულ მოქმედ წევრებს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო

    2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

    ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული. 

    ჟურნალისტიკის პროგრამა “პრაქტიკოსი ჟურნალისტის მომზადებაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკად მიგვაჩნია, რომ საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში... რაც ხელს უწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას რეალურ ჟურნალისტურ გარემოში პროფესიონალი ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვებით”, ვკითხულობთ დასკვნაში. 

    პროგრამა სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ელოდება. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროგრამამ 2018 წლის ივნისში გამოუშვა.

  • შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, უწყების პრიორიტეტები გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სანაპირო დაცვის და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

    ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალი, კონტრ-ადმირალი აჰმედ ქენდირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს და ერთობლივი კომისიის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

  • ლიბერთის პენსიონერებისთვის შემუშავებული მასშტაბური სოციალური პროგრამა რეგიონებშიც გრძელდება
    „ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით, თბილისის მსგავსად,  ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი პენსიის მიმღები პირები სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით ისარგებლებენ.
    აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, 2018 წლის ბოლომდე  ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების კვლევების ჩატარებას ფასდაკლებით შეძლებენ.
    დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით,  ლიბერთის სოციალური ბარათის 4200-მა მფლობელმა ისარგებლა.
    ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ,  დამატებითი უფასო კვლევა 1500 პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.
    „2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ წამოწყებული პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შემუშავებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
    როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელების სკრინინგისა და მკურნალობის პროცესებში. ჰოსპიტალი მზად არის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს „ლიბერთის“ სოციალურ აქტივობას და კიდევ მრავალ პაციენტს მოემსახუროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
  • ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

    დღეიდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ისარგებლებენ.

    ,,მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეზრუნა ჩვენს მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი ყურადღება.  ეს პროექტი ‘ნიკორასთან’ ერთად, ერთი თვის წინ საპილოტე რეჟიმში დავიწყეთ, რასაც მომხმარებლის მხრიდან უაღრესად დადებითი  რეაგირება მოჰყვა. დღეიდან კი "ნიკორა სუპერმარკეტის" ყველა ობიექტზე ლიბერთის სწრაფი გადახდის ტერმინალია განთავსებული და სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელი, ბარათით გადახდისას შეძლებს ისარგებლოს სპეციალური ფასებით„ - განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ

    “ნიკორა ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც სოციალურად აქტიური კომპანია, ლიბერთი ბანკთან ერთად საშუალება გვეძლევა ექსკლუზიური შეთავაზება გავუკეთოთ ჩვენი საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებით სარგებლობენ. ჩვენს მიერ შერჩეულია ყველაზე საჭირო და საინტერესო პროდუქტების  ვრცელი ნუსხა, რომლების შეძენაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებულ დაბალ ფასად, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის” - განაცხადა სს „ნიკორა ტრეიდი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური