სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:22

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა.

მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის  გამოეცხადათ მადლობა.

ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის  მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა.

1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და  საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.

წაკითხულია 218 ჯერ

Related items

  • საჰაერო ევაკუაციის სწავლება C130 თვითმფრინავით Agile Spirit 2019 ფარგლებში

    დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს. 

    სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

    სცენარის მიხედვით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს.  2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

  • „SES“-მა და „PANASONIC AVIONICS“-მა ხელი მოაწერეს მაღალი გამტარუნარიანობის შესახებ ხელშეკრულებებს

    SES“-ის სატელიტურ სიჩქარეს „Panasonic“-ი უზრუნველყოფს, რაც ავიახაზების მგზავრების მაღალი სიჩქარის ინტერნეტში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

    ლუქსემბურგი, 2016 წ. 25 თებერვალი – მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა „SES”-მა და „Panasonic Avionics“-მა გამოაცხადეს ორი მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შესახებ თანამგზავრის მაღალ გამტარუნარიანობასთან  დაკავშირებით (HTS), რომელიც ემსახურება საავიაციო, საზღვაო, ნავთობისა და გაზის ბაზრებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

    „Panasonic Avionics“ არის საჰაერო გასართობი და კავშირგაბმულობის სისტემების წამყვანი მიმწოდებელი.  „SES“-ის HTS დაფარვა ავიახაზებს შესაძლებლობას მისცემს შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილიდან ალასკაზე, ჰავაიზე, კანადაში, მექსიკასა და კარიბის კუნძულებზე მიმავალ მარშრუტებზე მგზავრებს შესთავაზონ საჰაერო უსადენო ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურება.  „Panasonic Avionics“-ი ასევე გამოიყენებს HTS სიმძლავრეს რეგიონის ზრდადი საზღვაო ბაზრებისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების მომსახურებისთვის.

    „ეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები ცვლილებების კიდევ ერთი ნაბიჯია საჰაერო კავშირის უაღრესად დინამიურ და ენერგიულ ბაზარზე“, განაცხადა „SES“-ის კომერციულმა დირექტორმა ფერდინანდ კაიზერმა. „ჩვენი ახალი მაღალი გამტარუნარიანობის თანამგზავრები "SES-14“ და „SES-15“ სრულიად შეცვლიან ავიახაზების მგზავრთა გამოცდილებას და შექმნიან საჰაერო კავშირის ახალ ეპოქას. "SES-14“ და „SES-15“ შემუშავებულია მობილობისთვის; მათ შეუძლიათ სიმძლავრისა და სიჩქარის დინამიკური რეგულირება შესაძლებლობების მაქსიმალური ზრდისთვის. ეს თვითმფრინავების მომსახურების შესაძლებლობას იძლევა განსხვავებულ გეოგრაფიულ და დროით ზონებში. ეს დიზაინი ამარტივებს ერთი რეგიონიდან მეორეზე, ერთი გადამცემი პუნქტიდან მეორეზე და ერთი თანამგზავრიდან მეორეზე გადასვლას. ორივე თანამგზავრის უნიკალური დიზაინი მოიცავს ვიდეოგადაცემის სხივებს, რომლებიც ავსებენ ვიწრო სხივებს და მაქსიმალურად ზრდიან გამტარუნარიანობას ინტერნეტისა და ვიდეო ნაკადების გადაცემისთვის. ორივე თანამგზავრის გაშვება მოხდება 2017 წელს“.

    „Global Communications Services at Panasonic Avionics“-ის ვიცე პრეზიდენტმა, დევიდ ბრუნერმა განაცხადა: „ჩვენი საკომუნიკაციო მომსახურება სწრაფად ფართოვდება რამდენიმე ვერტიკალურ ბაზარზე, ამიტომ მაღალი გამტარუნარიანობის თანამგზავრების ინოვაციური მოდელების მუდმივი ძიების პროცესში ვართ, რომლებიც დაგვეხმარება მომხმარებლებისთვის საუკეთესო საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაში. "SES“-თან მუშაობისას გაირკვა, რომ მათი SES-14 და SES-15 თანამგზავრები ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია არსებული HTS შესაძლებლობების შევსების მიზნით შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და კარიბის კუნძულების თავზე რეალურად მაღალი სიჩქარის კავშირის უზრუნველყოფისთვის. "SES“-ის ხედვისა და შეხედულებების გათვალისწინებით „Panasonic“ მოხარულია, რომ მათთან თანამშრომლობს და მოუთმენლად ველით როდის შევთავაზებთ ამ უნიკალურ მომსახურებებს საჰაერო ტრანსპორტის, ბიზნესავიაციის, ნავთობისა და გაზის, ენერგეტიკისა და საზღვაო ბაზრებს.“

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური