„გთხოვთ, გემუდარებით, დამიდექით გვერდში“ - ზაზა სარალიძე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 12:12

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა, საპროტესტო აქციები დაანონოსა. ზაზა სარალიძე მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმება.

ზაზა სარალიძემ საზოგადოებას აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

"მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 

წაკითხულია 1822 ჯერ

Related items

  • რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს

    რუსთაველზე, პარლამენტის წინ , სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეები დააკავეს.

    როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კარავში მომხდარი ინციდენტის გამო აიყვანეს. 

    საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი. 

    თავად აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. მათივე თქმით, პოლიცია კარავში შევიდა, იქიდან 5 პირი გამოიყვანა და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება.

  • დეკანოზი შიო მენაბდე - ჩემთვის მიუღებელია საუბარი, რომ თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ

    ითქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია - ამის შესახებ დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. 

    „ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

    მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული. 

    ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. 
    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

    მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

    იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.
    კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს. 

    უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლად შესვენებულთა დავითისა და ლევანისა“, -წერს დეკანოზი შიო მენაბდე. 

  • სოსო რობაქიძე - სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!

    სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა. 
    მისი თქმით, ზაზა სარალიძე წაგებული დარჩება, თუ კვლავ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. “კაცურად დარჩები ცუდი კაცი, თუ ჩვენთან არ მოხვალ და გვერდით არ დაგვიდგები. ამათთან ერთად შენ ვერ მოიგებ. ჩვენ გაპოვნინებთ სამართალს და თუ საჭიროა, შევეწირები შენი შვილის ამბავს. ზვიად კუპრავა ზონდერია. ყველა, ვინც მანდ მოდის, ზონდერია. გუშინ დავინახე, გურამ დონაძე მისულა იქ, რა უნდა უთხრას დონაძემ ვინმეს?!“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით, ფეისბუქის გვერდზე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

    „სარალიძეს ჯერ რუსეთიდან მოვლენილი გახარია დაემუქრა და შემდეგ სუსმა დაუპირა გატაცება.

    გახარია, ხელები შორს გამწარებული მამისგან,თორემ ამ შენ წერილს ქართველი ხალხი შენვე შეგაჭმევს“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური