30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 23:47

ვერძი
ამ დღეს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით და ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნა გექნებათ. თქვენთვის სასარგებლოა წყლის პროცედურები. კარგი იქნება, თუკი მოქმედებებში, ფულად ოპერაციებში, მშენებლობასა და შემოქმედებით გეგმებში დამაჯერებელი და სერიოზული იქნებით.

 

კურო
ეს დღე შესანიშნავია სახლისა და ოფისის რემონტის დასაგეგმად. ოფისის კომფორტზეა დამოკიდებული საქმეების მიმდინარეობა. რეორგანიზაცია ხარჯების გარეშე ჩაივლის. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ოფისს და ყველაფერი გააკეთეთ მის გასაუმჯობესებლად.

 

ტყუპები
საკმაოდ წარმატებული პერიოდი გელოდებათ, როგორც ფინანსურად, ისე კარიერაში. ვარსკვლავების თქმით, შეგიძლიათ, თამამად გარისკოთ, რადგან გზად სერიოზული დაბრკოლებები და პრობლემები არ გელოდებათ. ენდეთ მეგობრების რჩევებს: ისინი გიკარნახებენ, სად დააბანდოთ ფული. გაგიჩნდებათ ახალი იდეები და ახალ საქმეს ერთობლივად შეუდგებით.

 

კირჩხიბი
მეგობრებსა და ნათესავებს, ისე როგორც არასდროს, ექნებათ თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების იმედი - როგორც მორალური, ისე ფიზიკური და მატერიალური. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების საქმეებს, რათა მათ შესაძლო პრობლემები აარიდოთ თავიდან.

 

ლომი
თქვენი ძლიერი ენერგია გარშემომყოფებს გადაეცემათ. თანაც თქვენგან ამ ძალას სიამოვნებით მიიღებენ. ახლა თქვენთვის მთავარია, თავი იგრძნოთ ვარსკვლავად, შეიგრძნოთ, რომ კვლავ პოპულარული და ყველასთვის საყვარელი ხართ. ეს დღე შესანიშნავია ოჯახური ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, გამოიმუშაოთ ფული, მიეცეთ ვნებას ან მიხედოთ კარიერას.

 

ქალწული
ამ დღეს საკუთარ ბედისწერას გადაწყვეტთ. მიაღწევთ სასურველს, რაც არ უნდა ბევრი შრომა და მუშაობა დაგჭირდეთ ამისთვის. არ ღირს გადაჭარბება. უბრალოდ, შეეცადეთ, პრაქტიკული ინტერესი გამოიჩინოთ და აქედან გამომდინარე შეაფასოთ სიტუაციები.

 

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის და სხეულის წონის დაკლება/მომატებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტაოდენი დრო გამონახოთ დასასვენებლად. აიღოთ შვებულება და ფორმაში მოიყვანოთ საკუთარი სხეული, სული და გონება.

 

მორიელი
კონფლიქტური დღე გელოდებათ. თქვენსა და თქვენს ახლობელს შორის „შავი კატა“ გაირბენს ეჭვიანობის ნიადაგზე და თანაც უმიზეზოდ. გამოიყენეთ თქვენი კრიტიკული გონება, მწარე ენა, სხვადასხვა ცრურწმენები და გააუმჯობესეთ ურთიერთობა დედმამიშვილებთან, თვითკრიტიკული იყავით საკუთარი ქცევების მიმართ და უარი თქვით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებზე.

 

მშვილდოსანი
სიყვარული, დასვენება და გართობა გჭირდებათ. უმცროს თაობას თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს. ისინი აუცილებლად გაგახარებენ წარმატებებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ სახლში. გაუზიარეთ თქვენი კარგი განწყობა ახლობელ ადამიანებს.

 

თხის რქა
მარტოხელა თხის რქებს ცეცხლოვანი გრძნობები გაუჩნდებათ, რომლებიც მათ საკურთხევლამდე მიიყვანს. და ეს იქნება ღვთივკურთხეული ქორწინება. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ გულწრფელი და გახსნილი ადამიანებთან. ეს ახალ გრძნობებში დაგეხმარებათ.

 

მერწყული
ეს დღე შესანიშნავია ოჯახური ურთიერთობებისთვის. ოჯახში ისეთ სიტუაციას შექმნით, სადაც, უბრალოდ, არ იარსებებს გაუგებრობები და კონფლიქტები. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის თითოეულ წევრს თავისი ადგილი მიუჩინოთ და თითოეულის მოვალეობები განსაზღვროთ.

 

თევზები
არ გამოირიცხება ამ დღეს საჩუქრად მცირედი თანხა მიიღოთ. შესაძლოა, ეს თანხა დედამ გამოგიგზავნოთ. თუკი დიდი ხანია, არ გინახავთ ოჯახის წევრები, ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს აუცილებლად მოინახულოთ ისინი.

წაკითხულია 1624 ჯერ

Related items

  • 10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ძირითად დროს და ენერგიას დღეს ახლობელთა პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ, აუცილებლობა მოითხოვს დაეხმაროთ ირგვლივმყოფებს მიუხედავად საოფისე საქმეების სიუხვისა .

    კურო

    რთული, კონფლიქტური დღეა, სურვილი გიჩნდებათ გაერიდოთ ყველას და ყველაფერს, გაიქცეთ სადღაც შორს და დაივიწყოთ ის რაც აქამდე მხრებზე ტვირთად გაწვათ. ნუ აყვებით ემოციებს, ყველაფერი მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

    ტყუპები

    დღეს თქვენ სწორად და გონივრულად შეძლებთ ბიუჯეტის გადანაწილებას ყველა საჭიროებაზე, შენაძენიც მეტად სარგებლიანი იქნება.

    კირჩხიბი

    დაეყრდენით მხოლოდ თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

    ლომი

    დროა საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად შეხედოთ. იმისათვის რომ მოახდინოთ ახალი იდეებისა და თამამი გეგმების რეალიზება, საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა.

    ქალწული

    დღეს გაქვთ შანსი როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაფერი რაც ახლა ხდება, თქვენი მიზანდასახულობისა და შეუპოვარი შრომის შედეგია.

    სასწორი

    იცვლება თქვენი მსოფლხედველობა, შესაძლოა რაიმე ახლის შეწავლითაც დაკავდეთ, ამ პერიოდში ადვილად აითვისებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. გამოიყენეთ ეს შანსები.

    მორიელი

    მთავარია იზრუნოთ თქვენ რეპუტაციაზე, მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ თავდაჭერილი და არ დაუშვათ შეცდომები, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან გაჭირდება მათი მოგვარება.

    მშვილდოსანი

    თქვენში უსაზღვრო ენერგია ბობოქრობს, გამოიყენეთ ის პროფესიულ საკითხებში, საქმიანი ურთიერთობების განვიათარებაში, მოიძიეთ გავლენიანი ნაცნობები და განიმტკიცეთ პოზიციები.

    თხის რქა

    კარგი დღეა ფიზიკური საქმიანობისთვის, წარმატებებია მოსალოდნელი სამსახურეობრივ ასპარეზზე, თუმცა ფინანსური კუთხით სირთულეები ჯერ ისევ აქტუალურია.

    მერწყული

    საქმიან სფეროში წარმატებებსა და შექებას ელოდეთ, დაკმაყოფილდება თქვენი ამბიციები, ხელმძღვანელი პირებიც მეტად დაგაფასებენ, ელოდეთ მათგან საინტერესო შემოთავაზებას.

    თევზები

    შეეცადეთ იფიქროთ და კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, ნუ დახარჯავთ თქვენს ენერგიას წვრილმანებზე, ნურც ირგვლივმყოფებს დააბრკოლებთ და ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას.

     

  • 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი - საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

     
    კურო

    აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.

    ტყუპები

    სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.

    კირჩხიბი

    შესაძლოა დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა ასევე სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ უცხოელ პარტნიორებთან ან სხვა, შორი ქალაქის მცხოვრებთან წამოიწყოთ ახალი პროექტი.

    ლომი

    არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით მეტად კეთილგანწყობილი და ლაღი.

    ქალწული

    სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

    სასწორი

    ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.

    მორიელი

    შესაძლოა სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელვდებით მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.

    მშვილდოსანი

    დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.

    თხის რქა

    შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით, გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნების წიაღში, იმხიარულეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.

    მერწყული

    კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო, სასიკეთოს და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.

    თევზები

    შესაძლოა ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.

  • 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი თვალი ადევნეთ გარშემო მომდინარე მოვლენებს, გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილება, ცოდნა და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, ჯერჯერობით თავი შეიკავეთ აქტური ქმედებისგან ახალ საქმეებთან დაკავშირებით.

    კურო იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეთ, განტვირთვისთვის დაგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

    ტყუპები წარმოქმნილი ვითარება კამათსა და შეხლა-შემოხლას გამოიწვევს, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და მეტი სიცოცხლე შეიტანეთ იმ საკითხებში, რომელიც გაღელვებთ.

    კირჩხიბი დღეს მეტი სიფრთხილე და ძალების მობილიზება გმართებთ, რეალობის ჯანსაღი აღქმა დაგეხმარებათ სწორი და სამართლიანი ნაბიჯების გადადგმაში, აუცილებლობის შემთხვევაში კომპრომისზეც წადით და მშვიდად ადევნეთ თვალყური მიმდინარე მოვლენებს.

    ლომი მოსალოდნელია წარმატებები პირად-სასიყვარულო საქმეებში, დაგეგმეთ შეხვედრები, თუ ვინმეზე განაწყენებული ხართ ახლა ის დროა შეურიგდეთ დიდი ფიქრისა და ცერემონიების გარეშე.

    ქალწული პოზიტიური და სასიამოვო ცვლილებების დროა, მაგრამ აქცენტი გააკეთეთ იმ საქმეებზე, რომლებიც ნამდვილად კარგად იცით და რომლის წარმატებით განვითარებაშიც ეჭვი არ გეპარებათ.

    სასწორი მოსალოდნელია გარკვეული სახის ცვლილეები, რაც თქვენთვის მეტად სასიკეთო და წარმატების მომტანი იქნება. წერტილი დაუსვით გაურკვევლობებს. მოსალოდნელია ახალი რომანტიული ნაცნობობა.

    მორიელი შესაძლოა წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სრული დატვირთვით ამოქმედდება და შესაშურ წარმატებასაც მოგიტანთ.

    მშვილდოსანი შესაძლოა სწორედ ახლა გაერკვეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. საკუთარ თავში ჩაღრმავებით მკაფიოდ დაინახავთ და შეიცნობთ თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე თითოეული დაბრკოლებების არსს.

    თხის რქა მოიძიეთ ახალი სანდო თანამოაზრეები და პარტნიორები, ყველაფერი გააკეთეთ ჰარმონიული და სასიკეთო ურთიერთობებისთვის, რომელიც სასურველია მორალური პრინციპებით იყოს განმტკიცებული.

    მერწყული გაფილტრეთ და აწარმოეთ საქმიანი ურთიერთობები მხოლოდ სანდო და გამოცდილ ადამიანებთან. ნუ დახარბდებით ახალ მაცდუნებელ წინადადებებს, რადგან დიდი ალბათობთ ისინი წამგებიანი იქნება.

    თევზები დღეს საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება ან ნაჩქარევი მოქმედება შეცდომებს გამოიწვევს, რაც უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. მეტი სიფრთხილე და გონიერება გმართებთ.

  • 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი - ფართოვდება თქვენი საკომუნიკაციო სივრცე, ახლა გაქვთ საშუალება აირჩიოთ, თუ ვისთან ერთად გააგრძელოთ და ააწყოთ მომავალი საქმიანობა, ყურადღება მიაქციეთ სამყაროსეულ მინიშნებებს.

    კურო - მოერიდეთ მნიშნელოვან ცვლილებებს, იყავით ფრთხილად, რადგან დიდია ცდუნების ალბათობა ფინანსურ თემებთან დაკავშრებით, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

    ტყუპები - მოსალოდნელია დაპირისპირება კონკურენტებთან ან ინტერესთა შეჯახება სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, ამიტომ იყავით მეტად მობილიზებული და ფრთხილი.

    კირჩხიბი - გულმოდგინედ შეასრულეთ დანაპირები და მონდომებით განაგრძეთ თქვენი საქმიანობა, შეიცვალეთ იმიჯი, ინტერესთა სფერო, მაგრამ იყავით ერთგული პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

    ლომი - მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები, ამიტომ სასურველია აკონტროლოთ ბიუჯეტი და თავი აარიდოთ ზედმეტ გულუხვობასა და ხელგაშლილობას.

    ქალწული - შორეული მოგზაურობის ალბათობა მატულობს, სასურველია მოინახულოთ მშობლები, ადამიანები რომლებიც წარსულში თქვენზე ზრუნავდნენ და სხვა ოჯახის წევრები.

    სასწორი - გაითვალისწინეთ, რომ ახლა ჯობია საქმეები გეგმის მიხედვით, თანმიმდევრულად აკეთოთ. ჯერ არსებული საკითხები დაამუშავეთ და შემდეგ შეეჭიდეთ ახალს. ამგვარად დაზოგავთ თქვენს ენერგიას და შეძლებთ სირთულეების მოგვარებას.

    მორიელი - გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაიმე თქვენი სიამოვნებისთვის, თუმცა ნუ დაკარგავთ კონტროლს თქვენს ბიუჯეტზე და იფიქრეთ შემოსავლების გაზრდაზე.

    მშვილდოსანი - დღეს მოახერხებთ ყველას და ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში შესაბამისი ადგილი მოუნახოთ. შეძლებთ ხელში აიღოთ სადავეები და მოირგოთ წარმატებული ლიდერის როლი.

    თხის რქა - აღიდგინეთ ძალები, მეტად მოახდინეთ თქვენი ენერგიების მობილიზება, თვალი მიადევნეთ მინდინარე მოვლენებს და სიტუაციის შესაბამისად გონივრულად მართეთ თქვენი ბიზნესი.

    მერწყული - შეეცადეთ მთლიანად გამოავლინოთ თქვენი საქმიანი შესაძლებლობები, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, იაქტიურეთ, ახლა კომუნიკაციები ძალიან გჭირდებათ.

    თევზები - ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, აირჩიეთ უფრო მნიშნელოვანი საკითხები, შეეცადეთ მიიღოთ საუკეთესო შედეგები და გზა გაიკვალოთ ახალი სიმაღლეებისკენ.

     

  • 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფინანსური დახმარება გავლენიანი პირისგან მიიღოთ და იდეების განხორციელებას შეძლებთ.

    კურო
    კარგი დღეა ინფორმაციების მოსაძიებლად. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. ცოტათი გაინებივრეთ თავი სასუსნავით, რომანტიკით.

    ტყუპი
    საქმიანი შეხვედრების, მიმოსვლის, ხელშეკრულებების გაფორმების დღეა. ეცადეთ, ყველას არ გაუმხილოთ თქვენი გეგმები და მიზნები.

    კირჩხიბი
    წარმატებული დღე გელით. თქვენ სასიკეთოდ მოგვარდება მოლაპარაკება. შეიძინეთ სამოსი, პარფიუმერია, ტკბილეული. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

    ლომი
    ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი მეგობრული და ღიმილიანი უნდა იყოთ. საოჯახო საკითხები ვახშმის დროს დროს განიხილეთ.

    ქალწული
    წინსვლაა მოსალოდნელი იმ საქმეებში, რომელთა დასრულების იმედიც კი აღარც გქონდათ. შეიძლება დიდი ხნის უნახავი მეგობარი დაგიკავშირდეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

    სასწორი
    პროფესიული საკითხების პარალელურად მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებებიც. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფული საჩუქრის სახით მიიღოთ.

    მორიელი
    მეტი დრო დაუთმეთ გარშემო მყოფების კეთილდღეობაზე ზრუნვას. თბილად ესაუბრეთ კონკურენტებსაც კი. იყავით მეტად მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. მოსიყვარულე - საყვარელი ადამიანის.

    მშვილდოსანი
    კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა და დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

    თხის რქა
    დღეს დამოუკიდებლად ამოხსნით რთულ საქმეებს. ნუ იქნებით მკაცრი გარშემო მყოფებისადმი. კარგი დღეა განაწყენებულ მეგობრებთან შესარიგებლად. საყვარელი ადამიანისთვის - სიყვარულის ასახსნელად.

    მერწყული
    დილიდან პოზიტიურად დაიმუხტეთ. არ არსებობს საქმე, რომელსაც თქვენ ვერ შეასრულებთ. დაეხმარეთ ახლობლებს საქმეების მოგვარებაში, მატერიალურადაც. ნუ გაიტანჯავთ თავს დიეტით.

    თევზები
    მიზანმიმართული და პოზიტიური ხართ. ახლობლების დახმარებით ყველა სირთულეს მარტივად მოაგვარებთ. კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული საქმეებისთვის მიმართეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური