საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით SPUTNIK-ი ვიდეოპროექტს წარმოგიდგენთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მაისი 2018 13:23

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ-პოეტური ვიდეოპროექტი წარმოადგინა, რომელშიც მონაწილეობენ ფოლკ-ჯგუფი Bani, პიანისტი ლუკა ოქროსი და მომღერალი მეგი გოგიტიძე. პროექტის ფარგლებში ცნობილმა ქართველმა ზელოვანებმა ქართული პოეზიის კლასიკოსების ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს და ამ ფორმით მიულოცეს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე.
ჯგუფი Bani-ის წევრმა ბესო კვიციანმა მურმან ლებანიძის „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" წაიკითხა, რომელიც სამშობლოსადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი. პიანისტმა ლუკა ოქროსმა მუხრან მაჭავარიანის „ვითარცა მტკვარი" შეარჩია, რომელიც მის მიერ შექმნილ მუსიკაზე წაიკითხა. პროექტი ლეგენდარული ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას ლექსით „რამ შემქმნა ადამიანად" სრულდება, რომელსაც მუსიკალურ-ვოკალური ინტერპრეტაციით მეგი გოგოტიძე ასრულებს. მომღერალმა XIX საუკუნის პოეზია და სიმღერა "საქართველო" გააერთიანა, რომელიც მეგიმ XXI საუკუნეში დაწერა.
რესურს „Sputnik საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „Sputnik-ის მუსიკალურ-პოეტურმა პროექტმა ახალგაზრდა არტისტები შეკრიბა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ადიდებენ საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას. ყველა ვიდეო ერთ საერთო ალბომშია გაერთიანებული, რომელიც სამშობლოსადმი, ოჯახისადმი, ქართული ტრადიციებისა და ხელოვნებისადმი სიყვარულზე მოგითხრობთ".
საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ზეიმობენ. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელიწადი იარსება. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა
„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

წაკითხულია 398 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა თურქმენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის 28–ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
     
    დავით ზალკალიანმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, თურქმენ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
     
    მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
     
    „ჩვენ ერთად გადავლახეთ ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან და, ამ პროცესში, არაერთხელ დავხმარებივართ  ერთმანეთს, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა  სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

    „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოც და თურქმენეთიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ და სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება არის ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევად ჩვენ ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. საქართველო მხარს უჭერს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა პერსპექტიულ წამოწყებას. „ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
     
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკა და თურქმენეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სიხშირის პოზიტიური დინამიკა.
     
    დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა: „მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ და გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები, რომლებმაც ხელშესახები შედეგები მოიტანეს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.“-განაცხადა ზალკალიანმა.
     
    საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
     
    „ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არცერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქმენეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია მრავალმხრივ ასპარეზზე, ისევე როგორც საქართველო ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება თურქმენეთთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო არენაზე“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

  • 26 მაისი მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, საზეიმო დღე, როგორც სხვა დღესასწაულები.

    "წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მე მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.

    საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი - დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ტრადიციულ, საყოველთაო დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები.

    26 მაისს, 17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება.

    დაახლოებით, ორი ასეული ღონისძიებაა დაგეგმილი. განრიგსა და სხვა კონკრეტულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით მოსახლეობას"- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

  • SputnikPro-ს მასტერ-კლასი თბილისში: რუსი მედიამენეჯერების წარმატების საიდუმლო

    საერთაშორისო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ ცენტრში რუსმა მედიამენეჯერებმა ქართული პრეს-სამსახურებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებისთვის SputnikPro-ს სერიის მასტერ-კლასი გამართეს.

    ჟურნალისტებს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოების სტანდარტები და ტექნოლოგიები გააცნეს. მასტერ-კლასის პირველი სერია მინსკში ჩატარდა, მეორე — თბილისში, საიდანაც მედიამენეჯერები ერევანში გაემგზავრებიან. Sputnik-ის ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნების მულტიმედიური ცენტრების დირექტორის მოადგილის მარინა პერეკრესტოვას თქმით, პროექტის საპილოტე ვერსია გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა აზერბაიჯანში, რის შემდეგაც მისი განვრცობა გადაწყდა. 

    „ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბერში შევკრიბეთ აზერბაიჯანელი კოლეგები და გამოცდილება გავუზიარეთ. საკმაოდ კარგი გამოხმაურებებიც მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ბაზარი ამით დაინტერესებულია, რომ ჩვენი კოლეგები მზად არიან მიგვიღონ, მოგვისმინონ, კითხვები დაგვისვან. ამიტომ გადავწყვიტეთ, თემა დიდ პროექტში გადაგვეყვანა“, — აღნიშნა პერეკრესტოვამ.

    მისი თქმით, SputnikPro – ეს ნიშნავს იმას, რომ გესაუბრებიან Sputnik-ის პროფესიონალები.

    ციფრები, მოსაზრებები, ტრენდები — 2018 წელი

    მასტერ-კლასზე პირველი პრეზენტაცია საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ახალი მედიის კათედრის პედაგოგმა ნატალია ლოსევამ წარმოადგინა. მან თანამედროვე მედიასივრცეში უახლოეს მიმდინარეობებზე ისაუბრა.

    „დღეს ბევრი სიახლე მოვისმინე. კერძოდ, გავიგე, როგორ უნდა წარმოვადგინო ინფორმაცია, როგორ უნდა ვიმუშავო აუდიტორიასთან ინტერნეტის მეშვეობით“, — თქვა თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფანჯიკიძემ.

    თავად ლოსევას თქმით, ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება, წინ მიდის და ხშირად მისთვის ფეხის შეწყობა ჭირს. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პროფესიული სიახლეები უნდა გაუზიარონ.

    „მე, როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა, ვიცი, რომ სახელმძღვანელოები ვერ ეწევა იმ ცვლილებებს, რომლებიც მასმედიაში ხდება. სახელმძღვანელოები და ქრესტომათიები ლამის გამოცემისთანავე ძველდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ლოსევამ Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

    ფეიკური სიახლეები

    განხილვის მომდევნო თემა იყო ფეიკური ახალი ამბები და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელება მკითხველის შეცდომაში შეყვანისა და ფინანსურ-პოლიტიკური გამორჩენის მიღების მიზნით. ქართველი ჟურნალისტებისთვის ფეიკურ ახალ ამბებთან ბრძოლის მასტერ-კლასი საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მრეველმა სვეტლანა ბაბაევამ ჩაატარა.

    „ჩვენ სიამოვნებით ვისმენთ კოლეგების შეკითხვებს. მათ ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით შეუძლიათ თავი აარიდონ შეცდომებს და არ დაუშვან ისინი. ამაშია სიბრძნე: მოისმინო ყველაფერი, აითვისო ის, რაც შეიძლება ეფექტური და სასარგებლო გამოდგეს შენთვის, რათა საქმე უკეთ, უფრო პროფესიონალურად და სიმართლით აკეთო“, — თქვა ბაბაევამ მასტერ-კლასის დასრულების შემდეგ.



    მისი თქმით, აღნიშნული ტრენინგი შესანიშნავი პლატფორმაა ქვეყნებს შორის მასობრივი ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობისთვის.

    „როცა მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, კოლეგა ჟურნალისტები ურთიერთობენ და ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ — ეს შესანიშნავია. ამაშია იმის საფუძველი, რომ ყველა სირთულე გადაილახება“, — აღნიშნა ბაბაევამ.

    ვიზუალური გაფორმების ხელოვნება

    ბოლო ტრენინგი ბილდ-რედაქტორებისა და ფოტოგრაფებისთვის Россия сегодня-ს ონლაინ-გამოცემის ფოტოსამსახურის ოპერატიული ილუსტრირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ სვეტლანა სვიაზოვამ ჩაატარა.



    „სვეტლანა სვიიაზოვას გამოსვლაში ყველაზე საინტერესო საავტორო უფლებების თემა გამოდგა, რომელიც საინფორმაციო რესურსებში ფოტოების გამოყენებას ეხებოდა. საქართველოში ძალიან ხშირად ვაწყდებით დარღვევებს. მასმედიის ნაწილი არ იცავს ამ უფლებებს, მაგრამ მომავალში ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდება, ვინაიდან საერთაშორისო კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს საავტორო უფლებების საკითხს“, — განმარტა Sputnik-საქართველოს“ ბილდ-რედაქტორმა ოლგა ნეიმანმა.

    სვიაზოვამ ასევე ისაუბრა რეპორტაჟებისა და ფოტოლენტების გაფორმების პრინციპებზე, რათა სტატიები და ახალი ამბები უფრო მეტად წასაკითხი და საინტერესო გახდეს აუდიტორიისთვის.









  • Sputnik-საქართველო ჟურნალისტური პრემია Рублевая зона-ს ლაურეატი გახდა

    მასალების სერიამ ციკლიდან „პოპულარული ეკონომიკა“ Sputnik-საქართველოს გამარჯვება მოუტანა რუსეთის ფინანსური ჟურნალისტიკის კონკურსზე.

    თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ფინანსური ჟურნალისტიკის რეგიონული კონკურსის Рублевая зона-ს  ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური მედია, რომელიც ეკონომიკურ, ბიზნეს და ფინანსურ საკითხებს აშუქებს“. პრემია ამ ნომინაციაში პირველად გაიცა. მის მოსაპოვებლად ჩეხი, ბულგარელი, ყაზახი, უკრაინელი, ბელარუსი. ქართველი და სომეხი ჟურნალისტები იბრძოდნენ.

    კონკურსში მონაწილეობისთვის Sputnik-მა წარმოადგინა მასალების სერია ციკლიდან „პოპულარული ეკონომიკა“, რომელშიც შევიდა შემდეგი პუბლიკაციები: „როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში: თვალსაჩინო ინსტრუქცია“, „დოლარი თუ ლარი: რა ვალუტაში ს ჯობს ბინის ყიდვა““, „როგორ ვიყიდოთ საცხოვრებელი საქართველოში: ლაიფჰაკები და წყალქვეშა ქვები“, „როგორ ვიყიდოთ მიწა და ავაშენოთ სახლი საქართველოში“. პროექტის ავტორი გახლდათ Sputnik-საქართველოს ჟურნალისტი, ეკონომიკური მიმომხილველი ულიანა ვლასენკო.

    „თანამედროვე საქართველო საკუთარ მოსახლეობასა და სტუმრებს შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს ბიზნესისა და ცხოვრებისთვის. ამიტომ ახალი რუბრიკა დავაარსეთ და დავიწყეთ წერა ეკონომიკისა და პირადი ფინანსების თემაზე, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, გაერკვნენ ყველაფერში. ჩვენ მცირე ბიზნესითა და პირადი უძრავი ქონებით დავიწყეთ, მაგრამ გეგმაში გვაქვს გიამბოთ ინვესტიციებზე, ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ბიზმესის წარმოებაზე, გადასახადებზე, დაგროვებულ თანხებზე და ასევე ვუპასუხოთ შეკითხვებს,  რომლებიც ჩვენს მკითხველებს აღელვებთ“,  — განაცხადა ულიანა ვლასენკომ.

    „პროექტი „პოპულარული ეკონომიკა“ მოწოდებულია, უბრალო და ყველასათვის გასაგებ ენაზე გიამბოთ რთულ და მნიშვნელოვან თემებზე. მკითხველის ინტერესი ამ თემისადმი და ჩვენი მასალებისადმი ძალიან მაღალია, ამიტომ განვაგრძობთ რუბრიკის სასარგებლო სტატიებით შევსებას ბიზნესზე, უძრავ ქონებასა და პირად ფინანსებზე საქართველოში. განსაკუთრებით შთაგვაგონებს ის, რომ ჩვენი გამოცდილება აღიარეს ჩვენმა კოლეგებმა და კონკურსმა Рублевая зона-მ“, — აღნიშნა პროექტ Sputnik-საქართველოს ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

    ფინანსური ჟურნალისტიკის რეგიონული კონკურსი Рублевая зона 2014 წლიდან ტარდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში წელიწადში ორჯერ და კონკურსის მხარდამჭერები არიან მიმღები რეგიონის სახელისუფლებო ორგანოები. 2017 წელს პრემიის გადაცემის ცერემონია 27 ოქტომბერს გაიმართა ეკატერინბურგში. კონკურსი ერთ-ერთია სახელმწიფო დღესასწაულის, „ფინანსისტის დღის“ პროგრამაში შემავალ ღონისძიებათაგან.

    კონკურსის გენერალური პარტნიორია რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი. კონკურსის მხარდამჭერები ასევე არიან: მეანაბრეთა და აქციონერთა უფლებების დამცველი ფედერალური ფონდი, რუსეთის რეგიონული ბანკების ასოციაცია, რუსეთის ბანკების ასოციაცია და სხვა ფინანსური ორგანიზაციები. 2017 წლის კონკურსის საშემოდგომო სესიაზე საორგანიზაციო კომიტეტმა ახალი ნომინაცია დააწაესა: „საუკეთესო უცხოური მედია, რომელიც ეკონომიკურ, ბიზნეს და ფინანსურ საკითხებს აშუქებს“. ამ ნომინაციის ფარგლებში საორგანიზაციო კომიტეტი 8 ქვეყნიდან წარდგენილ 21 განაცხადს განიხილავდა.

    Sputnik-საქართველომ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყოს და დღეისათვის ლიდერია საქართველოს ინტერნეტ-მედიასაშუალებებს შორის*. სააგენტოს შემადგენლობაშო შედის იგივე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტრადიო. Sputnik-საქართველო არის ნაწილი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსი და რადიოსი მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. ხელმომწერებისთვის Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები 24 საათიან რეჟიმშო გამოდის ინგლისურ, არა ბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.



    Read more: https://sputnik-georgia.com/press_release/20171030/237974166.html


  • ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე
    ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, სასტუმრო “ჰოტელ აივანში“ ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე.
    საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქ.თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ დამიან უამპლერმა  (Damian Wampler)
    ამერიკის მეგობართა კლუბის ხემძღვანელმა მიულოცა ამერიკელ ხალხს მათთვის მნიშვნელოვანი დღე და განაცხადა რომ აშშ-ი მაგალითია ყველასთვის, ვისაც სურს თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს. დღეს ჩვენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ავღნიშნავთ იმ პრინციპების იუბილეს, რომლებზეც დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატები და რომლებიც მეტად დაფასებულია ამ ქვეყანაში - ეს არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
    მან ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. ქართულ ამერიკული  მეგობრობის მიერ განვლილ გზაზე,  ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერაზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მსოფლიოს ყველ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის ყველაზე განსაკუთრებული და მტკიცე მხარდამჭერია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე, რომელმაც მის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაღებული სისხლის ფასად დაამტკიცა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე.
     
    სიტყვის დასასრულს ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანას შორის 25 წლის უკან დაწყებულ მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვეღარაფერი და ვერავინ შეაჩრერებს. ყველა მკაფიოდ დაინახავს და კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდება, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
     
    დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები იყვნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროსაქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რუსეთ-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. სადღესასწაულო წვეულებაზე  აშშ-ის და საქართველოსა ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუში-ქურასბედიანი, შეასრულა აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.  4 ივლისის წვეულება დასრულდა საზეიმო ფეირვერკით.
     
    აშშ-ის დამოუკიდებლობის საზეიმო მიღებას დაესწრნენ, საქართველოს პარლამენრის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, სამხედრო ატაშეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ბიზნესის და მედიის სფეროდან ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორები, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები ამერიკელები.
    აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მხარდამჭერები და სპონსორები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ქ.თბილისის მერია,  ფარმაცეტული კომპანია "ავერსი", საქართველოს ფოსტა, ავიო კომპანია ჯორჯიან ეარლაინსი (აირზენა), ოპტიკურ კომპანია "რონიკო"ამერიკულ კომპანია "KVJ" ამირან შალიკაშვილის პანტონიმის სახელმწიფო თეატრი, ნატალი ჯგუფი, კომპანია "ისი პარი" თელავის ღვინის მარანი,  კოკა კოლას ბოთლერს ჯორჯია, ყავა პელე და ინგლისურენოვანი გაზეთი "მესინჯერი".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური