ანა სუბელიანი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მაისი 2018 11:12

საზოგადოება განვითარების გზას ადგას, მაგრამ ამის პარალელურად, ძალიან ცუდი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული ჯგუფები საზოგადოების ჯგუფებს შორის შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ, რაც შესაძლოა, მათ შორის, ქვეყნის მტრების ინტერესებში შედიოდეს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ანა სუბელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღევანდელი აქციის ერთ-ერთი უმთავრესი მესიჯი სწორედ ეს იყო. ჩვენ მივმართავთ როგორც ჩვენი აქციის მონაწილეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქციის მიღმა, ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, ნუ გახდებიან მანიპულირების ობიექტები და დაფიქრდნენ, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ჩვენს შორის შუღლის გაღვივება“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება გვყავს, რომლის 60%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ბავშვის ცემა აღზრდის ნორმალური მეთოდია, ამ საზოგადოებაში მუდმივად ძალადობენ ქალებზე და მათ ყოფილი ქმრები, თუ პარტნიორები კლავენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ მოცემულობაში, როცა აგრესია მთელ მსოფლიოში ასეა გამძაფრებული და საზოგადოებაში აგრესიულ გამოვლინებებს ვხვდებით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტოლერანტული და არააგრესიული თაობა აღიზარდოს, ანა სუბელიანმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, სკოლა და ქუჩა, სადაც ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების ზუსტი მოდელი, ზუსტი ანარეკლია და ჩვენი ქცევით, ღირებულებებით, თუ ყოველდღიური ცხოვრებით, მათ კარგი მაგალითი უნდა მივცეთ.

,,ბულინგის წინააღმდეგ ბავშვებთან ძალიან ბევრს ვმუშაობ, მათთან ამ თემებზე ძალიან გახსნილი დისკუსია მაქვს და ამას ვხედავ. როცა ზრდასრულებს შორის აგრესიული ფონი ძლიერდება, პარლამენტში ჩხუბობენ და მასწავლებელი აგრესიას, ძალადობას ახორციელებს, ამ ყველაფერს ბავშვი აუცილებლად იმეორებს“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, განათლების სისტემაში არ არსებობს არანაირი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები საზოგადოების სრულფასოვან, პროდუქტიულ წევრებად, როგორ უნდა შეძლონ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თავიანთი მიზნების ძალადობის გარეშე მიღწევა.

„სკოლა არ არის სივრცე, რომელიც ბავშვებს მხოლოდ ფიზიკის კანონებს და ისტორიის თარიღებს აზეპირებინებს. სკოლა პირველ რიგში, ბავშვს არა უმაღლესი სასწავლებლისთვის, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის უნდა ამზადებდეს. ეს უპირატესი მნიშვნელობის მქონეა, რადგან თუ ბავშვმა ფაქტობრივ ცოდნაში რაღაც დანაკლისი მიიღო, ამის შევსება მუდმივადაა შესაძლებელი, ღირებულებების გადაფასება კი ბევრად უფრო რთული პროცესია“, – განაცხადა ანა სუბელიანმა.

წაკითხულია 688 ჯერ

Related items

  • "ეს ის გოგოა 9 აპრილის ძეგლზე რატომ ცეკვავდაო?! მოუსმინეთ და შეიყვარეთ" (ვიდეო)

    არლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების მშვიდობიანი აქციის დროს, 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე ანა სუბელიანმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათ ანა 9 აპრილს დაღუპულთა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. 
    გუშინ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ანა სუბელიანის ვიდეო გაიხსენეს, რომელშიც ის ინოლა გურგულიას სიმღერას ასრულებს.
    "ეს ის გოგოა 9 აპრილის ძეგლზე რატომ ცეკვავდაო?! მოუსმინეთ და შეიყვარეთ" - წერს ნინო დარასელი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური