Lenovo A5000 - თავის კლასში საუკეთესო სმარტფონი მძლავრი ბატარეით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 11:45

კომპანია Lenovo წარმოგიდგენთ 2015 წლის კიდევ ერთ ახალ სმარტფონს -  A5000.

სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები

• მძლავრი ბატარეა Quick Charge ტექნოლოგიით

• ეკრანის დაცვა წვიმისა და შხეფებისგან

• ენერგოეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სმარტფონის ავტონომიური მუშაობისდროს

• 5“ ეკრანი ხედვის ფართო კუთხეებით

• წინასწარ ჩატვირთული საოფისე პროგრამული უზრუნველყოფა

• ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა და ოთხბირთვიანი პროცესორი

 

სმარტფონს გააჩნია 5“ IPS HD (1280 x 720) ეკრანი. პროცესორი - MediaTek MT6582 1,3 გგც სიხშირით, ოპერატიული მეხსიერება - 1GB, შიდა მეხსიერება - 8 GB, აქვს microSD ბარათების მხარდაჭერა. ამ სმარტფონით მარტივია ცხრილებთან მუშაობა, ვიდეო ზარების განხორციელება ან უბრალოდ ინტერნეტ სივრცეში მოგზაურობა - მოსახერხებელი IPSეკრანი უზრუნველყოფს გამოსახულების სიმკვეთრესა და სიზუსტეს, ხოლო ერგონომიული მომრგვალებული ფორმის წყალობით A5000 კომფორტულად თავსდება ხელისგულზე, სპეციალური ნანო ტექნოლოგია კი სმარტფონს სითხის წვეთებისგან იცავს.

Lenovo A5000 -ის მთავარი ღირსება არის 4000 მა/სთ ბატარეა, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში მოწყობილობის წარმოუდგენლად ხანგრძლივ მუშაობასუზრუნველყოფს.ფუნქციის - Quick Charge - დახმარებით სმარტფონისულ რაღაც 3 საათში სრულყოფილად იტენება, ხოლო 15 წუთიანი დატენვის შემდეგ სმარტფონი საუბრის რეჟიმში4 საათი მუშაობს.

სმარტფონი ოპერაციული სისტემის - Android 4.4 - ის ბაზაზე მუშაობს, თქვენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლებთ ერთდროულად მოუსმინოთ მუსიკას და იმოგზაუროთ ინტერნეტ სივრცეში ან ითამაშოთ საყვარელი თამაშები. უახლოეს მომავალშიA5000 მიიღებს  Android 5-მდე განახლებას.

5 მპ კამერის და LED განათების დახმარებით A5000- ით უმაღლესი ხარისხის სურათები შეგიძლიათ გადაიღოთ. HSPA + სტანდარტის და მონაცემთა ჩატვირთვის მაღალი სიჩქარის წყალობით A5000  სოციალურ ქსელებთან და სხვა ონლაინ სერვისებთან მომენტალურ წვდომასუზრუნველყოფს. ხოლო ისეთი პროგრამების დახმარებით როგორიცაა Evernote, Kingsoft Office და Camcard მუდამ იქნებით კავშირზე.

მახასიათებლების მიხედვით LenovoA5000-ს პირდაპირი კონკურენტი პრაქტიკულად არ ყავს, მისი საორიენტაციო ფასის  - 379 ლარი - გათვალისწინებით კი ცალსახაა, რომ ახალი მოდელი მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით ისარგებლებს.

 

კომპანია Lenovo-ს შესახებ:

 Lenovo მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მსოფლიო რეიტინგის  Fortune 500-ის მუდმივი მონაწილეა. კომპანიის წლიური ბრუნვა $39 მილიარდს შეადგენს. Lenovo-ს მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავს კერძო პირებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და წარმოებაში. კომპანიის პორტფელი მოიცავს მაღალხარისხიან, სანდო და უსაფრთხო მოწყობილობებს: პერსონალურ კომპიუტრებს, მათ შორის ლეგენდარულ ბრენდს Think და მრავალრეჟიმიან კომპიუტერებს Yoga, სამუშაო სადგურებს, სერვერებს,სმარტ ტელევიზორებს, ასევე მობილური პროდუქტების ფართო ხაზს სმარტფონების, პლანშეტების და პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.

შეუერთდით ფეისბუქზე: https://www.facebook.com/lenovo.ge

წაკითხულია 2410 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური