„თქვენი მეზობელი ნიკო და ვანო ერთმანეთს თუ შეიყვარებენ, ამით თქვენი შვილი არ ტრავმირდება“ - ნათია აბრამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 14:18

საზღვარგარეთ მოღაწე ქართველი ჟურნალისტი ნათია აბრამია „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებას ეხმაურება:

„იმ კაცებს თანავუგრძნობ, ვისაც უნდათ რომ მათი შვილები არ გაირყვნან, მშვიდი და ლამაზი ბავშვობა შეირგონ, არ დამახინჯდნენ და არ დატრავმირდნენ.

ბედნიერებაა როცა მამა ასე ზრუნავს შვილზე.

ბავშვი მაშინ იღებს ტრავმას, როცა მამა ყვირის, კარებს აბრახუნებს, მაგიდაზე მუშტებს ურტყამს, დედას და ბავშვებს ეუხეშება.

თქვენი მეზობელი ნიკო და ვანო ერთმანეთს თუ შეიყვარებენ ამით თქვენი შვილი არ ტრავმირდება.

თქვენი შვილი ან დაიბადა გეი, ან არა, ამაზე თქვენ კონტროლი არ გაქვთ (თქვენთვის არავის უკითხავს გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, აი ზუსტად მასე არ გეკითხებათ ბუნება როგორი სექსუალური ორიენტაციის იქნება).

თქვენი შვილი ან ისწავლის ბედნირების შეგრძნებას და ან შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, ან დაბოღმილ და არარეალიზებულ ტიპად ჩამოყალიბდება.

აი ეს კი ნამდვილად თქვენზეა დამოკიდებული!

ებრძოლეთ იმას, რაც თქვენს სახლში სიმშვიდეს არღვევს.“- წერს ნათია აბრამია.

 

წყარო: newposts.ge

წაკითხულია 1659 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური