ნაჯა ორაშვილი - 7 გამსაღებელს შეეწირა მსოფლიოში საუკეთესო სცენა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მაისი 2018 11:26

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მინისტრის ბოდიში საკმარისი არ არის. ის მოითხოვს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომელთაც, მისივე თქმით, მსოფლოში ერთ-ერთი საუკეთესო სცენა შეეწირა. „პირადად მე ჩემს არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ამიტომ ჩემი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და პრინციპული იმიტომ, რომ 7 გამსაღებელს, რომლებიც დაჭერილი არიან კლუბის ტერიტორიის გარეთ, სხვადასხვა უბნებში, შეეწირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სცენა“, - განაცხადა ორაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“.

ორაშვილის თქმით, ის იყო პირველი, რომელმაც ბოლო დროს საქართველოში შემოსულ ახალ საშიშ ნარკოტიკზე განგაში ატეხა და რამდენჯერმე მიმართა შესაბამის უწყებებს ყურადღება მიექციათ ამ ფაქტისთვის, მაგრამ პასუხი თანამშრომლობის და ადეკვატური რეაქციის ნაცვლად იყო კლუბის „დასჯის“ ოპერაცია. ნაჯა ორაშვილის თქმით, მან განგაში ატეხა მანამდე, ვიდრე ბოლო კვირებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ადამიანები დაიღუპებოდნენ.


თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი  დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

წაკითხულია 221 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური