16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მაისი 2018 11:24

ვერძი
ენერგიული და კრეატიული ხართ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. 

კურო
მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორთან. მეტი დრო დაუთმეთ ესთეტიკასა და სილამაზესთან დაკავშირებულ საქმიანობას. ეცადეთ, თქვენთვის საინტერესო და მატერიალურად მომგებიან საქმიანობაში ჩაერთოთ. 

ტყუპი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, სილამაზე, გემოვნება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მეტი დრო დაუთმეთ ახალი იდეების განხორციელებას. 

კირჩხიბი
ნუ გახდებით რეკლამის მსხვერპლი. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ზედმეტად ნუ გაანებივრებთ ბავშვებს საჩუქრებით, სამოსით. 

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ ახალი იდეების განხორციელებას. საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ მწერლის, მხატვრის ნიჭი. საღამოს ნუ გამოაკლდებით წვეულებას. 

ქალწული
კარიერული წინსვლა და იდეების განხორციელება თქვენს აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. 

სასწორი
წარმატებით მოგვარდება ტურიზმთან, მოდასთან და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტები. ნუ მიიტანთ ყველა უსიამოვნებას გულთან ახლოს. 

მორიელი
ახლობლებისა და კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, დღეს დამოუკიდებლად უნდა მოიპოვოთ გამარჯვება. მეტი დრო დაუთმეთ ახალი პროექტების განვითარებას. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა სარეკლამო, რელიგიური და პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება პარტნიორებს დაუმეგობრდეთ ან მეგობრები გახდნენ თქვენი პარტნიორები. ნუ გამოაკლდებით წვეულებას, მხიარულ შეკრებებს. 

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ ახალ იდეებს, ფინანსური საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა მიმოწერისთვის, ახლობლებთან ურთიერთობისთვის. დაესწარით გამოფენებს, წვეულებებს. 

მერწყული
მიიღებთ საჩუქარს, ზოგიერთს აღიარება და სიყვარულის ახსნა ელის. შეიძლება ახალი თანამოაზრეები გაიჩინოთ. მეტი იზრუნეთ ახალი პროექტების განვითარებაზე. 

თევზები
სირთულეების, უსიამოვნებების დაძლევის დღეა. მეტი კონტროლი გმართებთ შვილებისადმი. განსაკუთრებით მათი დისციპლინისა და ჯანმრთელობისადმი.

წაკითხულია 225 ჯერ

Related items

  • 21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, სამართლიანი და განსაკუთრებულად ლამაზი იქნებით. ვერძების უმეტესობა შინაგანი კონცენტრირებულობით გამოირჩევა. თქვენგან წამოვა სხვადასხვა ინიციატივები, იქნება ეს მოგზაურობასთან, შემოქმედებასთან თუ სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებული. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიწყოთ იოგის კურსი.

     

    კურო
    პირად ურთიერთობებში სირთულეები გელოდებათ. ამ სფეროში დაძაბულობა გიკარნახებთ, ვისთან ვერ აგვარებთ ურთიერთობებს. გააანალიზეთ სიტუაცია, დაფიქრდით, იქნებ თქვენ, დიდი ხნის ნაცნობ ადამიანთან ურთიერთობის დროს, არასწორი სტრატეგია აირჩიეთ, ან იქნებ, ურთიერთობა, უბრალოდ, ამოწურეთ და მასთან ყოფნა თქვენთვის ჩვევაში გადაიზარდა?

     

    ტყუპები
    ეს დღე საკუთარი თავის პატივისცემასთან და შინაგან ჰარმონიასთან ასოცირდება. საკუთარი თავის პატივისცემა შესანიშნავი გრძნობაა. დაგეხმარებათ უიღბლო სიტუაციებისგან თავის დაღწევაში და ბევრ სიახლეზე დაგაფიქრებთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითრეალიზაციისთვის კარგი პერიოდი გაქვთ, გელოდებათ ფინანსური წარმატება და კაპიტალდაბანდება, ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო ქმედებებს და გადაუმოწმებელ პროექტებზე მუშაობას მოერიდოთ. ნუ გახდებით ავანტიურის მსხვერპლი!

     

    კირჩხიბი
    ამ დღეს მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეს არ იქნება რეზულტატის ან ფინანსური დაინტერესებისთვის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნება, თქვენი მუშაობის შედეგი ღირსეულად შეფასდება. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი რეპუტაცია რისკის ქვეშ არ დააყენოთ.

     

    ლომი
    გარშემომყოფებთან კონტაქტის მცდელობისას დაძაბული იქნებით და მათთან უთანხმოებაში შეხვალთ. მიზეზი კი სხვადასხვა მიზნები და განზრახვები იქნება. პრობლემების აღმოფხვრის დროს სკანდალის ცენტრში აღმოჩნდებით. სცადეთ უკმაყოფილოების დამშვიდება, შემდეგ კი, მყარად და არგუმენტირებულად გააჟღერეთ საკუთარი პოზიცია.

     

    ქალწული
    ეს დღე ახალი საქმეების დაწყებასა და პერსპექტიულ დაგეგმარებას უკავშირდება. მთელი პირადი გამოცდილება პროექტების წარმოებისას კონცენტრირებაში დაგეხმარებათ, რომლებიც ეს-ესაა დაიწყება. მიიღეთ სიამოვნება და სიხარული სამომავლო გეგმებისგან. რომელიღაც წვეულების განხილვის დროს, განსაზღვრეთ საკუთარი როლი საერთო პროგრამაში.

     

    სასწორი
    შესანიშნავი დღეა მეგობრებთან საურთიერთოდ, სასეირნოდ და პერსპექტიული ნაცნობობისთვის. შესაძლოა, ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ. ვარსკვლავები კარგ დღეს უწინასწარმეტყველებენ სტუდენტ სასწორებსაც, რომელთაც გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე და გაატარეთ დღე ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილზე.

     

    მორიელი
    რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახში იშვიათი სტუმარი იქნებით. საოჯახო საქმეებზე რეგულარული სამსახურებრივი მივლინებების გამო მოგიწევთ უარის თქმა. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი სამაგალითო იყოს.

     

    მშვილდოსანი
    ეს დღე, მიუხედავად პრობლემებისა, შემოქმედებითი და საინტერესო იქნება. კარიერაში წინსვლა გელოდებათ. თუკი ამ დღეს მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ, დაუყოვნებლივ შეუდექით საქმეს.

     

    თხის რქა
    ზღვა იდეები მოგაწვებათ, მაგრამ მათგან რეალურის არჩევა გაგიჭირდებათ. მთელი ენერგია უშედეგო წამოწყებებში დაგეხარჯებათ. აუცილებელია, ისარგებლოთ კალკულატორით, უბის წიგნაკით, კალმით და მუდმივად დაითვალოთ, დაითვალოთ და კიდევ ერთხელ დაითვალოთ. კარგია, თუკი ახალ საქმეს ახლობელ ადამიანთან ერთად წამოიწყებთ.

     

    მერწყული
    დღის მეორე ნახევარში ოჯახში უთანხმოება გელოდებათ. არ გამოირიცხება პარტნიორთან კამათი საოჯახო საქმეებთან დაკავშირებით. მიზეზი საოჯახო საქმეებში თქვენ ნაკლებად აქტიურობა და მოვალეობების არასწორად გადანაწილება იქნება. ასევე, გაგიჭირდებათ ფინანსურ ხარჯებში საერთო აზრზე შეთანხმება. შეეცადეთ, საოჯახო ნივთები ერთად შეიძინოთ, რათა დამატებითი წყენა და წინააღმდეგობა არ შეგხვდეთ.

     

    თევზები
    პრაქტიკული საქმეებისთვის ეს დღე წარმატებული არ იქნება. შესაძლოა, საქმეებმა დაგაბნიოთ. გარე საუბარმა მიიზიდოს თქვენი ყურადღება, ან სულაც დაუგეგმავ მივლინებაში წახვიდეთ. იმისთვის, რომ შეცდომები აირდიოთ თავიდან, ისწავლეთ კარგი მანერები, ტაქტი, ეკონომია, სიფრთხილე და გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევა.

  • 18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    შესაძლოა, კოშმარებმა და დეპრესიამ შეგაწუხოთ. ამ დღის ტენდენციები არ მოგცემთ კონტრაქტებზე მუშაობის დასრულებისა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერის საშუალებას. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლში შუქი მუდმივად გენთოთ ან აანთეთ სანთლები, ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი ჩაი ან ვალერიანის აბაზანა.

     

    კურო
    ეს დღე შესანიშნავია ნეგატივისგან და მაგიური ქმედებებისგან გასათავისუფლებლად. იყავით ფხიზლად და გაუფრთხილდით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ჯადოქარს უწოდებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენია და მისი სრულუფლებიანი პატრონი ხართ.

     

    ტყუპები
    კარიერის საფეხურებზე ასვლისას და ცხოვრებაში საკუთარი იდეების განხორციელებისას, შესაძლოა, გარშემომყოფებზე წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვოთ. საკუთარი ხიბლისა და ორატორული ნიჭის დამსახურებით, შეეცდებით, მოვლენებს ახალი მიმართულება მისცეთ. შეგიძლიათ, სწრაფად გაერკვეთ წარმოქმნილ პრობლემებში და მოაგვაროთ ისინი.

     

    კირჩხიბი

     

    შესაძლოა, თქვენი დღე დილიდანვე წარმატებით არ დაიწყოს. თქვენს ხასიათზე ხელმძღვანელის ქმედებები მოახდენს გავლენას, რომელიც ხელფასის მომატებასთან დაკავშირებულ პირობას დაარღვევს. ნუ გადახვალთ საკუთარ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდხანს მოგიწევთ მოცდა ხელფასის მოსამატებლად.

     

    ლომი
    ვარსკვლავები გირჩევენ, მოინახულოთ ამ დღეს ოფიციალური დაწესებულებები, გააფორმოთ დოკუმენტები. შეფთან საუბარიც ამ დღეს წარმატებით დასრულდება. გამოიჩინეთ მაქსიმალური აქტივობა. თუკი თქვენი მიზნების დასახვა დაკავშირებულია თქვენთვის უცხო ადამიანებთან, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს უცხო ადამიანები გაიცნოთ. შეგიძლიათ, ახალი სამსახურის ძიებაში თქვენი რეზიუმე გაავრცელოთ.

     

    ქალწული
    პასიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგოთ. საუკეთესო შემთხვევაში, დაკავდებით რამე საქმით, თანაც ისე, რომ სრულად აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. დაისვენეთ, მაგრამ ზედმეტად ნუ მოდუნდებით.

     

    სასწორი
    ამ დღეს ჯანსაღ მეტოქეობასა და ინიციატივას გამოიჩენთ, რაც დაგეხმარებათ საქმიანი პრობლემების მოგვარებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, დასვენების შემდეგ ახალი ენერგიით მოეკიდოთ საქმეს.

     

    მორიელი
    ძველ პრობლემებს საბოლოოდ მოაგვარებთ და ახლიდან დაიწყებთ სამყაროს შეცნობას, თანაც სიამოვნებით და დარწმუნებით. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ გამოცდილება დაგეხმარებათ საკუთარი შეხედულებების ფორმირებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.

     

    მშვილდოსანი
    ამ დღეს პარტნიორებთან კონტრაქტების გაფორმება მოგიწევთ. თანამშრომლებს, რომლებიც არ გაწყობთ, დაუნანებლად დაემშვიდობებით. ააწყვეთ საკუთარი ბიზნესი, შექმენით ახალი საქმე - ეს მოგიტანთ წარმატებას და მოგებას. გამდიდრება ავტორიტეტის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

     

    თხის რქა
    თუკი საკუთარი საჭადრაკო სვლებით თამაშს მიეჩვიეთ, შესაძლოა, დამოკიდებულ პოზიციაში აღმოჩნდეთ, რადგან ყველა თქვენი ლოგიკური დასკვნა კონკურენციას ვერ გაუძლებს. მოგიწევთ, მუდმივად ცვალოთ ტაქტიკა, თუკი გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ.

     

    მერწყული
    შესაძლოა, საქმეების მიმართ ინიციატივა არ გამოიჩინოთ. თქვენი ბიუჯეტი დაუგეგმავი ხარჯებით შეივსება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ და გონება მოიკრიბოთ. შეეცადეთ, კარგად დათვალოთ გასავალი, რათა ფინანსური პრობლემების წინაშე არ დადგეთ.

     

    თევზები
    ამ დღეს თვალებს გაახელთ და შექმნილი სიტუაციით გაოცდებით. გაიგებთ, როგორ გეპყრობიან გარშემომყოფები რეალურად და სამწუხაროდ, შედეგი დიდად არ გაგახარებთ. გადადეთ სამუშაო ადგილის შეცვლა ან ახალი თანამდებობის დაკავება ცოტა ხნით - თქვენი ძალისხმევა დაიკარგება და სასურველ რეზულტატს ვერ მოგიტანთ.

  • 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    ეს დღე ფუჭ ცოდნასთან და ინფორმაციულ ხმაურთან ასოცირდება. საკუთარი მიღწევების გამო ცოტაოდენი კამათი და ტრაბახიც მოგიწევთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთის შეძენას, ვაჭრობასა და ინფორმაციების დაგროვებას. გაჩერდით და შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. შეზღუდეთ კონტაქტები და დაისვენეთ მარტოობაში.

     

    კურო
    ამ დღეს ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. მოგზაურობის სურვილი გაგიჩნდებათ და თუკი სხვა ქვეყანაში წასვლას ვერ შეძლებთ, იქნებ სახლს მაინც მოშორდეთ. გზაში შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ კონტაქტებს, როგორც საქმიანს, ისე შემოქმედებითს. ფინანსური კუთხითაც შესანიშნავი პერსპექტივები გელოდებათ. არ გამოირიცხება ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც.

     

    ტყუპები
    საკუთარი შესაძლებლობებისა და საინტერესო გარშემომყოფების დახმარებით ყველაზე იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდებით. ეს დღე მოვლენებით იქნება დატვირთული. დღის პირველ ნახევარში ახალ საქმეს წამოიწყებთ - შემოქმედებაში წარმატება გელოდებათ. არ დაივიწყოთ აქტიური დასვენების შესახებ.

     

    კირჩხიბი
    სამსახურში გადატვირთული მუშაობის გამო თავის ტკივილი შეგაწუხებთ. შესაძლოა, სისხლძარღვების სპაზმები ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემები წარმოგექმნათ. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ნუ იქნებით აგრესიული და ჯიუტი! არ წამოეგოთ სკანდალებს და გაგებით მოეკიდეთ საპირისპირო ქმედებებს.

     

    ლომი
    ამ დღეს გააცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში და კონკრეტულ წრეში თავისუფლებას ვერ გრძნობთ. ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა ხელს შეგიშლით, კარდინალურად შეიცვალოთ ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, სწორედ ეს გიხსნით სულელური საქციელის ჩადენისგან. დატვირთეთ საკუთარი თავი, რათა თავისუფალი ერთი წუთიც კი არ დაგრჩეთ. ამგვარად, სამსახურებრივ დავალებებსაც გაართმევთ თავს და ახალ ძალებსაც მოიკრებთ.

     

    ქალწული
    მორალთან დაკავშირებულ პრობლემებზე იქნებით კონცენტრირებული და შეეცდებით, საკუთარ ქმედებებს განმარტება მოუძებნოთ. შეეცადეთ, აბსტრაქციების სამყაროში არ გადაერთოთ, რომელშიც თქვენი ენერგია და კონკრეტული ქმედებებისთვის საჭირო იმპულსები დაიკარგება.

     

    სასწორი
    ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაგიუარესდებათ. შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა, ასაკობრივი ნევროზი, შფოთვა და გულის არეში ტკივილი იგრძნოთ. შეეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს. ყვირილი და მუქარა საჭირო არ არის. დაუშვებელია საკუთარ წესების ჯიუტად მტკიცება იქ, სადაც მოლაპარაკება შესაძლებელია.

     

    მორიელი
    ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ამოცანებს გადაწყვეტთ - ვისთან იმუშაოთ და ვისთან იცხოვროთ. ოჯახური ბედნიერება გელოდებათ, რომელიც შეგიძლიათ, თაფლობის თვეს შეადაროთ. ნუ გადადებთ მოგზაურობას - შეგიძლიათ, პრაქტიკული ინტერესები გართობასა და დასვენებას შეუთავსოთ.

     

    მშვილდოსანი
    ნათესავებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ. კოლექტიური მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდება. თავი შეიკავეთ კამათისგან და საჭიროების შემთხვევაში დაიცავით ახლობელი ადამიანები.

     

    თხის რქა
    შინაგანი ემოციური არასტაბილურობა ხელს შეგიშლით, გაერკვიოთ საკუთარ მდგომარეობაში. ვარსკვლავები არ გირჩევენ ალკოჰოლის მიღებას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ გააძლიერებს თქვენს დეპრესიულ მდგომარეობას. გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატების მიღების დროს.

     

    მერწყული
    მეორე ნახევართან ურთიერთობაში უსიამოვნო გაუგებრობა წარმოგექმნებათ, თუმცა, იდეალური ოქროს შუალედის პოვნას მაინც შეძლებთ. თქვენს სასიყვარულო თავგადასავალს გაგრძელება ექნება. ისარგებლეთ ვარსკვლავებისა და პლანეტების კეთილგანწყობით და იმოქმედეთ გონივრულად.

     

    თევზები
    შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან განქორწინება მოგიწიოთ. მიზეზი კი ძალიან სულელური იქნება - სურვილებისა და ვნებების ზეგავლენა. იყავით ყურადღებით გარშემომყოფების მიმართ და ნუ აჰყვებით ჭორებსა და ბოროტ ხმებს.

  • 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    კოლეგებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. კარგი დღეა ბინისა და ოფისის მოსაწყობად. 

    კურო
    მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ბიზნესის გაფართოებას. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. თუ იზარმაცებთ, ვერაფერს გააკეთებთ. 

    ტყუპი
    ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. თანამოაზრებთან ერთად დაგეგმეთ მომავალი. ზოგიერთი გათვისუფლდება ფულადი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან. 

    კირჩხიბი
    ინიციატივის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. იყავით მეტად პრაქტიკული და ის საქმეები დაისახეთ, რომლებიც ფულს მოგიტანთ. 

    ლომი
    შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ნათესავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ისარგებლეთ ახლობლების პროტექციით. 

    ქალწული
    სამომავლო გეგმები შეადგინეთ; ხელშეკრულებების პირობები განიხილეთ. წარმატება ელით ტურიზმის, სარესტორნო და სასტურო ბიზნესის წარმომადგენლებს. 

    სასწორი
    ნუ მოკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის მიმართაც გულგრილი ხართ. ნუ მოგერიდებათ ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა. 

    მორიელი
    დღეს ისეთ საქმეებსაც შეასრულებთ, რომლებიც ადრე რთული გეჩვენებოდათ. ზოგიერთი ახლობლებს ვალდებულებების მოგვარებაში დაეხმარება. 

    მშვილდოსანი
    სიფრთხილე გმართებთ ინსტრუმენტებთან მუშაობისას. კოლეგებთან ერთად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ზოგიერთი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

    თხის რქა
    ნუ ფიქრობთ, "რას იტყვის ხალხი". თქვენი მიზანია, გააუმჯობესოთ პარტნიორული ურთიერთობები, განავითაროთ ბიზნესი. 

    მერწყული
    გართობისა დ სიზარმაცის დრო არაა. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. დააკვირდით წვრილმანებს. განიხილეთ დეტალები. 

    თევზები
    მატერიალური მდგომარეობის საშუალება მოგეცემათ. იყავით დაკვირვებული მუშაობისას. საქმიან პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

  • 11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    შთაბეჭდილებებისა და რომანტიკის დღეა. მოულოდნელი შეხვედრა გელით მგზავრობისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

    კურო
    ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობასა და გარეგნობაში. გადახედეთ პარფიუმერიასა და კოსმეტიკას, იქნებ ისინი განახლებას საჭიროებენ. საჩუქრების ყიდვისას ნუ აჩქარდებით. 

    ტყუპი
    იცით რა გსურთ და იბრძვით სასურველის მისაღწევად. უნდა გაგახაროთ, კონკურენტებს მარტივად დაამარცხებთ. გქონდეთ სათადარიგო ვარიანტები. მათ შორის, სასიყვარულო სფეროშიც. 

    კირჩხიბი
    იყავით მსუბუქი ურთიერთობაში, გააუმჯობესეთ კონტაქტები. ნუ გახდებით საკუთარი ფანტაზიების მსხვერპლი. სერიოზულად ნუ მიიღებთ ჭორებს. 

    ლომი
    გაამჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გადაუმოწმებლად ნუ ენდობით გარშემო მყოფების აზრს. საღამოს ნუ გამოაკლდებით წვეულებას, კლუბებს. 

    ქალწული
    რომანტიკული თავგადასავლების დღეა. ვალდებულებების პარალელურად გართობასაც შეძლებთ. იყავით გულწრფელი მეუღლის მიმართ. 

    სასწორი
    ინტელექტუალური მუშაობა დაკვირვებას მოითხოვს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეიძლება მონათესავე სულს მიაგნოთ. 

    მორიელი
    ნუ გადავარდებით ილუზიებში და ნურც სხვათა გავლენის ქვეშ მოექცევით. შეიძლება ვიღაცამ განზრახ მოინდომოს თქვენთვის ჭკუის არევა. 

    მშვილდოსანი
    იყავით მეტად დიპლომატიური და რომანტიკული. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ვნების ბურუსში გაგხვევთ. ეცადეთ, დაიმსახუროთ პარტნიორის თქვენდამი კეთილგანწყობა. 

    თხის რქა 
    დღეს სამსახურსა და პრაქტიკულობას ცოტა უნდა გადაუხვიოთ; დატკბეთ სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრით, რომანტიკით. მანდილოსნებს უარს ვერაფერზე ეტყვით. 

    მერწყული
    სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ ლაგდება. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა, შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამოს მოაწყვეთ დღესასწაული, წვეულება. 

    თევზები
    მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეცადეთ, ილუზიებში არ გადავარდეთ და არჩევანში არ მოტყუვდეთ.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური