ბექა წიქარიშვილი - რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 მაისი 2018 23:37

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხზე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ჩართვას ითხოვენ, - ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

წაკითხულია 58 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი - ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები

    ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნარკოპოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

    მისივე თქმით, მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოს არავინ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში.

    “ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში, ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ. იმედი მაქვს, რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ - აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა - არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფასტრუქტურის, კონკრეტულად - სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

  • ირაკლი კობახიძის ვარაუდით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხდება

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხდება. მისი თქმით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს. 

    "ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. მართალია არის აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის წევრებს შორის, თუმცა არსებობს რესურსი, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ გვინდა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოვამზადოთ კანონპროექტი და ინიცირება მოვახდინოთ ამ კანონოროექტის, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა ზოგადი პრინციპების. მთავარი ამოცანა არის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, გატარდეს ჰუმანური პოლიტიკა და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს", - განაცხადა კობახიძემ.

    რაც შეეხება მარიხუანას შესაძლო ლეგალიზებას, კობახიძის თქმით, დღეს არ იქნება სწორი რამე პოზიციის დაფიქსირება. "ეს საკითხიც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რამე პოზიციის დაფიქსირება ერთი მიმართულებით",- განაცხადა კობახიძემ.

  • ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მმართველი გუნდი პარტიის ოფისში შეხვედრას მართავს

    "ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. პარტიის წევრთა განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთვარი თემა ნარკოპოლიტიკის რეფორმირება იქნება.

    უმრავლესობის დეპუტატთა განცხადებით, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, მათი ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

    როგორც გაირკვა ნარკოპოლიტიკის მაქსიმალურად ლიბერალიზაციას არ ეთანხმება, უმრავლესობის ფრაქციაში შემავალი “კონსერვატორების” წევრი გიგა ბუკია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური