შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 17:39

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის ტრადიციული სამოსი, ფოლკლორი და კერძები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 27 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს. მათ შორის არიან აშშ-ს, გერმანიის, პოლონეთის, ჩინეთის, ისრაელის, საბერძნეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების სტუდენტები. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

 

 

წაკითხულია 64 ჯერ

Related items

  • ფესტივალი «უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე»

    2018 წლის 5 მაისს საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორედ ჩატარდება ფესტივალი ‘’უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე‘’. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები,კერძოდ: კიევის ქუჩის მოხატვა უკრაინული თემატიკის ნახატებით, ყვავილების დარგვა, სკოლაში,ბაღში,ბავშვთა და ახალგაზრდობის ხელოვნების სახლში სხვადასხვა აქტივობის ჩატარება. 5 მაისს ღონისძიებები ჩატარდება მთელი დღის განმავლობაში (12:00 -15:00-დან ოფიციალური ნაწილი, 16:00-დან საკონცერტო პროგრამა) კიევის ქუჩასა და აღმაშენებლის ქუჩის საფეხმავლო ნაწილზე ,ეს ღონისძიებებია:

    - საქართველოში მოქმედი უკრაინული ბიზნესის პრეზენტაცია

    - უკრაინული ტურიზმის პრეზენტაცია

    - უკრაინელი მხატვრის გამოფენა ’’უკრაინა-საქართველო-ფასეულობა ტრადიციებში’’

    -’’პეტრიკივსკი’’უკრაინული ტრადიციული მოხატვის მასტერ-კლასები (მათ დამსახურებული უკრაინელი მხატვარი წარუძღვება)

    -უკრაინული ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა (სამოსი,აქსესუარები,სუვენირები,კერამიკული ნაწარმი)

    - საკონცერტო პროგრამა

    - უკრაინული სამზარეულო

    - კონკურსები

    -ასევე გაიმართება ლატარია, სადაც ყველას გადაეცემა პრიზი.

    ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის არიან: თბილისის მერი, უკრაინის საპატიო ელჩი საქართველოში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატები, სხვა ცნობილი სახეები,მასმედიის წარმომადგენლები, თბილისში მცხოვრები უკრაინელები,თბილისის მოსახლეობა, ტურისტები .

    ღონისძიების ბმული  facebook-ზე

    https://www.facebook.com/events/166857770687645/ 

    ღონისძიების პარტნიორები:

    უკრაინის საელჩო საქართველოში

    თბილისი City Hall

  • მე-8 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

    20 აპრილს, 10:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT) აწყობს, რომელიც ეძღვნება განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას და 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

    ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი 30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.

    კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:

    • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
    • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
    • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
    • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
    • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
    • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
      • ენა და კულტურა

    ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180). დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიატ იხილოთ: http://ircelt.ibsu.edu.ge/

  • თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

    თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

    კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 19 აპრილს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღელებსა და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

    კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

    კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. სელექციის შედეგად, 10-მდე ახალბედა დიზაინერი წარდგება მაყურებლის და ჟიურის წინაშე დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც   სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან.

    ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: Martini და Sobranie after party გაიმართება Museum Hotel-ში, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა კაფეში „შავი ლომი“, Flying Painters პრეზენტაცია გაიმართება ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია/პერფორმანსი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში იქნება წარმოდგენილი, ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენას “ელემენტარული ნაწილაკები“ რესტორანი „სტრადა“ უმასპინძლებს მარჯანიშვილზე. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

    გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს, რათა INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელის გიუზი ლარას და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლა მოისმინონ. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება, მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco),  Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

    თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და ვებ გვერდებზე.

    ოფიციალური მასპინძელი:  თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

    მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Check in Georgia.

    პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, გაბუნია და პარტნიორები, SOBRANIE, მეიდან ჯგუფი, Martini,  სასტუმრო მუზეუმი, SOLO, Weekend Max Mara, შავი ლომი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, Garden Hall, საქართველოს ხელოვნების სასახლე.

    საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია “იმედი”, “ნარგისი საქართველო“,  Marketer.ge, “Music Box”, „რადიო ფორტუნა” ,„არტარეა”, Georgia Today, “ალმა – alma”.

  • საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

    ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

    პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

    „დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

    პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

    შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

    დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

    „შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

    ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

    საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

    დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

    შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

    შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

  • თბილისში აღინიშნა დეკლარაციის „მშვიდობის დამყარებასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე გამოცხადების მეორე წლისთავი

    2018 წლის 30 მარტს თბილისში, საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნ2016 წლის 14 მარტს სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია –HWPL-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გამოცემული დეკლარაციის „მშვიდობის დამყარებასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW) დეკლარაციის გამოცხადების მეორე წლისთავს.

    იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად, განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL, რომელსაც კორეის ომის ვეტერანი ბატონი ლი მან ჰი ხელმძღვანელობს.

    არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისათვის, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე.

    2016 წლის 14 მარტს HWPL სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად HWPL-მა გამოსცა დეკლარაცია „მშვიდობის დამყარებასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

    სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად 2018 წლის 14 მარტს სეულში ჩატარდა დეკლარაციის მიღებისადმი მიძღვნილი მეორე სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა. კონფერენციის მუშაობას 70 ჟურნალისტი აშუქებდა.

    თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიური კონფესიების, მასმედიის და ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა. ღონისძიების მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნა სეულში ჩატარებული სამშვიდობო კონფერენციის ვიდეო-მასალები, რის შემდეგაც თბილისის კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე და ომების შეწყვეტის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთად-ერთი საშუალება მხოლოდ სამშვიდობო პროცესის წარმოებაა და ამისათვის აუცილებელია გაერთიანება, რათა ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდეს თავიდან ავიცილოთ ისეთი ტრაგიკული მოვლენის გამეორება, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი.

    კონფერენციის მონაწილენი იზიარებენ სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის მიერ გამოცემული დეკლარაციის „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW) პრინციპებს და მხარს უჭერენ მსოფლიოში ომების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების უმნიშვნელოვანეს იდეას.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური