საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დღეიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით მიიღებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 მაისი 2018 13:25

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

თეა წულუკიანს განცხადებით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

„პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები.მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო მიიღოს მონაწილეობა აქციაში, რომ საარჩევნო სია იყოს დახვეწილი.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წაკითხულია 15 ჯერ

Related items

  • ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს

    საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

    ომბუდმენის მიერ გავრცელებული ინფრომაციიდან ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს.

     


    "2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

     

    პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

    დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

    დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

    ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია ფრონტექსისა და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე”- აღნიშნავს ომბუდსმენი.

  • მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

    შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

    ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

    შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

  • მერია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს

    თბილისის მერია დედაქალაქში არსებული უამინდობის გამო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, ცალკეული შემთხვევების შესახენ ცხელ ხაზზე დარეკონ.

    ,,ძლიერი წვიმის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

    ამ დროისთვის, უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია.

    თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან.

    თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.“ - ნათქვამია განცხადებაში.

  • მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია თბილისის მერიაში

    თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

    “ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ითვალისწინებს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას. სივრცე მოეწყობა ახლებურად, იზრდება სამუშაო საათები, ასევე ნაცვლად კვირაში 5 დღიანი მომსახურებისა, 6 დღე მოვემსახურებით მოქალაქეებს. სიახლე იქნება ისიც, რომ ბევრ მათგანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, არ მოუწევს ადგილზე მოსვლა და ელექტრონულად შეძლებს განაცხადის გაკეთებას. სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და გარდა მერიის მისაღებისა, მოქალაქეებს  შეეძლებათ ასევე განაცხადები გააკეთონ ათივე რაიონულ გამგეობაში და შემდეგ, ეტაპობრივად, გამგეობებში მისაღებების მოდერნიზაციასაც  ვგეგმავთ. საკმაოდ კარგი და საინტერესო პროექტია, რაც, ერთის მხრივ, მომსახურებას გახდის უფრო მეტად სწრაფს და, მეორეს მხრივ,  გახდის უფრო მეტად ეფექტიანს. სამუშაოების დასრულებამდე ჩვენ მოქალაქეებს ვემსახურებით კოსტავას 72-ში, ამის შესახებ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკვე იციან და ცხელი ხაზის მეშვეობითაც ვავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ განაცხადებს დროებით ისინი ნაცვლად მერიის შენობისა აბარებენ კოსტავას 72-ში, ჩვენს ერთ-ერთ ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოში. სექტემბრის ბოლოდან მას შემდეგ, რაც ახალი, განახლებული  მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, მათ უკვე შეეძლებათ ისევ შარტავას 7 ნომერში გააკეთონ განაცხადი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს შესთავაზებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და სრულად ადაპტირებულ სივრცეს,  სწრაფ მომსახურებას, ასევე, გაზრდილ სამუშაო საათებს და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობას კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით). გარდა ამისა, მოქალაქეები მიიღებენ სრულფასოვან და კვალიფიციურ კონსულტაციას, სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ყველა რაიონულ გამგეობაში და მუნიციპალური სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონულადაც, სახლიდან გაუსვლელად. 

    მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და  სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები 1 აგვისტოდან დაიწყო. შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღება, დროებით, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-შია შესაძლებელი.  

     

  • საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

    საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

    ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე  - (+995 32) 294 50 50;  24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20;

    ამ ეტაპზე ფრანგული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური