დავით სუბელიანი - არ მაქვს განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მაისი 2018 14:04

არ მაქვს არანაირი განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით სუბელიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შინაარსი იყო შემდგომი შეხვედრის ფორმატის და შინაარსის განსაზღვრა. 

„ჩვენ დეტალებში არ წავსულვართ. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შს მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში რეალიზაცია დარჩება დასჯადი და რეალიზატორებთან ბრძოლა გაგრძელდება. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც ნარკოტიკების რეალიზაცია იყო მკაცრად დასჯადი ქმდება. თუმცა მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ წინსვლას მივიღებთ, მით უმეტეს, რომ კობახიძემ თქვა, რომ კიდევ ახალ კანონპროექტს შეიტანენ. ჩვენი კანონპროექტი არის ერთადერთი მსხვილი კარგი კანონპროექტი, რაც არსებობს. არის კიდევ რვა ნივთიერების კანონპროექტი. შინაარსზე არ გვინდოდა ლაპარაკი, გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. ითქვა, რომ რამეთი დავიწყოთო. მაქვს განცდა, რომ ოთხშაბათს შეიძლება გვითხრან, რაზე არიან წამსვლელები. არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების კანონპროექტი და უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოზადებული კანონპროექტი“, - განაცხადა სუბელიანმა.

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

    ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

    “თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
    აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

  • Gemfest-დან ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა - თეთრი ხმაური განცხადებას ავრცელებს

    მუსიკალური ფესტივალ ,,Gemfest''-დან ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანას, რომელთაგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგოს, გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ,,მოძრაობა თეთრი ხმაური'' სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

    მოძრაობის წევრები გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ და საზოგადოებას მიმართავენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან.

    ,,თეთრი ხმაური'' ხელისუფლებას ინიციტივით მიმართავს, მოიწვიოს რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაიწყონ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა.

    „ჯერ ერთი, ვნახეთ, რომ ,,Gemfest''-ზე, სადაც ადამიანები დასასვენებლად იმყოფებიან, პოლიციაც იქვეა, ხდება რეიდების ჩატარება, ადამიანების შეწუხება და დაკავება რაღაც ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო. ერთი მხრივ, ვხედავთ ამ უმსგავსობას იმიტომ, რომ ეს არის ფესტივალი, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დასპონსორებული და სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ ვითარდება. მეორე, დღეს იმავე ფესტივალზე ტრაგიკული მოვლენები ხდება, ათზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ერთი გარდაიცვალა. საუბარია ახალი ნივთიერების ქართული ნარკოსცენისთვის GHB-ის გამოჩენაზე, რომელიც საკმაოდ ტოქსიკურია. როგორც აღმოჩნდა, გუშინ სამედიცინო პერსონალიც მზად არ აღმოჩნდა, მას გამკლავებოდა,“ - განაცხადა მოძრაობა ,,თეთრი ხმაურის'' აქტივისტმა, დავით სუბელიანმა. 

  • საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოძრაობა "თეთრი ხმაურის" სარჩელს განიხილავს

     მოძრაობა თეთრი ხმაურის სარჩელს განიხილავს დღეს საკონსტიტუციო სასამართლო.ისინი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ანკულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას აპროტესტებენ.მათ შეფასებით, ამ ქმედებებისთვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელია.

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური