ელიავას ბაზრობის მიმდებარედ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 14:30

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის მიმდინარეობას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე, დეტალებზე  არ საუბრობენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

წაკითხულია 753 ჯერ

Related items

  • იან კელი - არსებობს კითხვები, როგორ აღმოჩნდნენ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში

    საქართველოს მთავრობის თხოვნით აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ და ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

    "რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერესით ველოდებით ამას", - განაცხადა იან კელიმ.

    იან კელის თქმით, შს მინისტრის განცხადება, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლასთან დაკავშირებით, არ უნახავს.

    "მე არ მინახავს მინისტრის ეს განცხადება, თუმცა, არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა იან კელიმ.

  • სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ერთი პირი

    ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს. 
    სპეცოპერაცია 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან პოლიციელები. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის დროს ბრალდებულის შვილიც დააკავეს, შსს-ში არ დაადასტურეს.

  • სპეცოპერაცია თბილისში - შსს განცხადებას ავრცელებს

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

    გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

  • სპეცოპერაცია სტამბოლში

     

    სპეცოპერაცია მიმდინარეობს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც ახალი წლის ღამეს, სტამბოლის ღამის კლუბში reina 39 ადამიანი მოკლა და 69 დაჭრა. 

    თურქი სამართალდამცველების მტკიცებით, დაკავებული უზბეკეთიდანაა. აბდულგადირ მაშარიპოვის დაკავების ოპერაცია სტამბოლის ესენიურტის რაიონში მიმდინარეობს. თურქული მედია წერს, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეგობართან იმალებოდა და მაშარიპოვი საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 

    შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და დაკავებულიც სავარაუდოდ, ამ დაჯგუფების წევრია. 

    თავდასხმა სტამბოლის ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბზე, 31 დეკემბრის ღამეს მოხდა. 

  • სპეცოპერაცია მარნეულში

    მარნეულში დაკავებული 6 ახალგაზრდის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა არაადეკვატური ძალა გამოიყენეს, რაც სპეცოპერაციის ჩატარებაში გამოიხატა.

    გარდა ამისა, ენმ-ის დაკავებული მხარდამჭერების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ზეწოლა მათზეც ხორციელდება.

    საპროტესტო აქცია რამდენიმე საათში დაიწყება. აქციაში მონაწილეობას გეგმავს ნაციონალური მოძრაობის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი.

    „სოფელში, საიდანაც არიან ეს ახალგაზრდები, მათი ნათესავები და ახლობლები გეგმავენ აქციას და უნდათ მიმართონ ბატონ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. დღეს მეც ვარ მიწვეული აქციაზე, მივალ მოსახლეობასთან, დავდგები მათ გვერდზე, რადგან მღებრიშვილის საქციელი სპეცრაზმთან დაკავშირებით იყო არასწორი,“ - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.

    მარნეულში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, ძალოვანმა უწყებამ ასევე უნდა განმარტოს, რატომ დააკავეს 6 ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით. მათი თქმით, ხელისუფლება მსგავს ზომებს არ მიმართავს, როცა საკუთარი მხარდამჭერების დაკავება ხდება. 

    მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

    დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატის თქმით, 6 დაკავებულებიდან, სამი ნაცემია. მომხდარს ეხმაურებიან ნაციონალურ მოძრაობაში და სპეცოპერაციას მოსახლეობის დაშინების მცდელობას უწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ დაკავების ოპერაცია კანონთან სრული შესაბამისობით განხორციელდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური