ვარლამ ლიპარტელიანი - ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 14:01

ჩვენ გავუწოდებთ დავით ქევხიშვილს მეგობრულ ხელს, თუ ის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და დატოვებს თანამდებობას, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ყრილობის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლიპარტელიანის თქმით, ყრილობაზე მათ დასვეს ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე კითხვები, რაც ნაკრების წევრებს აწუხებთ, თუმცა დელეგატების და ფედერაციის პრეზიდენტისგან ვერ მიიღეს პასუხები. 

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სწორედ ამის გამო დატოვეს მათ ძიუდოს ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად.

“ჩვენი მოთხოვნებით შევედით და დავაფიქსირეთ პოზიცია. მოვითხოვეთ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და არ გაწირონ ქართული ძიუდო. მათ პასუხები არ გაგვცეს კითხვებზე და გვითხრეს, რომ ჯერ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, ამის გამო დავტოვეთ ყრილობის სხდომა. ჩვენ ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას”, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ნაკრების წევრები არ იმართებიან “გარეშე ძალების მიერ” და რომ ფედერაციას “ერთი საძმაკაცო მართავს”. რაც მისი თქმით, პროტესტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. 

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, შემდეგ სამოქმედო გეგმას ჟურნალისტებს უახლოეს მომავალში გააცნობენ.

წაკითხულია 318 ჯერ

Related items

  • ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

    ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. დავით ქევხიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ. 

    „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. 

    რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

    მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
    დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია დავით ქევხიშვილის განცხადებაში. 

    შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე კვირაა ითხოვს ქევხიშვილის გადაყენებას. ამ მოთხოვნით ისინი პერმანენტულ აქციებს მართავდნენ.

  • სტიქაროსანი ვარლამ ლიპარტელიანი მეგობართან ერთად

    დავით წამალაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. რომელიც სოციალურ ქსლეში "ჰიტად" იქცა. 

    დავით წამალაშვილი თავად სტიქაროსანია. 
    ქართველი ძიუდოისტის ოლიმპიური ვერცხლით სხვა მეგობრებიც ამაყობენ.
    შეგახსენებთ,  რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან ერთი იუკოთი დამარცხდა.

  • ვარლამ ლიპარტელიანი სამშობლოში დაბრუნდა
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენს თბილისის საერთშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ. „რიო 2016-ზე“, საქართველოს სახელით, სპორტის 13 სახეობაში 39 სპორტსმენი ასპარეზობს. ქართველმა ძიუდოისტებმა რიოში გამოსვლა უკვე დაასრულეს. ყველაზე მრავალრიცხოვანი ძიუდოს ნაკრები იყო, რომლის შემადგენლობაში შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებიც იყვნენ. შსს-ს ძიუდოს კლუბი - "მებრძოლი", დაცვის პოლიციის მხარდაჭერით, 2014 წლიდან არსებობს. კლუბმა 2 წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.
  • „თავი აწიე ლიპო... მგონი ყველაზე ადამიანური ადამიანია წლევანდელ ოლიმპიადაზე“-მაია კაჭკაჭიშვილი

    მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ვარლამ ლიპარტელიანის ფოტოს გამოეხმაურა და ოლიმპიადაზე მის გუშინდელ გამოსვლას სტატუსიც მიუძღვნა.„ყველას ლიპარტელიანის თავდახრილი ფოტო უდევს და გული მეწვის მეტირება მის სულიერ მდგომარეობაზე და გამამხნევებელ პოსტებზე

    "თავი აწიე ლიპო"-ზე ხო საერთოდ!!! ვაჰაიდებ პოსტებს რომ კიდევ აღარ შემხვდეს!!! მგონი ყველაზე ადამიანური ადამიანია წლევანდელ ოლიმპიადაზე“-წერს კაჭკაჭიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

  • "ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი" - ვარლამ ლიპარტელიანი

    ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ განაცხადა, რომ ვერცხლი არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა. ლიპარტელიანმა გილშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა:"ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ასევე ვხედავდი, თუ როგორ განიცდიდა წარუმატებლობას ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსურდა მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატებას ვუსურვებ, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური