მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 11:55

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფედერაციის მოვალეობაა, რომ კითხვებზე პასუხები გაეცეს.

“ფედერაციის ხელმძღვანელობა თავს ვალდებულად თვლის, რომ ძიუდოს პროფესიულ საზოგადოებას ყრილობის გაფართოებულ ფორმატში მიაწოდოს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა, ამ გაფართოებულ წრეში თავისი აზრი გამოთქვას, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ის, თუკი ასეთი იქნება და შესაბამისი პასუხი გასცეს. თუმცა მიუხედავად იმ შეფასებებისა, რომელსაც ერთი ან მეორე მხარე გააკეთებს, ჩვენ კომისიის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას. ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა“, - განაცხადა გიორგაძემ.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

წაკითხულია 241 ჯერ

Related items

  • ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

    ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. დავით ქევხიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ. 

    „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. 

    რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

    მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
    დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია დავით ქევხიშვილის განცხადებაში. 

    შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე კვირაა ითხოვს ქევხიშვილის გადაყენებას. ამ მოთხოვნით ისინი პერმანენტულ აქციებს მართავდნენ.

  • მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  

    სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

    ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. 

    სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

  • 18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიხსნა

    18 ოქტომბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის - ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიხსნა. ამის თაობაზე ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

    პარტიის დღის წესრიგი ახალი ხელმძღვანელობის არჩევასა და მომავალი საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებს. დელეგატები ყრილობაზე ასევე განიხილავენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 მოწვევის მოხსენებას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის ანგარიშს დისციპლინასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებს.

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ასევე მოსალოდნელია ჩინეთის სახელმწიფოს განვითარების შემდგომი 5 წლიანი გეგმის შემუშავება. ჩინეთში კომუნისტური პარტიის ყრილობა ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.

    ყრილობას 2287 დელეგატი ესწრება, რომელიც პარტიის 89 მილიონ წევრს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს დელეგაციები წარმოადგენენ 31 ადმინისტრაციულ ერთეულს პროვინციების დონეზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უწყებებს, ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს, ცენტრალურ ფინანსურ სისტემას, შეიარაღებულ პოლიციას, აგრეთვე ტაივანური წარმოშობის  ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს.

     

  • 18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიმართება

    18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად პეკინში 38-ივე დელეგაცია სრული შემადგენლობით ჩავიდა. ამის შესახებ უდიდესი ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

    ეს დელეგაციები წარმოადგენენ 31 ადმინისტრაციულ ერთეულს პროვინციების დონეზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უწყებებს, ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს, ცენტრალურ ფინანსურ სისტემას, შეიარაღებულ პოლიციას, აგრეთვე ტაივანური წარმოშობის  ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს.

    2200- ზე მეტი დელეგატი, რომლებიც არჩეულია  89 მილიონი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის მუშაობაში.

    დელეგატები ყრილობაზე განიხილავენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 მოწვევის მოხსენებას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის ანგარიშს დისციპლინასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებს.

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ასევე მოსალოდნელია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი ხელმძღვანელობის წარდგენა და სახელმწიფოს განვითარების შემდგომი 5 წლიანი გეგმის შემუშავება.

  • ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“

    31 აგვისტოს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზის“ შესახებ. ღონისძიებას უძღვებიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის ორგანიზატორი მარიამ კანდელაკი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვლი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი თამთა გოჩიტაშვილი, ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია, გერმანელი ქორეოგრაფი ბი ვან ვარკი და ევროპული ანიმაციური ჯილდოს „EAA“ დამფუძნებელი ოლივიე კატრინი.
    რიგით, მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ცხინვალთან ახლოს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, 1-7 სექტემბერს გაიმართება.
    გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში გერმანია იქნება. ანიმაციური ფილმების ჩვენებასთან ერთად გაიმართება ვორქშოპები.
    მცირე ასაკის მიუხედავად, ფესტივალმა ანიმაციის სამყაროში დიდი პოპულარულობა მოიპოვა. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მონაწილეობენ.
    „ნიქოზის“ მეგობრები დრეზდენის, ანესის, სუზდალის, ლაიფციგის ანიმაციური ფესტივალები და სტუდიები გახდნენ.
    ფესტივალს დიდი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. სოფელი ნიქოზი ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარეობს. სოფლის არც ერთ მცხოვრებს საცხოვრებელი არ მიუტოვებია. ამაში წვლილი ნიქოზის ხელოვნების სკოლასა (120 ბავშვი სწავლობს) და ანიმაციურ ფესტივალს მიუძღვის. ფესტივალი ყოველთვის ნიქოზელი ბავშვების შემოქმედების წარდგენით იხსნება.
    ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის, ასევე, „ქართული ფილმი აფხაზეთის“ ინიციატივით ტარდება.
    საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.

    ფესტივალის განრიგი - https://goo.gl/Tci5zf

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური