მედიაკონფერენცია - MEDIA CONVENTION Berlin და Re:publica 2018

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 10:26

2-დან 4 მაისის ჩათვლით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის OPEN Media Hub-ის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონფერენცია Re:publica 2018. კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს (საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და მაროკოდან) Thomson Media-ს ბერლინის ოფისმა უმასპინძლა. ბერლინის მედიაკონფერენცია (MEDIA CONVENTION Berlin) სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მონაწილეობით უკვე მეხუთედ გაიმართა და მან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესის სახელი დაიმკვიდრა. 2018 წლის მედიაკონფერენცია ციფრული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ფესტივალს Re:publica 2018 დაუკავშირეს და იგი ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9 ათასმა ადამიანმა მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. გამომსვლელებს შორის იყვნენ 65 ქვეყნის წარმომადგენლები, მათგან 47% ქალები, და 800-ზე მეტი ჟურნალისტი.

ამ რამოდენიმე დღემ, რომელიც  ბერლინში გავატარე ჩემს კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა მომცა შემეძინა ახალი გამოცდილება და უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან დამენახა დიდ პოლიტიკაში და მედიაში მიმდინარე პროცესები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მქონდა პირადად შევხვედროდი და მესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან. რაღა თქმა უნდა მე მხედველობაში მაქვს შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ასევე პროექტში მონაწილე ექსპერტებთან და იმ ხალხთან, რომლებიც ერთმანეთს  საინტერესო და თანამედროვე პროექტმა OPEN Media Hub-მა დააკავშირა. 

ღონისძიების პირველ დღეს Thomson Media-ს ბერლინის ოფისში ჟურნალისტებისთვის გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი გაე დეგენი და უფროსი ექსპერტი მედიისა და გამოცდილების გაზიარების დარგში პეტკო გეორგიევი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს მედიასფეროში მიმდინარე სიახლეები და ისაუბრეს გერმანული წამყვანი მედიაშაუალებების მუშაობის სტილზე და სარეკლამო ბაზრის თავისებურებებზე.

გარდა ამისა OPEN Media Hub-ის გუნდმა ჟურნალისტებს გააცნო მედიაპროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობები: გრანტების მეორე კონკურსი  #Being20 (http://bit.ly/2HbVYPp და მომავალი კონკურსი სომხეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თაობაზე. მომდევნო დღეები ჟურნალისტებმა ფესტივალ Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში გაატარეს, სადაც პარალელურად იმართებოდა საჯარო ლექციები მასმედიის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.    

Re:publica არის შეხვედრის ადგილი მოყვარულთათვის და პროფესიონალებისათვის გლობალური ვებ-საზოგადოების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ციფრულ სფეროში. Re:publica 2018 ასევე არის ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა ევროპაში.

Re:publica 2018-ის ლოზუნგი გახლდათ "POWEROFPEOPLE", რომლის ძირითადი ასპექტები იყო პრესის თავისუფრლება და ადამიანის უფლებათა დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძალადობას, სიძულვილს და უსამართლობას თანამედროვე საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეებმა გააშუქეს ევროპული ციფრული საზოგადოების თემები სხვადასხვა თვალსაზრისით, ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში საერთაშორისო და გერმანულმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა (ARD, ZDF) წარმოადგინეს ციფრულ სფეროში დანერგილი სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მიღწევები აშკარად მიუთითებდა იმ ტენდეციებზე, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მიღწევები თვალსაჩინო და სამაგალითოა. პრესის თავისუფლება სათანადო დონეზეა დაცული და მას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ნათლად სჩანს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ განვლილი გზის სწორად აღქმა, შეგვაძლებინებს,  ჩვენს ქვეყნებში განვითარების იმ დონეს მივაღწიოთ, როგორიც ამჟამად არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ბერლინი-თბილისი

წაკითხულია 534 ჯერ

Related items

  • საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში გამგზავრებას

    მიმდინარე კვირაში საქართველო ჩართეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც ევროკავშირმა გასცა რეკომენდაციები ევროკავშირში უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მგზავრობაზე დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ.
    რეკომენდაციაში მოცემული კრიტერიუმების და პირობების საფუზველზე, 1 ივლისიდან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ სამგზავრო შეზღუდვების მოხსნა გარე საზღვრებზე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველო აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ სიაში იქნა შეტანილი. გარდა საქართველოსი, ამ ქვეყნების სიაში არიან - ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ჩერნოგორია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.
    სია დაექვემდებარება გადახედვას, და საჭიროების შემთხვევაში, განახლებას ორ კვირაში ერთხელ.

     ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

     

  • ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

    საქართველო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს ენერგოსექტორის რეფორმის გასატარებლად გერმანიის განვითარების ბანკისგან KfW (გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკი) და ფრანგული განვითარების სააგენტოსგან (AFD) დირექტიული კრედიტების ფორმით, ხოლო ევროკავშირისგან - გრანტის ფორმით.
    დაფინანსების მიზანია საქართველოს რეფორმების პროგრამით გათვალისწინებული ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა.
    ევროკავშირის 8.5 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას 2020-2021 წლებში.
    გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) 7.5 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი დააფინანსებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს ბათუმის სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში. გარდა ამისა, ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის დახმარებით გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) ამზადებს რეაბილიტაციის საინვესტიციო პროგრამას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს სკოლებში.

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

     

  • საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ევროკავშირის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია

    ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია, და ის არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობა რესპონდენტების უმრავლესობა (60%) აღმოსავლეთ სამეზობლოში.
    მთელი რეგიონის მოქალაქეთა ორი მესამედი (70%) თვლის, რომ ურთიერთობები ევროკავშირს და მათ ქვეყანას შორის არის “კარგი”. აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო მათი 53% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
    ეს არის რამდენიმე შედეგი 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა.
    ეს კვლევები აფასებს ევროკავშირის ზოგად აღქმას, მასთან დაკავშირებულ ფასეულობებს, ურთიერთობებს ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის ეფექტურობას.
    საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაო ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე - COVID-19-ის კრიზისის დაწყებამდე - და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ამონარჩევში თითოეულ ქვეყანაში.
    დამატებითი ინფორმაცია:  

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

     

     

     

     

  • ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

    მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ დაამტკიცა დასკვნები “Team Europe” პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის COVID-19-ის პანდემიაზე გლობალური პასუხის ნაწილია.
    ამ დასკვნებში ევროკომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ‑19-ის პანდემიის გლობალური გავრცელების გამო, რომელსაც კვლავაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე მთელ მსოფლიოში, და აქვს მასშტაბური სოციალური და ეკონომიკური გავლენა.
    დღეისათვის ევროკავშირის მიერ უკვე მობილიზებულია 36 მილიარდი ევრო, რომელიც გამოყენებული იქნება COVID-19-ის კრიზისის დამანგრეველ შედეგებთან საბრძოლველად ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონებში.

     

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში და ისინი შეიძლება უფასოდ იყოს გამოყენებული და გავრცელებული თქვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

     

     

  • 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში. ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.

    ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.

    ძირითადი შედეგები:

    • საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

    • საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

    • საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.

    • საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

    ბმულები:

    • საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2020:
    o ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-georgia
    o RUS: https://www.euneighbours.eu/ru/vostok/stay-informed/publications/opros-obschestvennogo-mneniya-2020-gruziya
    o GEO: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2020-c-sakartvelo

    • რეგიონული მიმოხილვა 2020 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა):


    o ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-regional-overview
    o RUS: https://www.euneighbours.eu/ru/vostok/stay-informed/publications/opros-obschestvennogo-mneniya-2020-regionalnyy-obzor

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური