ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 14:06

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვაკის პარკში იმყოფებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 მაისის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, 9 მაისი არის მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ამ დღეს დამარცხდა ფაშიზმი.

„ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ამაყნი ვართ, რომ საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ეს დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვეტერანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, ამიტომ ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, რომ ვეტერანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს,“- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, მსოფლიო ზეიმობს „მსოფლიო ბოროტების-ფაშიზმის“ დამარცხებას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვეტერანებზე ზრუნვა.

„დღევანდელ დღეს, გარდა ზოგადი ზეიმისა, არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ჩვენი ასაკოვანი თაობისთვის, როგორ ვუადვილებთ მათ იმ რთულ პირობებს, რომელშიც დღეს უწევთ ცხოვრება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მივიდნენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ბევრი რამის გადაფასება ხდება, მათ შორის ისტორიის და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს არ იყო, თითქოს, სამამულო ომი. ეს ადამიანები იბრძოდნენ არა ნამგალი და უროსთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, იბრძოდნენ ფაშიზმის, როგორც ბოროტების წინააღმდეგ,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას და განსაკუთრებით ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების ბრძოლა, თავგანწირვა, რომლებმაც თავი გასწირეს იმისთვის, რომ მსოფლიოს ეს შავი ჭირი თავიდან მოეშორებინა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წაკითხულია 208 ჯერ

Related items

  • "ოპოზიციამ შესაძლოა ცესკოს, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს" - გია აბაშიძე

     ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური,  ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას  ცდილობს, რადგან  მაჭუტაძისთვის ეს, დროებითი კომფორტია,  შექმნას ე.წ. საპნის ბუშტი.

     აბაშიძის აზრით, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეეძლო სულ სხვა სახით მოეხდინა ამ სიის კომპრომეტირება.  მაგალითად,  მხარდამჭერთა სიაში „მკვდარი სულების“ მასობრივად შეყვანით.

    „მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მამუკა ბახტაძე ნაცმოძრაობის შემომწირველთა სიაში გახლდათ და ეს მან თავადაც თქვა, რომ მისი ანგარიში იმ დროს ტექნიკურად გამოიყენეს. ცხადია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის მისი პირადი მონაცემები  და მაღალი ალბათობით,  ეს მონაცემები მექანიკურად მოხვდა „სახელმწიფო ხალხისათვის“,  „ახალი საქართველოს“ ,  თუ ნაცმოძრაობის სხვა სატელიტური პარტიის მონაცემთა ბაზაში და ის უბრალოდ ჩაწერეს, როგორც ე.წ. მხარდამჭერი. ბუნებრივია,  ამ  ყველაფერს გამოძიება დაადგენს.“- განაცხადა გია აბაშიძემ.

    ექსპერტი არ გამორიცხავს, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ იმდენად შორს წავიდეს,   რომ ამომრჩეველებზე ზეწოლის მიზნით, ცესკოს ქვეყანაში აზიური ფაროსანას შემოყვანა- გავრცელებაც დააბრალოს. 

     

     

  • გიორგი მარგველაშვილი - ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი

    ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც 9 მაისთან დაკავშირებით მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

    პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და მათი დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    "ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში. მადლობა ამ დიდი გამარჯვებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა

    საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა:

    უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.

    პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

    დაბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით - ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად, პრეზიდენტი, ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე.

    პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.

  • გიორგი კვირიკაშვილი - ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს კონსტიტუცია არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც ასე არ არის

    ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს კონსტიტუცია არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის ასე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

    „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - საქართველოს კონსტიტუციას და მინდა ვთქვა, რომ მართლაც უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვების და ჩართულობის შედეგად შემუშავდა ეს დოკუმენტი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც ასე არ არის, რადგან ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი პროცესი თავისთავად იყო ნამდვილად უპრეცედენტო, იმიტომ რომ ჩვენ პირადად მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, კონსტიტუციების ისე მიღებას, როდესაც საერთოდ ასეთი განხილვების მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული, როგორც დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ ეს დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ და ვიამაყოთ, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს და მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელსაც არ ჩამოვთვლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მისივე თქმით, როგორც ბოლო ნაბიჯი კონსენსუსის მიღწევის გზაზე, მმართველი გუნდი დასთანხმდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევა; 

    „თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში და ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა, იყო მართლაც სანატრელი“, - აღნიშნა პრემიერმა.

    მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბარიერის 5%-დან 3%-ზე დაწევა 2020 წლისთვის და ასევე, ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ კიდევ ერთი მოწვევით ბლოკების დაშვება; სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშნელოვნად გაზრდა, მათ შორის საპარალამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებეში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება; საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.
    „ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და ჩვენ მივიღებთ ამ დოკუმენტს, რომელიც ნამდვილად გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • დენის დავითაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს!

    ცესკოს დამკვირებელსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრის დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლემენტო ოპოზიციის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.

    დავითაშვილის თქმით, ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი სკანერების შეძენის, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანომდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება.

    „პირველი სულ ახლახანს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო.  ვადა კონკრეტული საკითხების განხილვის  დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტული განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლებოის შეცდომაში შეყვანას  ემსახურება. ეს არის არ ნახული უსინდისობა!“- განაცხადა დავითაშვილმა.

    „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძისა ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს,  რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური