საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მაისი 2018 10:37

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი. დღეს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

წაკითხულია 564 ჯერ

Related items

  • ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

    ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება. მათი მონაცემებით, საქართველოში ხვალ დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. 
    აღმოსავლეთ საქართველოში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4;აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
    თბილისში დღეს, დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ხვალ დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.

  • საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლესი დღეების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 - 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

    12 - 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

  • დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს. 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

  • წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 11 მაისს საქართველოში ნარჩუნდება წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 12 მაისის დილამდეა მოსალოდნელი. 12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

    13-14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

    15 მაისს კვლავ შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

  • საქართველოს ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი

    "17 თებერვლამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი  შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით.   მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი,"-  განუცხადა  newsday.ge-ს   გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური