ერევანი - პროტესტის მონაწილეები მზად იყვნენ დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2015 14:08

გასულ ღამეს სომხეთის პოლიციამ ერევნის ქუჩებში გამართული აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდა.

"მე იქ ვიმყოფებოდი და ნამდვილად იგრძნობოდა, რომ პროტესტის მონაწილეები მზად იყვნენ დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. დააკავეს ძალიან ბევრი ადამიანი. ხელისუფლების ამ ქმედებაზე ერევანმა უფრო დიდი საპროტესტო ტალღით უპასუხა. გუშინ, საღამოს 6 საათიდან თავისუფლების მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა," - განაცხადა "ნიუსდეისთან" ინტერვიუში ჟურნალისტმა ერევანიდან, ანი ჰოვანისიანმა.

შუაღამის შემდეგ ადგილზე ბაგრამიანის გამზირზე სომხეთის ხელისუფებისა და პარლამენტის წევრები და ასევე მსახიობები მივიდნენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანის იქ გამოჩენამ აქციის მონაწილეებში კიდევ უფრო პროტესტი გამოიწვია.

"აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის ადგილზე ყოფნაც გააპროტესტეს, ესენი იყვნენ პარლამენტარი სამველ ფარმანიანი და  განათლების მინისტრი არმენ აშტოიანი. ერევნის ქუჩაში შეკრებილმა საზოგადოებამ ეს ადამიანები მოედნიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააძევა," - აღნიშნა ანი ჰოვანისიანმა.

ამ წუთებში ერევანში - ბაგრამიანის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სიტუაცია ჩაწყნარდა. აქციის მონაწილეები ქუჩის დასუფთავებას ცდილობენ და ასევე ისვენებენ მძიმე ღამის შემდეგ.

წაკითხულია 306 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური