ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 აპრილი 2018 12:13

ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ამავდროულად, ჩვენ ვართ ცვლილებისა და ინიციატივების მოტივატორები სხვადასხვა სფეროში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დარგისათვის. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, მოგმართავთ ინიციატივით შეიქმნას საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის,  ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს. თანამშრომლობის პერიოდში, ამა თუ იმ უწყებას შევთავაზებთ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის რეკომენდაციებს, დანახულს ახალგაზრდული, პროგრესული ხედვით.

ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა მოსახლე სრულად თუ ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა ამავდროულად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ პიროვნული, თუ კარიერული განვითარებისთვის, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის საჭირო საქმიანობისკენ, რომელიც სახელმწიფოს მართვაში ჩართულობასა და პოლიტიკაზე გადის.  

მივესალმებით რა თქვენს ინიციატივას, 2018 წლის, დიალოგისა და საყოველთაო ჩართულობის პერიოდად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვახმაროთ ჩვენი ენერგია, ცოდნა და ენთუზიაზმი უკვე დაგეგმილისა, თუ ახლად ინიცირებულ საქმიანობებს. საწყის ეტაპზე, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განწყობილია კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ და გვჯერა, სწორედ დიალოგზე დაფუძნებული ფორმატით შევძლებთ ფართო კონსესუსის მიღწევასა და საზოგადოების გაერთიანებას.

ჩვენი ამ ფორმით ჩართულობის სურვილის მთავარი მოტივატორი არის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ახალგაზრდებში საკმაოდ მწვავედ შეინიშნება. მაგალითად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევიდან, "თაობა გარდამავალ პერიოდში, ახალგაზრდობის კვლევა 2016 - საქართველო", ირკვევა, რომ ახალგაზრდობა ნაკლებადაა დაინტერესებული პოლიტიკური საკითხებით, რაც ნაწილობრივ აიხსნება მოსაზრებით, რომ მათი ინტერესები საკმარისად არაა წარმოდგენილი დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში. გამოკითხულ ახალგაზრდათა 49% მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფის აზრი მცირედ, ხოლო 21%-ის თქმით, სრულებით არ არის გათვალისწინებული.

ახალგაზრდების  პოლიტიკური ჩართულობა, კერძოდ კი, მათი დასწრება სამოქალაქო შეხვედრებზე, საერთო კრებებზე მოსაზრების გამოხატვა, ადამიანის უფლებების დაცვით აქციაში მონაწილეობა, სოციალურ დემონსტრაციებში ჩართულობა, კვლევის მიხედვით 2-დან 6%-მდე ვარირებს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ეს და მსგავსი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია ერთი მხრივ, თავად ჩავერთოთ პროცესებში, რათა დავძლიოთ ახალგაზრდებში გაჩენილი ნიჰილისტური დამოკიდებულება და მეორე მხრივ, გავხადოთ დანარჩენები ამ პროცესის მონაწილეები, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მათი პოზიცია მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია.

რამეთუ მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნევთ ახალგაზრდების ნაკლებ ჩართულობას პოლიტიკურ, თუ სახელმწიფო მართვის პროცესებსა და  გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე, ვცდილობთ გავაანალიზოთ ის მიზეზები, რამაც ეს უკანასკნელი გამოიწვია და ვთვლით, რომ წარმოქმნილი სირთულე შესაძლოა არაეფექტური კომუნიკაციის შედეგი იყოს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა ვიკისროთ ერთგვარი მაკავშრებელი რგოლის ფუნქცია მთავრობასა და საზოგადოებას შორის.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა (Youth Advisory Council-ის სახელწოდებით), რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებში, მთავრობები თავად ქმნიან მსგავს ახალგაზრდულ საბჭოებს. ამ მხრივ, გამოირჩევა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია.  ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს, გვსურს, რომ მსგავსი პრეცენდენტი ჩვენსავე ქვეყანაში დავუშვათ, რადგან, ამისთვის საჭირო ყველა რესურსი უკვე არსებობს და გვჯერა, საქართველოს შეუძლია იქცეს გამოკვეთილ ლიდერად რეგიონში ახალგაზრდული ჩართულობის მიმართულებით.

ქვეყანაში არსებობს არაერთი სტუდენტური კლუბი, თუ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური მიმართულების აქტივიზმითაა დაკავებული, თუმცა ამას ნაკლებად სისტემური სახე აქვს და ხელშესახებ შედეგს იშვიათად იძლევა. ამ და ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებით აქტიურად წავრმართოთ ახალგაზდრული მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა.

საწყის ეტაპზე საჭიროდ მივიჩნევთ, გავმართოთ შეხვედრა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს სურვილიდან, უკეთ გაგაცნოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები, რომლებიც ერთი მხრივ, ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, მოტივირებულია ახალგაზრდების ინიციატივებისა და მათი ხედვის გაჟღერების საჭიროებით. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული შეხვედრა და შემდგომი თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს აღმოიფხვრას ის ხარვეზი, რაც ახალგაზრდებსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციაში არსებობს.  

ბატონო პრემიერ-მინისტრო, იმედს გამოვთქვავთ, მხარს დაუჭერთ ჩვენს ინიციატივას და მოგვეცემა შესაძლებლობა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში

წერილს ხელს აწერენ:

 

  1. გიორგი მამულაშვილი;
  2. ირაკლი ბუთურიშვილი;
  3. ლელა ჯავახიშვილი;
  4. ელენე ბერძენიშვილი;
  5. ნათია ჯინჭარაძე;
  6. ნინო წულაძე;
  7. საბა მანჯგალაძე;
  8. დიანა ხატიაშვილი;
  9. თამთა გობოზაშვილი;
  10. გიორგი მჭედლიძე;
  11. გიორგი ინჯგია;
  12. კარლო ხუციშვილი;
  13. ნიკოლოზ შაუთიძე;
  14. ალიკა გოჩუა;
  15. გიორგი მორგოშია;
  16. გიორგი შენგელია;
  17. მუხრანი შუბითიძე;
  18. დიმიტრი მაისურაძე;
  19. ლუკა ჯაჯანიძე;
  20. საბა სახვაძე;
  21. მარიამ თურმანიძე;
  22. გიორგი ბერაძე;
  23. ნინო მაწკეპლაძე;
  24. შოთა ქათამაძე;
  25. სანდრო ტატიშვილი;
  26. გიორგი კვინიკაძე;
წაკითხულია 936 ჯერ

Related items

  • მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

    შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

    განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას

    „პრემიერ მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის   სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

    მისივე თქმით,  საუბრისას განხილული იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ადგილზე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, რა დროსაც მინისტრის განცხადებით მაიკლ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და  ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.“- აღნიშნა მინისტრმა.

    ზალკალიანის თქმით, საუბრისას ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. “არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც წარმატებით ჩავატარებთ. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის ინფორმაცით, მართლმსაჯულების  რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა გააგრძელოს  ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მარლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლბის გასაძლიერებლად.
    მინისტრის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას გიორგი გახარიამ და მაიკლ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდ ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ასევე საუბარი წარიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომლის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, სწორედ პანდემიის გამო გადაიდო,  დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. საუბრისას  ასევე აღინიშნა,აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც  მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ-ლაივში თავად განაცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

    ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ”ოფიციანტმა, რომელმაც ჭიქები დააწყო მაგიდაზე, ეს გააკეთა ხელთათმანების გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ შეეცვალა ეს ჭიქები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოფიციანტი ამას ხელთათმანების გარეშე ადრეც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ოფიციანტს ასევე დაადასტურა კოროვირუსი”, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

    ფაშინიანის თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, იგი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9282-ია. COVID-19– ით დაღუპული პაციენტების რიცხვი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 131-მდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში, სხვა მიზეზით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

    მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

    პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. 

    მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური