მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 აპრილი 2018 14:02

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა - „ბახალას“ ახალი ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს გააცნეს. მსახიობს გამოძიება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება. გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ შსს-ს მიერ მოყვანილ პერიოდში ის თურქეთში იმყოფებოდა.

გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის 8 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს. იმ შემთხვევაში თუ მსახიობს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის საქმეზე მონაწილეობა დაუმტკიცდება გიორგანაშვილს 15 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

წაკითხულია 120 ჯერ

Related items

  • მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

    მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

    მამუკა ჭელიძემ არ დააკონკრეტა მისი ვინაობა და მხოლოდ ინიციალები ი.ქ. დაასახელა.

    მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით საქმეზე დაკავებულმა რეანომობილისმძღოლმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილს გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით.  საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი გიორგანაშვილისა და ზემოთ ხსენებული მძღოლის ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

    დღეს დაკავებული პირის ვინაობა ამ დრომდე არ გახმაურებულა.

  • გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლია - მსახიობის მხარდამჭერი პეტიცია (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერი პეტიცია ვრეცლდება,,გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სამართალდამცავებმა ოთხი თვის წინ დააკავეს.

    გიორგის სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).

    ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს.

    “რეპერების საქმემ” კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა როგორი სასტიკი და უსამართლოა არსებული სისტემა, როგორ წარმატებით აგრძელებს პოლიცია ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას, როგორ უსპობს ახალგაზრდებს რაიმეს კეთების სურვილს და ჩვეულებრივ ჯალათად გვევლინება. განსაკუთრებით ცინიკურია სასჯელის ზომა (8-20 წელი ან უვადოდ!!!), მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი 7დან 15 წლამდეა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა.

    გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიუხედავად ძალიან დიდი და რეალური რისკისა წლები გაატაროს ციხეში, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის!

    19 ივნისს გიორგის მორიგი სასამართლო პროცესია. გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, გიორგი უნდა იყოს გარეთ, აკეთოს თავისი საქმე, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის, იყოს თავის ოჯახთან და მეგობრებთან, უბრალოდ მიეცეს საშუალება იცხოვროს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.

    გიორგი გიორგანაშვილი არის 37 წლის. შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში თუ სატელევიზიო სერიალებში. არის სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. გიორგი თავად, ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის და უფლებების დარღვევის მიმართ, ყოველთვის იდგა იქ, სადაც იგი მეგობრებს და უბრალო ადამიანებს ჭირდებოდა.

    ეხლა ჩვენი ჯერია ბახალას, და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში. ეს მხოლოდ მათი დახმარება არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა პირველ რიგში, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მორიგი მსხვერპლი!

    გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავრად მიწვდება ხალხის გზავნილი ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის სასტიკი და აუცილებლად დროულად შესაცვლელი! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიციაში გამეფებული მახინჯი “ჩადების” პრაქტიკაც! უსამართლობა უნდა დასრულდეს!“

  • პრეზიდენტის შვილის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

    პრეზიდენტის შვილის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 
    როგორც კაჭარავას ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ კაჭარავასგან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება ამოიღეს.

     

    თორნიკე კაჭარავას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

    როგორც  შსს-ში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
    უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

     

    ცნობისთვის კაჭარავა გუშინ დააკავეს. განცხადება რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.

  • სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ

    სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ. გარდაცვლილების ოჯახს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს. ადგილობრივები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.მათი თქმით, დაკავებული ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მისი თანამონაწილე შესაძლებელია იყოს სულ მცირე სამი ადამიანი, რადგან ერთი ადამიანი 4 ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებდა. ასევე თვითმხილველების თქმით, მოკლულები ნაწამები არიან. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინ დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული არის 24 წლის ადგილობრივი. ასევე პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ ბრალი აღიარა. მას ადამიანი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

  • დავით ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

    ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.   

    ბორჩაშვილი ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განაგრძობს, რის გამოც, სამართლებრივი პროცედურა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება. 

    ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

    დაკავებულს  მარჯვენა კიდურის ზედა ნაწილში 7 თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გაურთულდა, რის გამოც ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური