“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, უცნობი პირები მათი სახელით რეკავენ და ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ.
"გაცნობებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით უცნობი პირები კვლავ რეკავენ აბონენტებთან და სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას.
უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.
ნებისმიერი მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. ასევე ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2404004 , 24 საათის განმავლობაში" - აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.